სანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი  ალექსანდრე იაშვილთან ერთად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან და კანდიდატებთან ვიზიტს განაგრძობს.

თურქეთისა და სლოვაკეთის შემდეგ ის ამჯერად ინგლისის ქალაქ უოტფორდს ეწვია, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს დაესწრო.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე "ლესტერს" შეხვდა და 1:2 დამარცხდა, ჩვენებურმა კი პენალტი აიკიდა.

მოგეხსენებათ, "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტიდან" გამოისყიდა.

შენიშვნა: ფოტო GEO TEAM
მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩაკვეტაძის თამაშის ნახვა ეკრანიდანაც შეიძლება. და იგივე დასკვნების გაკეთება შეიძლება, რასაც სტადიონზე ნანახიდან გააკეთებ. დაგულაობენ აქეთ იქეთ ისე რო მისი არაფერი ეხარჯებათ. კანკავასთან ჩასვლა ნამდვილად იყო საჭირო, მაგრამ დანარჩენი?!.. რა ენაღვლებათ.. გუშინ ინგლისში იყვნენ...დღეს კვარას ჩააკითხავენ მილანში.. და მიდის გულავი. შეეკითხეთ ერთი სანიოლს, ბოლოს როდის იყო საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე.. და თუ იყო საერთოდ. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ჭირდება ნახვა დაკვირვება და სტიმული. არაბიძე უნდა ნახო ქუთაისში და არა კვარა მილანში. კვარა რომ ბრილიანტია და ჩაკვეტაძე რომ ძალიან გჭირდება, რად უნდა ამის გაგებას სანსირო და მიდი მიდი. მარა, ქუთაისს და წყალტუბოს მილანი ურჩევნიათ და რა ქნან!
ქუთაისი
13:47 11-02-2024
10
თურმე ვის დაუთარსია ჩაკვე ბოლო თამაშში...მაგრად ევასებათ ამათ პაეზდკები, ეტყობათ. მუჯირი ალბათ ვერ შეაბეს. პრეზიდენტი გასაგებია, არ ეცლებოდა, ახალ კანონებს წერს პარლამენტში.
გელასთან როდის ჩავლენ ანგოლაში?
19:52 11-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული