წნეხის გარეშე და გულშემატკივართა მხარდაჭერით - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება.

გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ
სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით".

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

nakrebi.ge

altმატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

alt"კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ" - 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

alt"ზეწოლა საქართველოზე იქნება... ფინალზე არც კი ვფიქრობ, რადგან..." - ლუქსემბურგელთა მწვრთნელი თბილისური მატჩის წინ

alt"ფავორიტები არ ვართ, მაგრამ..." - ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოახლოებულ მატჩზე

altრა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში და კიდევ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

მკითხველის კომენტარები / 12 /
შეშინებული და უმოქმედო ფეხბურთის ფედერაცია! ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ რომ წააგოს საქართველომ შევიკრიბოთ ბევრი და დაუნდობელი მიდგომა ფედერაციის მესვეურებს თამაშის დასრულებისთანავე.უკვე გაჟღერდა ეს მოწოდება გულშემატკივრებისგან მე ვუერთდები თქვენ?
14
ხალხი თქვენს გვერძეა გადით თავ აწეულები და დაანგრიეთ ... ყველა მონაკვეთითსვის იბრძოლეთ ბოლომდეე ლუქსემბურგი და საბერძნეთი კი არა 2 თამაში იტალიას და საფრანგეთს უნდა ვეთაშოთ ტოლსწორად , არაფრის არ შეგეშინდეთ აქეთ უნდა აშინებდეთ დუხით, ყველა თქვენგანშია ცოტა - ცოტა ილია თოფურია ... ყველა საბრძოლო სპორტში მოწინავეები ვართ რა გახდა ეს ფეხბურთი ? თქვენ თავში გადაწყვიტეთ მოგება და ვერავინ ვერ დაგამარცხებთ ... სათამაშოთ რო გახვალთ მოგება უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი სხვა შედეგით არ გამოვალ სტადიონიდანო უთხარით ყველა ფეხბურთელმა თქვენ თავს ...
bejo
21:56 19-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული