კიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა:

"განწყობის პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა და ახლა მით უმეტეს. ვემზადებით, რათა ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ!

რთულ მეტოქეს ველით. კონცენტრაცია საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ და ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვადგინოთ.

კანკავა გამორჩეული ფეხბურთელია და მისი ყოფნა დიდი ძალაა, რასაც თითოეული ფეხბურთელი ვიგრძნობთ...

ვხედავთ, როგორი გარემოა და როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას. მადლობა ყველას. იმედია, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ!..

ფეხბურთს პასუხისმგებლობა ახლავს და
ამას ვგრძნობთ. როცა მატჩი ახლოვდება, წნეხი მატულობს, მაგრამ ვემზადებით და პასუხისმგებლობასა და შემართებას სწორი კუთხით წარვმართავთ."

altსანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძველი დრო იყოს, გინდა 90-იანების დასაწყისი გინდა ბოლო, უფრო ადრინდელზე არაფერს ვამბობ კიტეიშვილს ნაკრებშ ივინ დაუძახებდა! ამ ფორმაციის გუნდშიც კი ერთერთი უსუსტესია! არაბიძე უკვე ყბადარებული თემაა, მაგრამ არაბა ამას ბევრად მირჩევნია!
ლადო
17:04 20-03-2024
29
ყველაზე ინტელექტუალური, ქართველი სპორტსმენი!!
ნინი
19:07 20-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული