"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Youtube-არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს. 

"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.

ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.

"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.

თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 83 /
არაბიძე იმსახურებს გამოძახებას!!!! მაგრამ ზომიერება ნუ გავიწყდებათ და ცაში ნუ აგყავთ თორე მერე მაგიტომ ეცემიან ასე მწარედ.

არაბიძეს შემთხვევაში სახეზეა პროგრესი, მონდომება და შრომა ვინც ესე გააგრძელებს ადრე თუ გვიან მიეცემა შანსი და იმედია გამოიყენებს და დაამტკიცებს რომ სანაკრებო დონეზეც შეუძლია ისეთი წარმატებით თამაში როგორც ჩვენ ჩემპიონატში. თორემ საქართველოს ჩემპიონატი რომ სანაკრებო საზომად არ ვარგა კარგად უნდა ხვდებოდეთ.

ნიკა
15:03 06-03-2024
7
ბიჭს იმ პერიოდში გარდაეცვალა მამა როდესაც გადავიდა პორტუგალიაში რო ჩავიდა პენალტი ვერ გაიტანა აერია მდგომარეობა შემდეგ კიდევ ერთი შეცდომა მოუვიდა დაბრუნების დროს პასის უკან დაიკარგა ბურთი გოლი გავიდა. ფსიქოლოგიურად აერია და ძლივს დალაგდა და შეუწყვეთ ხელი ვისაც ხელეწიფება გააგონეთ ხმა ფორმაში შევიდა.მისნაირი ბურთის დამჭერი არ არი ფიზიკურად არავინ ძლივს დალაგდა ბიჭი
იმერელი
16:08 06-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული