ჯგუფში ინგლისს ავცდით - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა.

B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული:

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.

ტურნირი სტარტს სექტემბერში აიღებს და „ჯვაროსნებს“ ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

ყველა დივიზიონში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ლიგა
ჯგუფი 1:
ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუფი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდ.მაკედონია, ლატვია

D ლიგა
ჯგუფი 1: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტაინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მესამე გათამაშებიდან პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა - 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მოგებულს შეხვდება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

მკითხველის კომენტარები / 46 /
ვფიქრობ საკმაოდ კარგი მეტოქეები შეგვხვდა და ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე, სწავლა სიბერემდეო ნათქვამია თუმცა აქცენტი შედეგზე და წარმატებაზე უნდა გავაკეთოდ. მარტის თამაშები უკვე მოახლოვდა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
გიო9
10 თებერვალი 2024 17:12
0
ერთ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი.
თუ შემოდგომამდე უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და შესაბამისად მათი ნაკრებიც მოიხსნება გათამაშებიდან, მაშინ შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და 2026 წლის მსოფლიოზე ბრძოლის გაგრძელებისა, თორემ A ლიგის მესამე ადგილოსანთან, თუნდაც უნგრეთი ან პოლონეთი, ორი მატჩის ჯამში მომგები ჩვენ არ ვართ რომ უძლიერეს ლიგაში ავინაცვლოთ.
მართალია, სხვის უბედურებაზე ხეირი კარგი საქმე არაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სპორტში უახლოეს წარსულში არაერთხელ უკვე მოხდა:
1) არ დავაკნინებ ხელბურთელების უნგრელებთან გასვლაზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ უნდა იტქვას, რომ ხელბურთის ევროზე რუსეთის და ბელორუსის ძლიერი ნაკრებების, რომლებიც ამ გათამაშების მუდმივი მონაწილენი იყვნენ, ჩახსნის შემდეგ დავიკავეთ მათი ადგილი.
2) კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც პირდაპირ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო გავედით, თორემ ესპანეთთან და იტალიასთან ერთად შესარჩევ ჯგუფში რუსეთი უნდა ყოფილიყო და ისლანდიის სუსტ ნაკრებთან სახლში ვერ მომგები, არა მგონია ასეთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით
3) წყალბურთელებს ვერ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ ერთხელ იქაც, 2022 წლის აკუსტიკის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც რუსეთის ნაკრების ჩახსნის შედეგია და ბოლოს
4) ფუტზალშიც გვქონდა მსოფლიოზე გასვლის შანსი ახლახანს, რუსეთის ძალიან ძლიერი ნაკრების დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ლეგიონერები ვერ დათვალა და უკვე ჩვენ ჩაგვხსნეს შესარჩევიდან.
და ისმის კითხვა, თუ ამდენჯერ ვიხეირეთ რუსეთის ჩახსნით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ უკრაინის ჩახსნით?
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვართ ჩვენ არც ჩეხეთზე და მითუმეტეს არც უკრაინაზე ძლიერები ფეხბურთში და მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მესამე ადგილისთვის ალბანეთთან, რათა პირდაპირ არ დავქვეითდეთ ქვედა ლიგაში და მერე ასევე იქ გავარდნისგან C ლიგის მეორეადგილოსანთან ჩრდ.ირლანია იქნება ის, სლოვაკეთი თუ სომხეთი, ასევე უშეღავათო ბრძოლა
სტალინი
09 თებერვალი 2024 12:53
25
ტყუილად არ დავწერე პოსტის დასაწყისში, რომ არაპოპულარულ თემას ვეხები–თქო.
ვხედავ, ზოგიერთს ისე აეშალა საღერღელი, რომ ფეხბურთი საერთოდ დაავიწყდა.
თუ გინდა სიმართლე იცოდე ყველა მხარეს უნდა უსმინო; რუსულსაც, უკრაინულსაც, ამერიკულსაც, ინგლისურსაც, გერმანულსაც, ჩინურსაც და აზერბაიჯანულსაც და მერე გამოიტანო შენი დასკვნები, რა თქმა უნდა თუ ასეთი დასკვნების გამოტანის უნარი შეგწევს.
მაგრამ, სამწუხაროდ ბევრს მხოლოდ იმისი სჯერა ვისიც აწყობს რომ სჯეროდეს და იმ შეცდომების გაანალიზების სურვილიც არ აქვს, რომლებიც მისმა რჩეულმა ინფორმაციის წყარომ დაუშვა.
სტალინი
10 თებერვალი 2024 10:54
1
1941 წლის საკავშირო ჩემპიონატის ბოლო მატჩი თბილისში შედგა 24 ივნისს, თბილისის დინამომ ლენინგრადის დინამო დაამარცხა და ჩემპიონატში პირველ მეორე ადგილი გაიმყარა მოსკოვის დინამოსთან ერთად:
Table as on Jun 24:

1.Dinamo Moskva 10 6 3 1 28-12 15 [RUS]
2.Dinamo Tbilisi 10 6 3 1 22-13 15 [GEO]
3.Dinamo Leningrad 11 5 4 2 20-11 14 [RUS]
4.Traktor Stalingrad 12 3 7 2 16-16 13 [RUS]
5.Stakhanovets Stalino 11 6 0 5 13-13 12 [UKR]
6.Krasnaya Armiya Moskva 9 5 1 3 15-13 11 [RUS]
7.Spartak Moskva 9 4 2 3 17-12 10 [RUS]
8.Dinamo Kiev 9 4 2 3 16-14 10 [UKR]
9.ProfSoyuzy-2 Moskva 10 3 4 3 11-10 10 [RUS]
10.Spartak Odessa 10 3 2 5 16-22 8 [+] [UKR]
11.Zenit Leningrad 8 2 3 3 12-14 7 [RUS]
12.Spartak Leningrad 9 1 4 4 8-16 6 [+] [RUS]
13.Dinamo Minsk 10 3 0 7 10-21 6 [+] [BLR]
14.Spartak Kharkov 9 2 1 6 7-19 5 [+] [UKR]
15.ProfSoyuzy-1 Moskva 9 1 2 6 10-15 4 [RUS]

არადა, მაგ დროისთვის ფაშისტური ჯარები უკვე შემოჭრილი იყვენ საბჭოთა ტერიტორიაზე.
ასე იქნება ახლაც, თუ გლობალური ომი დაიწყო. ასე რომ თქვენი სარკაზმი ყმაწვილო სრულიად უადგილოა
სტალინი – ბერიას
10 თებერვალი 2024 10:47
1
ყველა გამოხმაურება
ობიექტურები რომ ვიყოთ, ბ ჯგუფის მოგების მიზერული შანსი გვაქვს.
ამიტომ, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა რაც შეიძლება რთულ ჯგუფში მოვხვედრილიყავით, იგლისისნაირ გუნდებთან გამოცდილებას მაინც მივიღებთ.

ასე რომ, არაფერი გვაქვს საწუწუნო, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით და სიამოვნებაც უნდა მივიღოთ, არცერთი არაა ადვილი მეტოქე.
dd
09 თებერვალი 2024 11:31
3
მე კიდევ მგონია ურთულეს ჯგუფში მოვხვდით და უდიდესი მიღწევა იქნება ადგილს თუ შევინარჩუნებთ ამ ჟგუფში, ყველაზე მეტად არ მინდოდა უკრაინა და ალბანეთი ამოსულიყო ამათ დაუმატეთ ჩეხეთი და უხერხული მეტოქეების მთელი თაიგული მივიღეთ,უხერხულობასაც თავი რომ დავანებოთ და ფეხბურთელების დონით ვიმრჯელოთ- ჩეხეთის ნაკრებიდან ხუთ ტოპ ლიგაში-9 ფეხბურთელი თამაშობს,უკრაინა-11, ალბანეთი-12,აქ მხოლოდ ტოპ ლიგებია პორტუგალიის,ჰოლანდიის,ბელგიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელების გარეშე, ასევე უკრაინის ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელები შახტარში თამაშობენ, ჩვენ კიდევ მხოლოთ კვარას იმედათ ვართ და კიდევ მამარდა, სულ ეგ არის. დანარჩენები-მეორე ლიგებში მოთამაშე დავითაშვილის, ჩაკვეტაძის, ლოჩოშვილის და ზივზივაძის ან კიდევ კაშია კვეკვესკირით და ახლად გაქართველებული არც ისე მაღალო დონის მიქაუტაძით,საზონოვით და მარადიშვილით,რომლებსაც ქართულ ფეხბურთან არანაირი ბმა არ აქვთ, რა მოლოდინი უნდა მქონდეს ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებებთან..არ ვიცი......ამასთან თამაში ყველასთან შეიძლება და უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ძლიერებთან თამაშით შევძლებთ კლასის ამაღლებას, მთავარია გადამეტებული მოლოდინებით, ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო არ დავტვირთოდ ჩვენები...ჩემის აზრით ელიტარულ ა-ჯგუფში დაწინაურებაზე ან ჯგუფის მოგებაზე ფიქრი თავის მოტყუებაა იქნება,ხოლო ბი-ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა რეალურად შიძლება.
შულაია
09 თებერვალი 2024 11:30
4
ინგლისს ავცდითო და თითქოს უკრაინა და ჩეხეთი ადვილი გასავლელი იყოს. ალბანეთიც არ არის მარტივი გუნდი.
WTF
09 თებერვალი 2024 10:48
3
თამაში ყოველთვის ყველასთან შეიძლება და შეიძლებოდა მაგრამ, რა ვიცი დაველოდოთ რა იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გინდა ტამაში ალბანეთს უნდა უგებდე და ჩეხეთ უკრაინას უნდა ტოლ სწორად ეთამაშო, აბა რა გინდა იქ ისე.

სანამ მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში!!! გამართული ინფრასტრუქტურა, განათლებული მწვრთნელები და ბავშვთა ფეხბურთის ბუმი არ იქნება ასე ვიქნებით მეტ ნაკლებად სულ.
ქომაგი
09 თებერვალი 2024 08:57
1
რამდენ რამეზე უნდა იყოს ბუმი, ფეხბურთზე, რაგბზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, ბავშვთა სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებაზე და ა.შ?
მაგდენი არა ვართ რო ამდენი სფეროს ბუმები ვაკმაყოფილოთ და სხვა გზაა მოსაძებნი, ტალანტები უბუმოდაც არ გვაკლია, სხვა პრობლემები გვაქვს და იქნება ვიპოვოთ ერთად
ლექსო
09 თებერვალი 2024 10:19
3
გეროიამ სლავა!!! ორ - ორი დროშით უნდა წავიდეთ, დავანახოთ როგორ გვიყვარს ჩვენ ისინი...
სლავა მინდელი
09 თებერვალი 2024 08:18
23
სლავა მე ჩემს ქვეყანაზე მეტად არავინ მიყვარს და ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მივდივარ საქართველოს ხუთ-ჯვრიანი დროშით,,იმედია ისე არ იზავთ ეს უკრაინშიკები რო საქართველოს დროშაზე მეტი უკრაინისა გამოფინოთ და ჩვენს ბიჭებს თავი სტუმრად აგრძნობინოთ,,ახლა აქ იმაზე საუბარს არ დავიწყებ რო არც უკრაინელებზე და არც არავისზე არ გვაქვს დასამტკიცებელი არაფერი და მით უმეტეს სიყვარული და კეთილგანწყობა,,თუ რაიმე საწინააღმდეგო გაქვს გამომყევი და ვერ დაითვლი იმდენ უკრაინელ დეზერტირს გაჩვენებ საქართველოში რო გულაობენ და ჩვენგან რო ელოდებიან ქართველი ახალგაზრდების სხვის ომში გაშვებას,,ისედაც ყველა ეს დეზერტირი უკრაინელი წავა საგულშემატკივროდ და ნახავ საკუთარი თვალით რამდენიც არიან((სტადიონს რო გაავსებენ და ჩვენზე მეტნი იქნებიან))
gel-100
09 თებერვალი 2024 10:59
3
აი თურქეთმა უნდა თქვასო ტუზი დამეცაო.ანუ რა მარტივ ჯგუფში მოხვდნენ აზრზე ხართ ხალხნო ეჰ ნეტა ჩვენც მაგ ჯგუფში მოვხვედრილიყავით და გამართლება მერე გენახათ,ასე თუ ისე ისლანდიას და მონტენეგროს თბილისში შევებრძოლებოდით უელსაც მოვუხერხებდით რამეს. აი რაც შეეხება ამ ჯგუფს აი მართლა რთულია რა თუმცა 1-2 თმაშის მოგების კუნტურები ჩანს იგივე ალბანეთთან ან უკრაინასთან თბილისში ასევე არაა გამორიცხული ჩეხეთანაც რამე სიურპრიზი მოვაზადოთ.ვინც უყურებდა ევროპის საკვალიფიკაციოს მიუხედავათ ჩეხეთის გასვლისა მთლად სახარბიელო სიტუაციაში არ იყო და მოლდოვებთან და ფარერებთან გაჭირვებით იგებდა.ასე რომ ვნახოთ რა პრიციპში თამაში ყველსათან შეიძლება მთავარი ბიჭები იყვნენ ფორმაში და ვფიქრობ რაღაცას მოვუხერხებთ თბილისში სამივე გუნდეს.მართალია რთულად ჩანს,მაგრამ არა შეუძლებლად ასე რომ წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ბნელი გრუზინი
09 თებერვალი 2024 08:13
2
მართალი უკრაინა ძლიერი ნაკრებია და ჩეხეთის ნაკრები ყიველთვის კარგი გუნდი იყო მაგრამ ვნახეთ მათი 21 წლამდელები ძალინ დაბალი დონის გუნდი იყო შევსება არ ყავთ ახალგაზდებიდან. ჩვენ პირიქით ძალიან ძლიერ ახალგაზდური გუნდი გყვავს.ალბანეთი რაცარუნდა გაძლერებული იყოს უელსის არიყოს მათთან კარგად ვთამაშობთ.და ბოლოს თუ უკრაინა ჩეხეთთან და ალბანეთან ვერაფერს შეძლებ ევროპაზე და მსოფლიოზე ანდორას და მოლდოვას არავინ დაგახვედრებს მიდი და მოუგეო და რააზრი აქ გასვლას?იამას ვგულსიხმობ თუ ამნაერ გუნდებთან უიმედოთ ვართ??საერთოდ რატო ვგულშემატკივრობთ?ან რაღაზე წერთ ჩვენ ოპტიმისტურად და იმედიანდა განწყობილი ხალხი რო გაგვაღიზიანოთ?თუ ვერ ვითამშებთ კარგად ეს იქნება სამწრვტნელო შტაბის ბრალი ახლა მაინც გყვავს ფეხბურთელები ვისაც თანამდროვე ფეხბურთს ათამშებენ თავიანთ კლუბებბში. ვოლგიდან და დნიპროდან არარაიან ნაკრებში გამოძახებულები.
მოსეხონელი
09 თებერვალი 2024 04:55
1
სად არიან მერე იმ ახალგაზრდულის ბიჭები? საზონოვის გარდა, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის პროდუქტი იყო, დანარჩენებზე ტაციაობა ატყდა? ეგრე, საქართველოს 21 წლამდელებმა, ბუფონი-პირლოს იტალიას მოუგეს. სად ითამაშა ლევან ქებაძემ და სად პირლომ? ნედვედის ჩეხეთისთვისაც გვაქვს მონაგები.
ციციკორე
09 თებერვალი 2024 21:32
0
მიუხედავად გამოუსწორებელი ოპტიმიზმის მაინც დაგვეტყო უკეთესობა უკვე აღარაა ისე მასიური ქულების დათვლა ამასთან იმას ვიზამთ იმას ისე ვიზამთ უკვე მოზომილი კომენტარების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ესეიგი უფრო რეალურად დავიწყეთ შესაძლებლობების დანახვა კარგიაილუზიებიდან რომ გამოვდივართ. წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქვეყანას და ყველას ვისაც სამშობლო უყვარს და განიცდის წარმატებას თუ მარცხს ღმერთმა გამარჯვებები გვიმრავლოს შეგვეწიე უფალო მოგვეცი სწორი გამართული გონება მტერზე გამარჯვებაში დაგვეხმარე.
კახა
09 თებერვალი 2024 01:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული