საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, დააპატიმრონ

AutoSharing Option
Today.rtl.lu-ს ინფორმაციით, ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ნაკრებისა და "სლოვანის" ფორვარდის, ჟერსონ როდრიგესის სასამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.

28 წლის თავდამსხმელს ყოფილ შეყვარებულზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა კი 15-თვიან პირობით პატიმრობას, ასევე, სავარაუდო დაზარალებულისთვის ბრაზის მართვის თერაპიასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს.

სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან 6 დღეში, 27 მარტს გამოაცხადებს. 

როდრიგესი კიევის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა უკრაინული გუნდიდან მუდმივად იჯარითაა გაშვებული და ახლა "სლოვანში" ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას თანაგუნდელია, სადაც 4 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.

გამოცდილი
ფორვარდი ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და გასულ ევრო საკვალიფიკაციო ეტაპის 7 შეხვედრაში 5 ბურთიც შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აგრესიის მართვის თერაპია -ამაას ქართველი კაცი ალბათ ვერ გაივლის.
ჩემა ნაცნობ თურქს ჰქონდა და ვერ გაიარა.
ცხელი სკამი ქვია.
დასვამენ სკამზე და ორი საზიზღარი ტიპი ოჯახის წევრებს გაგინებს ძალიან მწარედ.ძნელი გასავლელია
Levani
21:41 07-03-2024
6
აწი თამაშამდე დაეპატიმრებინათ თუ მაინც აპარიმრებენ )))))
მეგრელი
18:23 07-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული