სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.
ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..
აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.
ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.
ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.
ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები.
რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...
თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..
იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..
ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...
ამას როგორ უნდა დაუძახო მწვრთნელი, როცა არაბიძის ეფექტურობას (ჯარიმები, გოლები და საგოლე გადაცემები) ვერ ხედავს და გულშემატკივრის პროტესტს არ ითვალისწინებს.
ლუქსემბურგთან ჩვენ ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ! ჩვენ ნაკრებში შეიკრიბნენ მართლა ძლიერი მოთამაშეები და ნაკრები იმსახურებს უფრო ძლერ მწვრთნელს!
თან მამალიც არ იქნება, უმამლო დედლებს კი....
.. კუკარეკუ კობიიიი!
არ გამოიყვანეს მეორე მესი! ფეხბურთელი რომელიც საქართველოს დონის ჩემპიონატში თამაშობს და არანაირი მიწვევა არა აქვს საშუალო ევროპული კლუბიდან მაინც, ნაკრებში არაფერი ესაქმება. წერტილი
აი გამოჩნდა რამდენად ფარისეველია თვითონ კობიაშვილი-ახლა იტყვიან ფედერაცია არაფერ შუაშია მწვრთნელი წყვიტავს ვინ გამოიძახოსო და აშ. მწვრთნელი კიდევ ამბობს ბოლო ორ თამაშში თავი ვერ გამოიჩინაო და არ დავუძახეო.
არაბიძეზე უკეთესი ვინ ყავს ჩაკვეს გარდა? ქვილითაიას და მექვაბიშვილს მაინც არ ჯობია-ამათმა ხომ გამოიჩინეს თავი ბოლო თამაშებში? დაეძახებინა ვინ იცის როგორ დაგვჭირდეს და ერთ ტაიმს ხომ მაინც ითამაშებდა "მაღალი ინტენსივობით?"
ან ვის დააჯერებთ რომ მარტო მწვთნელი წყვიტავს საქართველოს ნაკრების შემადგენლობას?
გინდაც დავუშვათ და ასეა-ფედერაცია შედეგებზე პასუხს არ აგებს? მათი პირდაპირი შეცდომაა თუ დანაშაული არა, რომ კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია აქვს თანაც დინამიკას დააკვირდით ბოლო ორ თამაშში 2 ყვითელი, როცა მანამდე ყველა თამაშში მხოლოდ 1 ყვითელი ქონდა
უბრალოდ გაანალიზეთ მაკედონიის თამაშიდან დღემდე ფაქტები რაზეც ამ საიტზე ბევრმა დაწერა ხალხის სტადიონზე არ შეშვებიდან დაწყებული და არაბიძე აზაროვის არ გამოძახებით დამთავრებული და მიხვდებით რომ შემთხვევითი აქ არაფერია-შეგნებულად აკეთებს ფედერაცია მწვრთნელთან ერთად იმას რომ წავაგოთ. მიზეზი რა არის მხოლოდ ესაა გასარკვევი-პოლიტიკა თუ ფული?
ჩაკვეც თუ არ დააყენა სასტარტოში ვითომდა ტრამვის მიზეზით-საბოლოოდ აეხდება ფარდა ყველაფერს
მე იმის მეშინია რომ ამდენი გამწარებული ხალხი რომ გამოვა სტადიონიდან ვისკენ და რისკენ მიმართავს თავის რისხვას არავინ იცის-თორემ რომ წავაგებთ მაგაში ეჭვი აღარ მეპარება, რადგან ჩვენებს კრეატიული და მწვავე შეტევა გაუჭირდებათ ასეთი შემადგენლობის ფონზე, იმათი კოზირი კი კარგი დაცვაა, რომელსაც ვერ გავარღვევთ და ამ ზონური უკბილო შეტევით მოვაშიშვლებთ დაცვას რითაც ისარგებლებს როდრიგესი და ადვილად გასცდება ჩვენს მხცოვან მცველებს და გაგვიტანს კონტრშეტევაზე-შეიძლება ერთი გოლიც არ გვაკმარონ.
მოკლედ სცენარი მეორდება იგივე რაც მაკედონიასთან იყო-უბრალოდ თავის მოჭრაა მეორეჯერ საკუთარ მოედანზე წაგება -თანაც ვისთან და ამის მერეც არავინ უნდა აგოს პასუხი ფედერაციიდან გარდა მწვრთნელისა, რომელიც ისედაც მიდის?