ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
ეჰ, სანამ სანიოლისნაირი უხერხემლო და უნიჭო მწვრთნელი გვეყოლება, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.
გიორგი
01 მარტი 2024 12:32
22
არ გადისს დროო, 10 დღეც მოვითმინოთ რამენაირად, მესმის რთულია მაგრამ ცივი გონებით უნდა მიუდგნენ ბიჭები. კვეკვესკირის ინტერვიუ გამახსენდა მაკედონიასთან თამაშამდე ბიჭებმა ვერ დავიძინეთ მთელი ღამე ისე ვნერვიულობდითო, მესმის 100% ით რომ ისინიც ნერვიულობენ, მაგრამ მორჩა დროა თავი ხელში ავიყვანოთ და ცივსისხლიანად ვითამაშოთ. უკანდასახევი გზა არგვაქვს ან გავალთ ან ქართული ფეხბურთი ისეთ ნოკდაუნში ჩავარდება რომლიდანაც ვეღარ ადგება და არამხოლოდ ფეხბურთი, ქვეყანას ჭირდება ევროპაზე გასვლა
ქართველი
10 მარტი 2024 12:48
3
ამ ოთხეულიდა ლუქსემბურგს და ყაზახეთს ყველაზე სტაბილური გუნდები ყავთ ძალიან მომატებულიც აქვთ საშუალოდ, თუმცა ზღვარიც აქვთ ზოგადად კლასის ნაკლებობით, გუნდურად კი ბატონო, საბერძნეთი ესეთ გუნდებთან ტოპი ჩანს, ისტორია და ფსიქოლოგიაც მათ მხარესაა თუმცა თაობათა ცვლა არ დაუმთავდებით და არც დიდად ხარისხიანი თაობა ყავთ, აი ჩვენ კი... საშინლად დაუბალანსებელი გუნდი ვართ - მამარდაშვილი კვარა ჩაკვეტაძე - საშუალო თამაშითაც კარგ შედეგს დადებენ, მიქაუტაძე ზივზივაძე გაჩნია რა მომენტი იქნება, ეხლა ზივზივაძე კარგადაა მიქაუტაძე იქოქება,კაკაბაძე და შახტარის ფლანგები იმდენად ეფექტურებიბი იქნებიან რამდენადაც ცენტრ. დაცვა და საყრდენი იქნება საიმედო და აი აქ არის ჩვენი სისუსტე - ასაკიანი დაცვა შეთამაშებული მაგრამ ძალიან შენელებულები, ახალგაზრდა მცველები ენერგიით აღსავსე, ნიჭიერები მაგრამ შეუთამაშებლები, ასე რმ ჩვენ რომ გავიდეთ როგორც იტყვიან ვარსკვლავები ცაზე უნდა სწორად დადგნენ მაგრამ თუ დადგნენ ვერავინაა მაგ სამეულიად ჩვენი მომგები
სხვა
01 მარტი 2024 14:20
3
ნეგატივები არ გვინდა! ვიფიქროთ კარგზე და და მოგებაზე! ცუდს გავიფიქრებთ ცუდი დაგვიბრუნდება, კარგზე ვიფიქრებთ? ეგრევე დადებითით დავიმუხტებით! კოსმოსის კანონია! ხვიჩა არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რო სხვა ფეხბურთელები ჩამოყრიან ყურებს და არ ითამაშებენ, პირიქით რატომღაც მგონია, რო თავსაც შეაკლავენ! დანარჩენი უკვე ქომაგების საქმეა!
ზურა
10 მარტი 2024 14:53
2
მამარდაშვილი
გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, საზონოვი, აზაროვი,
არაბიძე, ქოჩორაშვილი, კანკავა,
ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი

ნუ რაღაც ესე ალბათ
გიორგი
01 მარტი 2024 22:12
9
თავის გუნდებში
გოჩილეიშვილი ზამენა
ლოჩოშვილი ზამენა
საზონოვი ზამენა
ჩაკვეტაძე ზამენა
დავითაშვილი ზამენა
მიქაუტაძე ბოლო 5 თვიდან ოთხი თამაშზე არ გასულა
ქოჩირაშვილი არ ვიცი
არაბიძე - ქუთაისის ტორპედო
კაკნკავა - ნაკრებიდან წასული კაცი.
არცერთ ქვეყანაში არ ექნებოდა ასეთი გუნდის გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ფიქრი თავში
დინამიტი
01 მარტი 2024 23:39
6
მამარდაშვილი
კაკაბაძე, კაშია, კვერველია, საზონოვი, აზაროვი(შენგელია),
ქოჩორაშვილი, კანკავა,(აბურჯანია)
დავითაშვილი (არაბიძე),მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე
სიმართლე
10 მარტი 2024 11:47
7
მე ძალიან მეიმედება,რომ ჩვენ ამ ევროზე გავალთ, მაგრამ ჭაკვეს მიმართ ამდენი ბაქი-ბუქი მაფიქრებს, რადგანაც საერთო პოზიტიური განწყობისა მისი იმედი ნაკლებათ მაქვს, თითქოს ფორმა აღიდგინა,გუნდში ენდობიან და ათამაშებენ,მაგრამ მაინც რაღაც აკლია, შენელებული კადრივითაა და პრინციპულ, აუცილებლად მოსაგებ თამაში მეეჭვება გუნდს ულიდეროს და შედეგი დადოს, ასეა გუნდშიც, კი თამაშობს,გოლიც გაიტანა და ასისტიც შეასრულა,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შედეგობრივად, ჩვენ ისეთი ორი თამაში დაგვრჩა კარგ, ლამაზ და ელეგატურ თამაშს არავინ მოთხოვს-მთავარია მოვიგოთ და როგორ მე-10 ხარისხოვანია....
tENGO
01 მარტი 2024 15:26
4
ჩაკვემ წინა ერთალიგა რამის ცალი ფეხით მოიგო და ბოლო თამაშებიც ნაკრებში კარგად ითამაშა, მე მისი დიდი იმედი მაქვს. მაცხნივ ჩაკვე, მარჯვნივ არაბიძე და ლუქსემბურგს თავბრუ დაეხვევა.
გიზოგ
01 მარტი 2024 17:36
3
არაბიძეო? რით ვერ გაიგეთ არ ატამაშებს არაბიძეს და არც შეკრებაზე გამოიძახებს. ნუ, ვისაც გჯერათ თქვენი ნებაა, მაგრამ უტოპიაა ეგ. გამორიცხულია.

სამწუხაროდ. ნეტავ ვცდებოდე.
შალვა
01 მარტი 2024 17:00
3
გაიხარე, კარგი სტატიაა
იკა
01 მარტი 2024 11:09
5
არაბიძე? მაგან კაი ხანია მოჭამა მისი.
xuta
01 მარტი 2024 10:44
46
25 წლის ბიჭზე ამბობთ მაგას? სირცხვილია!
ვაჰმე
01 მარტი 2024 11:10
3
არაბიძემ მოჭამა თავისი და კვერკველიამ და კაშიამ არა? სასაცილოა პირდაპირ.
ირაკლი
01 მარტი 2024 14:37
2
ყველა გამოხმაურება
არაბიძე აუცილებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტანდარტებს ასრულებს კარგად.
შეგიძლიათ გაიხსენოთ საქართველოს ნაკრების მიერ ჯარიმიდან გატანილი გოლი, ან სახიფათო კუთხური?
მე ძალიან გამიჭირდება. ჰოდა სხვა არაფერი რომ არ გააკეთოს, ჯარიმის დარტყმა და ჩაწოდება მაინც ეხერხება ამ კაცს.
dd
10 მარტი 2024 18:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული