საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.

alt"არ ვიცი, ძალუძს თუ არა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, მაგრამ..." - რას აცხადებს ზაზა ჯანაშია?

altმატჩის დღე, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია - სავარაუდო შემადგენლობა და მოლოდინი

მკითხველის კომენტარები / 79 /
დილიდან დაიწყო უკვე ვილიმ ფოკუსები?))))))
რუსეთს რაააა?
13:09 21-03-2024
6
კოვიდზე არ დაგავიწყდეთ შემოწმება.))
ამირან გამყრელიძე
13:10 21-03-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული