ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც
ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა.

ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...

საწყის 45 წუთში ჩვენი თამაშის ტემპით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ბიჭები გაძევების შემდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ რთული იყო", - განაცხადა ჰოლცმა.

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 47 /
კაკაბაძე 7.0, კაშია 7.2, კვირკველია 7.2, დვალი 7.7 ?! გოლი რომ მივიღეთ და 4 ჩვენი ფეხბურთელი სარგადაყლაპულივით, უაზროდ, უფუნქციოდ რომ იდგა და ცენტრში ეულად მყოფმა ერთმა კინკილა მოწინააღმდეგემ როგორ მიიღო და გაიტანა ბურთი. კალათბურთში დაცვაში როგორ ხდება მოწინააღმდეგეთა აყვანა ამათ არ უნახავთ? რატომ ტოვებთ კაცს აუყვანლად, რა ბრმები ხართ? თავმოყვარეობა არა გაქვთ?
ამო
23:53 21-03-2024
3
მართლა გჭირთ ხალხო, რეებს წერთ, ხვდებით მაინც? რა მსაჯმა მაგვაგებინა? ვინ ხართ, სადაურები ხართ?
აბსოლუტურად სწორად მოიქცა ვარიც და მსაჯიც, რაა? ჯარიმა არ იყო ჟორჟზე? არ იყო? გაგიჟდით?
ერთადერთი, პერველ ტაიმში კაკაბაძე უნდა გაეყვითლებინა, კი გაწითლებაც შეიძლებოდა, მაგრამ, ამ მნიშვნელობის თამაშში, თან პირველ ტაიმში, ეკუთვნოდა ყვითელი. რააა? ცოტა გვახსოვს მსაჯებისგან ჩვენი დაჩაგვრა? საკუთარ თავებს მაინც ეცით პატივი, ბოდიში ყველასთან, ამ ემოციებისტვის, მაგრამ დაახიეს ბურთი თავზე მთელს ლუქსემბურგს და ესენი კიდევ, მსაჯმა მოგვაგებინაო.
დიდება საქართველოს!
ლევანი
00:39 22-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული