როცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიმარჯვა და ახლა ჯგუფურ ეტაპამდე საბერძნეთის ეროვნული გუნდის დამარცხება სჭირდება. სამშაბათამდე საკმაო დროა და მანამდე მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიცა და ჟურნალისტებიც ყველაფერს უფრო მშვიდად გადავაფასებთ, მანამდე კი ლუქსემბურთან დაპირისპირება განვიხილოთ.

შემადგენლობა

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სავარაუდო შემადგენლობა, ფაქტობრივად, სრულად გამართლდა. ქოჩორაშვილის ახლახან მომჯობინებამ და კანკავას ნაკრებში დაბრუნებამ ცოტათი "დაგვაბნია", თორემ "ლევანტეს" ნახევარმცველი სასტარტოში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

სანიოლმა გათვლა იმაზე გააკეთა, რომ ბურთი ჩვენ მეტად უნდა გვქონოდა და ორი ფორვარდით მეტოქე მაქსიმალურ წნეხში მოგვექცია. შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ
ფრანგმა მწვრთნელმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა კარგად შეისწავლა და გარკვეულ პოზიციებზე აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. პრობლემები კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ, დიდი საკადრო რყევები არ ხდება...

ჩვენი სცენარი

მატჩამდე იმაზე ბევრს ვსაუბრობდით, რომ საქართველოს ნაკრებში ზედმეტად ბევრი საყრდენი ნახევარმცველი იყო, ზოგიერთი ფეხბურთელის არგამოძახების პირობებში კი თამაშის გაძლიერებისა და პროცესში ცვლილებების რესურსი, სიტუაციის გადატრიალების შესაძლებლობა რამდენად გვქონდა. სწრაფი გოლი ვერ გავიტანეთ (არადა, ჩაკვეტაძე-ზივზივაძის ბრწყინვალე კომბინაცია ვნახეთ), თუმცა შეხვედრის მიმდინარეობა ისე წარიმართა, სანიოლის სცენარმა კარგად იმუშავა. იყო რამდენიმეწუთიანი ის ჩავარდნა, სადაც მამარდაშვილმაც გვიხსნა, გოლიც (გაუქმებული) გავუშვით და სცენარის შეცვლას სიტუაცია მაშინ ითხოვდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩვენთვის იდეალურად გაგრძელდა. 

Sportall.Ge

ამიტომაცაა, ფინალში ასეთი ჩავარდნები და "გათიშვები" არ გვეპატიება. ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდება, რაც კონტრშეტევებზე ხეირის ნახვის შანსს ზრდის, მაგრამ კარგად დავინახეთ, ჩვენს უკანა ხაზს არ აქვს ფუფუნება, მოწინააღმდეგის მასირებულ შეტევებს გაუმკლავდეს.

საქართველის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მოწინააღმდეგეზე ნამუშევარი ჰქონდა. ასე იქნება ბერძნების შემთხვევაშიც, მაგრამ ერთ დროს ევროპის ჩემპიონებისგანაც იმავეს უნდა ველოდოთ. ამიტომ სანიოლის მხრიდან სწორ და ეფექტურ კორექციებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

კრიტიკა

გვესმის, როცა მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებს უწუნებ, შესაძლოა, მან ყველაფერი ჩვეულებრივად არ მიიღოს, საბოლოოდ კი შედეგით გამართლდეს. ჩვენ ამ პერიოდს ორი დაპირისპირების (ფინალის ჩათვლით) ჭრილში ვუყურებთ. ამიტომაც გვსურს, ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებული იყოს. მუდამ ხაზგასმით ვამბობთ, რომ სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარე, მწვრთნელმა მეტი იცის, მაგრამ არის მომენტები, როცა "გარედან" თქმაც აუცილებელია. ერთ დროს სანიოლს დავით ვოლკოვის არგამოძახებაზე ვკითხეთ. მან გვიპასუხა, რომ ისედაც ბევრი ფორვარდი ჰყავდა, საბოლოოდ აზერბაიჯანში მოასპარეზე ფეხბურთელი მიიწვია და მისით მაშინ ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ზივზივაძის დუბლმა ის ხუმრობა გაგვახსენა, თავად ბუდუმ ჭადრაკის თამაშზე რომ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმირ ვაისის სიაში ვერ ხვდებოდა. ახლა ყველა ვფიქრობთ, რომ მაშინ მნიშვნელოვანი რესურსი დაიკარგა, რადგან მწვრთნელის გემოვნება სხვა იყო. გვაქვს კი ჩვენ დასაკარგი რესურსი?!

Sportall.Ge

მსაჯი

თავდაპირველად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ცოტა უცნაური ვითარებისა, შეხვედრის ესპანელი მსაჯი სწორად მოიქცა, რადგანაც VAR-ის ეპოქაში მსგავსი გადაწყვეტილება (გოლის გაუქმება და წინა ეპიზოდში დაბრუნება) შესაძლებელია. მეორე საკითხია, რომ ასეთ დროს მსგავსი გადაწყვეტილების არმიღებაც რეალურია, ასე რომ, როცა კრიტიკულ მომენტში არბიტრი ჩვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებას აფიქსირებს, ეს მნიშვნელოვანი ამბავია (კაკაბაძის უხეშობის ეპიზოდიც გავიხსენოთ). თუკი ჩვენი ფეხბურთელები თამაშს მანამდე, თუნდაც ჯარიმის აღებით შეაჩერებდნენ, ეს ტაქტიკურად გამართლებული იქნებოდა (ამაზე არავის უფიქრია), ეპიზოდი მალევე გადამოწმდებოდა და არც გოლს მივიღებდით. მეორეცაა, გოლი და შესაძლო უსამართლობის დიდი რისკი რომ არა, იქნებ ვიდეოგამეორების ოთახში ის ეპიზოდი "გაეტარებინათ". ყველაფერი ჩვენთვის სასურველად დასრულდა...

მოკლე ანალიზი ასეთია და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას შაბათს, 23 მარტს, შემოგთავაზებთ.

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altსანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

მკითხველის კომენტარები / 41 /
4-1 დავანგრევთ , ბერძნებს დაერხათ მაგრად ჩავარდება საბერძნეთის დაცვა და ნახევარდაცვა.
გიორგი
22 მარტი 2024 21:19
5
ხო აბა, როგორც შენ იტყვი. იმ ერთ გოლსაც პენალტით გაგვიტანენ.
დავით
22 მარტი 2024 22:11
0
საქართველო 2-0 საბერძნეთი ... დასქრინეთ
რაბუ
22 მარტი 2024 16:54
2
ფავორიტად მაინც საბერძნეთი რჩება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გუშინ აშკარად ეტყობოდა ხვიჩას არყოფნა.არ ვიცი წვიმის ბრალი იყო თუ რისი კაცნაკლულ ლუქსემბურგს მეტი გოლი უნდა გაუტანო. ეგეც რომ არა, მეორე ტაიმში ჩვენს სტუმრებს სულაც არ ეტყობოდათ, რომ 10 კაცით იყვნენ. Var-ის ოთახში მყოფებმა ცოტა დაგვეხმარნენ. გოლს არ ვგულისხმობ, კაკაბაძის უხეშობა მაქვს მხედველობაში. გასაგდები იყო ნამდვილად. ასე თუ ისე საფეხბურთო ფორტუნა გუშინ ჩვენს მხარეს იყო, რაც იშვიათობაა. ბედის ამბავში სულ გვიჭირს. ხვიჩას დაბრუნების შემთხვევაში ალბათ მიქაუტაძეს დასვამს სკამზე. ორი ფორვარდით არ შეიძლება საბერძნეთთან. კონტრშეტევებს სწრაფად ახორციელებენ,თან ჩვენზე სწრაფები არიან. ჩემი აზრით ფრე მგონია ძირითადი დრო
დავით 67
22 მარტი 2024 16:39
4
მსაჯს თამაში არ უნდა განეახლებინა სანამ ეს მომენტი არ ამოიწურებოდა! ცოტა უხერხულობა შეიქმნა გოლოს გაუქმება და ჯარიმის დანიშვნა!
პორველივე გამეორებაზე ეკრანიდან მე დავინახე რომ საეჭვო მომენტი იყო და ვარ-ის მსაჯებმა რა ვერ დაინახეს?
თამაშის რეჟისორი კიდევ სასწრაფოდ შესაცვლელია, ტიპი აზრზე არ არის როდოს რომელი კამერა ამუშაოს! გამეორებას გვიჩვენებს იმდენჯერ და ისე უადგილოდ, რომ ლაივი სახიფათო მომენტი ბევრჯერ გამორჩა!
ტრიბუნის კადრებს გვიჩვენებდა მაშონ როცა ფანები მშვიდად იყვნენ და ბევრი სხვა რამ!
თოფურიას ქამრის წარდგენა კიდევ რა იყო? მიზეზი გვაქვს რომ შოუ დავდგათ და გაფორმება არ იციან!
ბიჭო თუ არ იცი იკითხე, სირცხვილი კი არაა!
იმ მიკროფონში რომელიც ილიას ეჭირა მარტო სტადიონზე ისმოდა, ტელევიზურში არა ან კიდევ ხომ შეიძლებოდა სხვანაირი გამოცხადება ყოფილიყო?
ჯერ ვინმე მიკროფონით გამოსულოყო, გამოეცხადებინა სრული რეგალია ილიასი და ქამარი შემდეგ გამოეტანათ? ან კიდევ ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიის სიმღერის ნაცვლად ცოცხლად საქართველოს ჰიმნი ემღერა? ( ევროვიზიის სიმღერის რეკლამირებაც საჭიროა მაგრამ არა სხვა რამის ხარჯზე)!
რა გახდა ერთი უცხოელი რეჟისორის( ვისაც ესმის ფეხბურთის გაშუქება)ჩამოყვანა და შოუს დადგმა? ორგანიზქტორებს 0!
მიუხედავად ამისა:
ბიჭებს მადლობა ამ სიხარულისთვის!
26 ში ან ვიგებთ ან ვიხოცებით მოედანზე!
წინ საქართველო, ჩვენ ეს შეგვიძლია
ირაკლი
22 მარტი 2024 16:06
1
არც სტადიონზე ისმოდა მეგობარო((
მირო
22 მარტი 2024 16:59
0
ქეცბამ კვიპროსით დაამარცხა ერთი წლის წინ საბერძნეთი და იმედია რაღაც კონსულტაციებს გაივლიან.
ნიკა
22 მარტი 2024 15:20
2
გამარჯობათ, საქართველო 0:3 საბერძნეთი
კიდევ ერთი იმედგაცრუება
ვანგა ბებია
22 მარტი 2024 15:18
45
შენი გამზრდელი და გამჩენი დაღალა დინამოს სტადიონმა 26 მარტს
შენი მებახე
22 მარტი 2024 17:29
0
0-რაღა იყო, 1/2 (0.5) მაინც დაგეწერა ჩვენს მხარეს
ჰა?
22 მარტი 2024 16:26
0
ყველა გამოხმაურება
ხალხო თუ ვინმე კრიტიკულს დაწერს ნამდვილად არ ნიშნავს რო ჩასაფრებულია და ცუდი უხარია. სიმართლე სიმართლეა დაბნეული ბატებივით დარბოდნენ გუშინ გადაახვიეთ უყურეთ მოედნის ერთ მონაკვეთზე რამდენჯერ იყო 4 5 ფეხბურთელი. შეცდომები უნდა გამოსწორდეს,დროული პასები უნდა გაკეთდეს რამდენჯერ იყო როცა მარტივი პასი შეილებოდა გაკეთებულიყო და კორპუსს დგავდნენ
Qomagi
22 მარტი 2024 15:15
3
1. ხვიჩა დაბრუნდება.
2. ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, შენგელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაში არიან.
3. გუნდს საკმარისი დრო აქვს შემდეგ თამაშისთვის მოსამზადებლად. დაისვენებენ, ივარჯიშებენ და უფრო კარგ ფორმაში იქნებიან, ვიდრე ლუქსემბურგთან.
დადებითი ფაქტორების სია გრძელია: გუნდი კარგ ხასიათზეა, მწვრთნელები დაცვაში შეცდომების ალბათობას შეამცირებენ და ა.შ.
აუცილებლად მოვიგებთ.
ქ. გ.
22 მარტი 2024 14:38
3
ქვილითაიას შემოყვანა გუშინ იყო მარაზმი! კინაღამ ავდექი და წამოვედი. კანკავაც შემოდიოდა და მისი ხათრით დავრჩი. ანუ, ქვილითაიამ არც გახსნა იცის არც დაცვა, რატომ იძახებენ. გუშინ ორი ორზე შეტევაში მცველს თავად ეფარებოდა რომ პასი არ მიეცათ. არასდროს არ დამავიწყდება, შვედეთთან შეხვედრაში კვარა ერთი-ერთზე გადიოდა და ეს ბედოვლათი წინ გადაუდგა.
ქუთაისელი
22 მარტი 2024 14:25
7
მსაჯს თამაში არ უნდა განეახლებინა სანამ ეს მომენტი არ ამოიწურებოდა! ცოტა უხერხულობა შეიქმნა გოლოს გაუქმება და ჯარიმის დანიშვნა!
პორველივე გამეორებაზე ეკრანიდან მე დავინახე რომ საეჭვო მომენტი იყო და ვარ-ის მსაჯებმა რა ვერ დაინახეს?
თამაშის რეჟისორი კიდევ სასწრაფოდ შესაცვლელია, ტიპი აზრზე არ არის როდოს რომელი კამერა ამუშაოს! გამეორებას გვიჩვენებს იმდენჯერ და ისე უადგილოდ, რომ ლაივი სახიფათო მომენტი ბევრჯერ გამორჩა!
ტრიბუნის კადრებს გვიჩვენებდა მაშონ როცა ფანები მშვიდად იყვნენ და ბევრი სხვა რამ!
თოფურიას ქამრის წარდგენა კიდევ რა იყო? მიზეზი გვაქვს რომ შოუ დავდგათ და გაფორმება არ იციან!
ბიჭო თუ არ იცი იკითხე, სირცხვილი კი არაა!
იმ მიკროფონში რომელიც ილიას ეჭირა მარტო სტადიონზე ისმოდა, ტელევიზურში არა ან კიდევ ხომ შეიძლებოდა სხვანაირი გამოცხადება ყოფილიყო?
ჯერ ვინმე მიკროფონით გამოსულოყო, გამოეცხადებინა სრული რეგალია ილიასი და ქამარი შემდეგ გამოეტანათ? ან კიდევ ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიის სიმღერის ნაცვლად ცოცხლად საქართველოს ჰიმნი ემღერა? ( ევროვიზიის სიმღერის რეკლამირებაც საჭიროა მაგრამ არა სხვა რამის ხარჯზე)!
რა გახდა ერთი უცხოელი რეჟისორის( ვისაც ესმის ფეხბურთის გაშუქება)ჩამოყვანა და შოუს დადგმა? ორგანიზქტორებს 0!
მიუხედავად ამისა:
ბიჭებს მადლობა ამ სიხარულისთვის!
26 ში ან ვიგებთ ან ვიხოცებით მოედანზე!
წინ საქართველო, ჩვენ ეს შეგვიძლია
ირაკლი
22 მარტი 2024 14:22
2
მადლობა რომ ის დაწერეთ რისი დაწერაც მე მეზარებოდა;-)
Bs
22 მარტი 2024 15:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული