მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს.
"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.
ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.
"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.