ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, "დინამო
არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად event@tkt.ge-ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი.

ინფორმაცია ეროვნული ნაკრების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ღმერთმა ქნას და თუ მოვიგეთ, ბერძნებს კი ეკუთვნით ენის გამოყოფა.
მალხაზ ჯობავა
23 მარტი 2024 12:04
3
ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ, მაგალითად ვიყიდე 2 ბილეთი და ჩემი ინფორმაცია მიუთითე მეორე ბილეთზე აუცილებლად უნდა იმ ადამიანის პირადი. და ა.შ.? ან სხვა ადამიანი რო შევიდეს ერთის მაგივრად არ შეიძლება?
გიო
22 მარტი 2024 21:37
4
ბუდუსთან გვაქვს ერთი თხოვნა! ბუდუ, საბერძნებთან გოლის გატანის შემთხვევაში (ღმერთმა ქნას!) ძალიან გთხოვთ ენა არ გამოყო, უბრალოდ ცუდი დასანახავია! იმედია ამას კრიტიკად არ მიიღებ და გაითვალისწინებ.
გია
22 მარტი 2024 17:41
18
გია ბუდუმ გაიტანოს ორი გოლი და თუ უნდა სულ შიშველმა ირბინოს მოედანზე. ეს ზედმეტი კომპლექსები და "დასტოინობა" ფეხბურთის ემოციებთან ძალიან შორსაა. მე უფრო გაკეთებულ თამაშზე რომ ბიჭებმა ყვითლები დაირტყეს უაზრო ემოციებისგან ის არ მომეწონა, თორემ გოლზე გამოხატოს ემოცია რამდენიც უნდა!
თორნიკე
22 მარტი 2024 21:55
2
მართალი კაცი ხარ ქართველებს მეტი დასტოინობა და თავდაჯერებულობა გვმართებს ეს ხომ ისტორიული მატჩებია და ამას მომავალი თაობაც ნახავს. ბუდიკა მაგარი კაცია უბრალოდ ემოცია ვერ გააკონტროლა და კარგი იქნება თუ შემდგომში გაითვალისწინებს წარმატებები ჩვენს მგლებს)
გიო9
22 მარტი 2024 19:57
10
ყველა გამოხმაურება
ჯერ გაყიდვა არ დაიწყიათ და უკვე შეზღუდულიაო. მე კი ვიცი თქვენ რისი ღირსებიცა ხართ, მაგრამ ბიჭებმა რა დააშავეს?!
დავით 67
22 მარტი 2024 17:02
7
100%
ვახო
22 მარტი 2024 17:25
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული