სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს რა თქვა?
სანიოლი: "დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ"...
დააკვირდები თუ ასწავლი ძალები სწრაფად როგორ აღიდგინონ?
ან ვინც იცის იმას ასწავლებინე მაინც!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
12:45 22-03-2024
6
ვინაა ჩარჩენილი მართლა ეტყობა, თურმე პორტუგალიამ ორ მატჩი 15 გოლი რომ გაუტანა ლუქსემბურგს ეგ არ უნდა ჩავთვალოთ, ლიხტენშტეინები და ისლანდიები და ბოსნია ჰერცოგოვინების მატჩები უნდა ვითვალოთ. გუნდი რომ 2 მატჩი 9-0 და 6-0 წააგებს, პრესტიჟის გოლსაც ვერ გაიტანს ეგ მეთევზეები კი არა უარესები არიან, მაგათთან მოგება გვიხარია. თქვენ თუ გგონიათ ამ თამაშით რამეს ვიზამთ საბერძნეთთან ღმერთმა ქნას, ნეტა ისე მოვიგოთ სანიოლის გაღმერთება დავიწყო, თუმცა მეეჭვება მე ეს, ამ კაცს არანირი გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს რომ სწორი ტაქტიკა შევთავაზოთ და თუ პირველი გოლი ბერძნებმა გაიტანეს მაშინ მაგ მობერებული დაცვით რომ გავიხსნებით ყაზახეთივით შეიძლება ამოგვტენონ და მერე ვიძახოთ ლუქსემბურგი. ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგე აბა რა გინდა ვაფშე სადმე, ევროპაზე კი არა.
barca
12:45 22-03-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული