ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 1:0 ამარცხებს.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი
გოლი: ზივზივაძე (40)
ყოჩაღ ბიჭებო! მაგრები ხართ! წარმატება! გაიხარეთ და გაგვახარეთ!