ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
სტატიის ყველა სიტყვა სწორია!!!!!!!!!!!! თუნდაც იოტისოდენა, თუმცა ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნაკრების წარმატებაში!!!!!!!!!!!
pepelu
01 მარტი 2024 10:09
3
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ევროპაზე გასვლას, ჯერ ჩვენი ფეხბურთისთვის და მერე ფეხბურთელებისთვის,ნუ სულ სხვანაირად შეხედავენ ქართველ ფეხბურთელებს და მეტი შანსი აქვთ კარგ გუნდებში გადასვლის, ქართველი ხალხისთვის ხო რა სასწაული იქნება მაგას სიტყვებით ვერ ავღწერ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპაზე გასასვლელად
გოგა
01 მარტი 2024 23:05
2
ამ კაცმა, სანიოლმა, გიორგი არაბიძის არსებობა საერთოდ იცის? იქნებ არ იცის და უთხარით ვინმემ, გააგებინენით, მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.
ვიტალი
01 მარტი 2024 11:27
8
იცის, იცის. ვაკვირდებიო, ხომ თქვა.
ბებიკომ
01 მარტი 2024 17:22
0
30 წელია ქართული კლუბები ვერ ახერხებენ ევროპის ტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგასა აღაც ვთვლი ჯგუფში მოხვედრას.
ვინმეს ეს შემთხვევითი გონია? ნუთუ ასეთი უნიჭოები ვართ რომ 30 წელში ერთხელ ვერ შევძლეით.
არა ბატონებო შეგნებულად ხდება ასე . რომ არასრულყოფილების შეგღზნება გვქონდეს, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს ვახერხებთ რომ მხოლოდ საბჭოეტის რუსეთის ხსნის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
გავიხსენოთ წინა ფინალი, ყველაფერი გააკეთეს რომ ეს თამაში წაგვეგო.
ეხლა არის ბოლო შანსი და ყველა ავისმზრახველს უნდა ვაჯობოთ.
las
01 მარტი 2024 12:07
21
ვინ რას ხვდება აქ.
ვერ ხედავ რამდენი დისლაიკი მაქვს? რუსეთუმეებს აეწვათ.
მტრის სამსახურში დგანან.
რა მიხვედრა უნდა მაგას. რასაც მივანიშნე. მაყურებელი არ შეუშვეს სტადიონზე. გამიზნულად ორი წმაყვანი შემტევი კოვიდზე დასვეს. როცა ჩამოსვლამდე ითამაშეს და რო ჩავიდნენ იქაც ითამაშეს. ამრტო თბილისსი დაუდგინდათ კოვიდი :)
დინამოს შეხედე რა დღეშია, რუსი ბიზნესმენის ხელში. ანგრევს მიზანმიმარტულად რასაც ქვია კლუბს
გაგიმარჯოს აზროვნებისთვის-is
01 მარტი 2024 15:26
8
ადეკვატური და ისეთი შეფასებაა, რომ გულთან უნდა მივიტანოთ სათქმელი. 1. ასე აწყობს ჩვენს მტერს, 2. ასე აწყობს მტრულად მოფიქრალ ,,მოყვარეს", 3. ასე აწყობს ყველას, ვინც სპორტით მდიდრდება და 4. ასე გამოვიდა პოლიტიკურად, თითქოს სპეცსამსახურები იდგა ამ მატჩის უკან მაკედონიასთან, სწორედ მაგ დროს წაგვექცა ყველა ვისი ძალაც საჭირო იყო. კი ბატონო ისე გაანაწილეს პასუხისმგებლობა რომ კონკრეტულად არავის დაკისრებია და ამავე დროს თითქოსდა ყველას დაეკისრა, მაგრამ შედეგი სამწუხაროდ ასხავს წყალს მტრის ჩანაფიქრზე, რათა ვიფიქროთ რომ ვერ ვარგივართ მარტო ვერც სპორტში და ვერც ერში. ეს კი ჰიბრიდული ომის ნაწილია, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით რომ ომში ვართ, მაგიტომაც არ ვიბრძვით თავგანწირვით ყოველი წუთით ქვეყნისა და ერის სახელისათვის.
გაგიმარჯოს აზროვნებისთვის
01 მარტი 2024 14:51
8
ყველა გამოხმაურება
ნათქვამია,"რაც მოსახდენია,ის გარდაუვალიაო".გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება.მოვიდა დრო!!!
დრანდელი
01 მარტი 2024 13:52
9
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ სხვა ფეხბურთელები? სხვა ფეხბურთელების იმედი არ გვაქვს? ხო ძნელია კაშია, კვერკველია და კვეკვესკირის იმედი გქონდეს მესმის მაგრამ მაინც. იდეაში ეს არის სულ მამარდა და ჩაკვე? მოდი ცოტა ჩაკვეზე და მის გუნდზე - ბილო 10 თამაში 2 მოგება? რამდენი თამაში დაიწყო ჩაკვემ? ასისტებშია ლიდერი თავისი გუნდის თუ გოლებში? არცერთში. ყველაზე დაბალა შეფასებებს იღებს და ჯსევ გადაინაცვლს სათადარიგოში. ანუ რა დარჩა? მმარდა? და რა ქნას მამარდამ გოლი მოვთხოვოთ თუ პენლებამდე უნდა მივათრიოთ და იქ იქნებ რამე? მაგრამ იქაც რომ ვერ იქნება - ყველაზდ ცუდი მეკარეა ალბათ ვალტერ ძენგას მერე ამ კომპონენტში. ეს არის რეალობა და ამას რომ ხვდება ყველა იმიტომაც ითხოვს არაბიძეს. არა იმიტომ რომ მესია - მაშ ტორპედოში რა უნდა, არა უბრალოდ იმიტომ რომ იქნებ გავარდეს ყარაული. აი ესაა მთელი ამბავი. ხავს ვეკიდებით
იბერია
01 მარტი 2024 20:11
6
რეებს ლაპარაკობ? ჩაკვეს თამაშებს უყურებ საერთოდ? უვარგისი თანაგუნდელები რო ყავს რა მისი ბრალია? გირჩევნია ჩაკვეს და მამარდას გაკრიტიკების ნაცვლად მოხვიდე სტადიონზე და უგულშემატკივრო ჩვენ ბიჭებს. არც კი იცი ვინებზე და რა კლასის ფეხბურთელებზე საუბრობ. სირცხვილია უბრალოდ.
ირაკლი 17
02 მარტი 2024 01:01
7
ცხოვრებაში არ მოუგერიებია პენალტი რაზეა ლაპარაკი
ნაპოლეონი
02 მარტი 2024 02:32
8
სადღეგრძელოები... ისევ... რეალობას შევხედოთ, ნაკრების თითქმის 80% თავის გუნდებში (თან რა გუნდებში) არათუ ძირითადის ფეხბურთელები არამედ 15-20 წუთიანი შემცვლელები არიან.თანაც ალიბიც უკვე შექმნილია.
დინამიტჯ
01 მარტი 2024 19:52
4
არაბიძე ჩვენი ჯოკერი იქნება უნდა გამოვიძახოთ !
gaigvidze
01 მარტი 2024 17:00
5
ჩაკვეტაძეზე ზოგი ისე წერს, თითქოს 2019 წლის შემდეგ არაფერი ღირებული არ შეუქმნია, ნაკრების ბოლო 3 მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთა და როგორი პასები იყო გადახედეთ თამაშებს და ნახავთ.
sul2
10 მარტი 2024 14:21
1
მე გამოვიძახებდი არაბიძეს და თამაშის წარმართვის კვალობაზე გადავწყვეტდი მის მოედანზე გაყვანას. თუ მისი ფიზიკური კონდიცია ორ ტაიმზე ვერ არის საკმარისი, მაშინ იქნებ მეორე ტაიმში ჩართვა იყოს შედეგის მომტანი.
დო მაჟორი
01 მარტი 2024 17:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული