პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი
გუნდი დააწინაურა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი
გოლი: ზივზივაძე (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
გააგებინეთ ვინმემ ჩაკვეტაძეს 2 გაფრთხილება რომ აქვს. უაზრიდ მოედნის ცენტრში კინაღამ გააყვითლეს.
ყოჩაღ ბიჭებო! მაგრები ხართ! წარმატება! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
alexandre
21:55 21-03-2024
0
მგონი ყველა ვალი ერთიანად დაგვიბრუნა მსაჯმა ეგეთი რამ ნაღდად არ მახსოვს)))) გავყიდეთ თამაში მეგონა და მგონი პირიქით გვიყიდიაა)))))))))
ვაუუუ
22:24 21-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული