21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:
"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.
თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.
ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...
ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"
ფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი
იწყება არ დავიწყება,
რაც დრო გადის,
უფრო გვეტყობა მოუთმენლობა,
იმედის ნაპერწკალი,
ვარსკვლავი ბრწყინავს
ჩვენს თვალებში,
იმედია სიხარული გაბრწყინდება
ჩვენს გულებში,
გულებში სიხარული,
ქვეყნის სახელის გაბრწყინების.
ველით მთელი ერი,
როდის ჩაიცმევთ,
ქვეყნის ფორმას,
როგორც ჯაჭვის პერანგს
და გახვალთ მოედანზე საბრძოლველად,
ქვეყნის სახელისთვის,
ოფლის ბოლო წვეთამდე!
იბრძოლოთ ისე თითქოს
დავით აღმაშენებელი
მიგიძღოდეთ წინ
და გვერდს უმშვენებდეს,
წმინდა გიორგი,
თეთრ რაშზე ამხედრებული,
თითქოს დიდგორის ბრძოლა იყოს,
წინ ბიჭებო გამარჯვებისკენ,
ქართველი ერის ,
ტანჯული გულების გახარებისკენ!
,,გიპნოზა"
ამიტო დაგეწერა არა ჰორიზონტალურად, მაინც განსხვავება არ არის და რა არის ამ სიმაღლის ვერტიკალი?
მე რაც შემეძლო, რომ ექსპრონტად დამეწერა ეს არის, არ მოგეწონა? გაატარე რა. ზოგი ათას სისულელეს წერს აქ, ერთი ლექსი მე პირადად არ შემიმჩნევია აქ და ვეცადე რაღაც პოზიტივი შემომეტანა და ჩემებურად გამემხნევებინა ბიჭები. ის და არაპატრიოტულს რას ხედავ ჩემ ნაწერში?!
პატივისცემით " გიპნოზა "