გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - უკეთესმა გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ერთადერთი, ვინც ლუქსემბურგელთაგან წაგება ობიექტურად აღიქვა, მათი მეკარე ანტონი მორისი იყო, რომლის თქმით, მაგრად გადარჩნენ, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ - ბურთი მრგვალია, სიტუაცია ხანდახან იცვლება და უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება. შეხვედრის წინ წერილში (მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?) ხაზი გავუსვი, რომ უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი არ
უნდა იყოს, რამეთუ „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ხოლმე ადგილი და მსაჯს ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. ლუქსემბურგის ადგილზე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო, არაა გამორიცხული, არბიტრს ორი საკვანძო მომენტი სრულიად სხვაგვარად განესაჯა. ვერც მოედავებოდი, ან რომ მოდავებოდი, რას მიაღწევდი? სხვათა შორის, ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ესპანელი ხოსე სანჩესის ამ მატჩის მსაჯად დანიშვნა ძალიან არ ესიამოვნათ.

ამით ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. თორემ როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობის, თავგანწირული ბრძოლის და დამსახურებული გამარჯვების უარყოფა. თუმცა, არის საკადრო პრობლემები და ცხადია, თუნდაც ჯაბა კანკავას დაბრუნება კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ელემენტარულად, სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ეს ფრანგმა სპეციალისტმა ჩინებულად იცოდა, სასტარტოში კი შეტევითი სტრატეგიის არჩევის გამო არ დააყენა, რამაც გაამართლა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტი ჯიუტია. მუდამ ყველა სახეობაში ყველა მწვრთნელის გადაყენებას ვითხოვთ. რას იზამ, ჩვენში ყველას ჰგონია, რომ ორი რამ საუცხოოდ იცის - სპორტი (განსაკუთრებით, ფეხბურთი) და პოლიტიკა. თამაშის წინ ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა, რომ შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და მის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა რატომღაც ბევრს ფეხბურთში ჩივაძეზე უფრო კომპეტენტურად მიაჩნია თავი.

Sportall.Ge

რაც შეეხება წუნს, როგორც კი მეტოქე მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოვიდა, მაშინვე გამოჩნდა სუსტი მხარე, რასაც გაცილებით უფრო ძლიერი საბერძნეთი არ გვაპატიებს. ელადელებს აქამდე ცხრაჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ ვძლიეთ, დღეს ყაზახეთიც გაანადგურეს, თუმცა მთლად ისეთი ძლიერებიც არ არიან, როგორც ერთი შეხედვით მოჩანდა - უბრალოდ ყაზახეთის ნაკრები სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ დემორალიზებული გახლდათ და თანაც, ობიექტურად არაა მაღალი კლასის გუნდი. ვფიქრობ, თბილისში მაგარი ბრძოლა გაიმართება, სანიოლი უკვე სულ სხვა სტრატეგიითა და ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შემადგენლობასაც შეცვლის, რაც დააანონსა კიდეც. თან ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და ბუდუ ზივზივაძეც დიდებულ ფორმაშია. მარტო დუბლის შესრულების გამო კი არა, არამედ საერთოდ, რაღაც სხვანაირი ბრძოლის უნარი და გოლის ალღო გააჩნია. აკი აღვნიშნე ადრე, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც.

ლუქსემბურგთან სხვებიც კარგად გაისარჯნენ, მეტადრე, ეს გიორგი ჩაკვეტაძეზე ითქმის, რომელმაც ფიზიკურად ძალიან მოუმატა, ბურთი ყოველთვის წარმატებულად გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, თამაშს ამწვავებდა და დაცვასაც ჯეროვნად ეხმარებოდა. ასე რომ, საბერძნეთის შიშით გულს ნუ გავიტეხთ, არც მთლად ისეთი გრანდია, ზოგიერთს რომ წარმოუდგენია (გრანდი რომ იყოს, პირდაპირ შესარჩევი ეტაპიდან გავიდოდა ევრო 2024-ზე), ჩვენს გუნდს გამარჯვება და გამხნევება სჭირდება და არა სოციალური ქსელებიდან დაუსრულებელი, სუბიექტური კრიტიკა. შანსები ჩემი აზრით, ნეიტრალურ სტადიონზე 40/60-ზე გვექნებოდა, საკუთარი კედლების ფაქტორის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, 50/50-ზეა. ბევრი რამ დეტალებსა და ისევ მსაჯობაზე იქნება დამოკიდებული.

დასასრულ, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. იცვლება უკეთესობისაკენ. ძველ დროში, მახსოვს, სტადიონზე მხოლოდ მზია მებაღიშვილი და კიდევ რამდენიმე ქალი დადიოდა, ახლა ოჯახებით მიდიან სტადიონზე ჩვენი ლამაზი ახალგაზრდები, ეროვნულ ჰიმნს შვილებთან ერთად მღერიან და უნდა გითხრათ, ფეხბურთსა და სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, როდესაც მომავალი თაობა პატარაობიდანვე ასეთი გრძნობით, ასეთ ჩინებულ გარემოში დადებითად იმუხტება, ამაზე მშვენიერება არ არსებობს. რა ვქნა, ბოლოსკენ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ რაც მქონდა გულში, უნდა მეთქვა - გაგიმარჯოთ და მუდამ ასეთი გულანთებული პატრიოტები იყავით.

სამშაბათს ისევ გელით სტადიონზე და ისევ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ!

მიმომხილველი

alt"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, გამორთეთ ტელეფონები, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი" - სანიოლმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა [VIDEO]

altცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

altრა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან? [PHOTOS]

alt"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

alt"სად არის ისა?" - თოფურიასა და მამარდაშვილის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

alt"ალბათ, მის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ" - რა განაცხადა ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

altროცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ მთლიანი საქართველო ასეთივე ერთიანი იქნება, როგორც გუშინ - ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ასეთი, შემართებული ქართველების დამარცხება ნებისმიერ უცხო ერს გაუჭირდება. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ აუცილებლად ვთქვათ ყველამ ერთად - ან სიკვდილი! ან გამარჯვება1 ბერძნებს ცხრაჯერ შევხდით და ვერც ერთხელ ვერ გავიმარჯვეთ?

“ჩემს კარიერაში 9000-ჯერ ავაცილე ბურთი კალათს. თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ მომანდეს გადამწყვეტი სროლა და ავაცილე. წავაგე და მერე კიდევ წავაგე და ამიტომაც მივაღწიე წარმატებას." - მაიკლ ჯორდანი
TanoLife
22 მარტი 2024 19:27
1
ბოდიში მოწონების მაგივრად არმოწონებაზე დამეჭირა ხელი
დათო
22 მარტი 2024 19:56
0
დღეს ვუსმენ მთელი დღეა ბერძნულ არხებზე რეებს ლაპარაკობენ ჩვენზე, ძალიან არასერიოზულად გვიყურებენ და 100% მოგებას ფიქრობენ და ამიტომ უნდა დავსაჯოთ აუცილებლად!! კვარაზეც აგდებულად ლაპარაკობენ არაფერი ეგ არ არისო და იბრიქებიან,ციმიკასით და მავროპანოსით წაიღეს ტვინი, აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ რა გვესაქმება ევროპაზეო, ამიტომ უნდა მოვუგოთ და ჩავაგდებიოთ ენა!!!!!! ერთი არის რო როგორ უყვართ თავიანთი ფეხბურთელები და მწვრთნელი, მაგრად აფასებენ ისინი და ჩვენც ვიდგეთ ერთად და დავაფასოთ ერთმანეთი!!!!!! უნდა მოვიგოთ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ტოტო
22 მარტი 2024 20:05
0
ბერძნები ისტორიულად ამპარტავანი ხალხია,,კუდაბზიკები
gel-100
22 მარტი 2024 20:46
0
საბერძნეთი-ყაზახეთს მეორე ტაიმის შუამდე ვუყურე. კი კარგი გუნდია საბერძნეთი, მაგრამ იმ თამაშში უბრალოდ ყაზახეთ იყო კატასტროფულად სუსტი, საერთოდ გუნდს არ ჰგავდა, ამიტომ ანგარიშის გამო წინასწარ გულის გახეთქვა არ ღირს - ეგეთ ძლიერებიც არ არიან. კი გვიჭირს საბერძნეთისნაირ გუნდებთან, მაგრამ ასეთი შემართების და ასეთი ხასიათს ნაკრები არ მახსოვს, ამიტომ მაგარი თამაში გამოვა და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგებთ!
გიორგიპირველი
22 მარტი 2024 18:49
1
მადლობა ავტორს.
სებერძნეთი ჩვენზე დიდი გუნდია. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასებზე მონაწილე ფა რეიტინგითაც წინ დგას. მაგრამ ეს ფინალია და თბილისში ტარდება. ყველამ უნდა დავიჯეროთ რომ მოგება შეგვიძლია და ბერძნებსაც დავაჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძილა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენჯერ ვეთამაშეთ და რა შედეგით დამთავრდა. ბიჭებმა ყველაფერი უნდა დადონ 90+7 წუთი რომ ჩვენ მოვიგოთ.საბერძნეთი გრანდი არაა და ჩვენ მათ აუვცილებლად დავამარცხებთ, ჩვენ ეს შეგვიძლია.
G.LA
22 მარტი 2024 19:58
0
სტატიის ავტორი ვინ არის?მშვენიერი სტატიაა და სიამოვნებით გადავუხდიდი, მადლობას.
სოსო
22 მარტი 2024 19:42
0
26-ში, ყველამ დიდიან-პატარიანად უნდა მოვიგიჟიანოთ თავი და ისე უნდა დავუდგეთ გვერდში ნაკრებს! ქომაგობას ძალიან დიდი ძალა აქვს! ჩვენი ენერგიით დავმუხტოთ ნაკრები! წარმატება ნაკრებს და მთლიანად საქართველოს!
ზურა
22 მარტი 2024 18:46
0
რატომღაც ფეხბურთით დაინტერესებული ხალხის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ჩვენი გულშემატკივარი ფეხბურთზე უმეტესად ქაქანებს, ვითომ გარკვეული კლიშეები აგვაკრეს, ფეხბურთის და პოლიტიკის მიმართებაში. ამათი აზრით ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა, მათი შეხედულება აქსიომად უნდა მივიჩნიოთ და ზედმეტად ხმა არ უნდა ამოვიღოთ, მხოლოდ ბრძენ ანალიტიკოს-მიმომხილველებს, ასევე ძველ ფეხბურთელებს მოეკითხებათ ჭკუა და გემოვნება თურმე ფეხბურთში. ზოგჯერ მაგარი მსახიობებიც ცდილობენ ასაკში თავად ირეჟისორონ, უმეტესობა რბილად რომ ვთქვათ ვერ აღწევს წარმატებას. ზუსტად იგივე ითქმის ფეხბურთზეც. ისე ზოგადად რომ გითხრათ, ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არსებობს, მიმომხილველთათვის და მთელი ამ მცოდნე ხალხისთვის ის პურია უფრო. სანიოლზე იძახით მის გარჯას დაუნახავი ხალხი არ აფასებსო. და რა ვნახეთ : ჯგუფში რომელშიც თეორიულად გასვლისთვის უნდა გვეთამაში, 3 კონკურენტიდან (ჯამში 18 ქულა) მოვიგეთ 0, წავაგეთ 4 და 2 ფრე,ისიც უმოტივაციო შოტლანდიასთან., ანუ 18-დან 2 ქულა. ამასთან - კატასტროფული ტაიმი ბათუმში ნორვეგიასთან, მიწასთან გასწორება თბილისში ესპანელებისგან 1-7 , ტაქტიკასა და შემადგენლობაზე აღარც ღირს საუბარი. რაც მოვიგეთ, ისეთი გუნდების დამარცხება არც წინა მწვრთნელების ხელში გვაკლდა. მხოლოდ ერთი დიდი განსხვავებაა: 35 წლის მანძილზე არ გვყოლია ასეთი პერსპექტიული თაობა, შეიძლება ნაპოლის არ იყოს (იგივე უნგრეთი) კიდევ დიდხანს აღარ გვყავდეს. თავისუფლად შესაძლებელია ამ გუნდით სადღაც ავსტრია-უნგრეთის დონეზე თამაში. განა ძნელი დასანახია, რომ ეს დაცვის ხაზი შედეგს ვეღარ დადებს. მათი ფასი ჯამში 1,7 მლნ-ია, როცა მარტო საზონოვი ღირს თითქმის ორჯერ მეტი. იგივე ლოჩოშვილისა და ახალგაზრდულიდან ბიჭების ნაკრებთან მიშვება არ შეიძლებოდა აქამდე, თუ შესარჩევს შესათამაშებლად იყენებ? ოსიმენის წინააღმდეგ ხავიმ 16 წლის ბავშვი დააყენა, თქვენ რომ გკითხოთ ალბათ პიკეს ამჯობინებდით. რა ვქნათ? ქება-დიდება ავტეხოთ? ხედავთ ე.ი. პროგრესს. 90 წუთში 2 ჯერ გადმოვიდა ლუქსემბურგი და ერთი მამარდამ გვიხსნა , მეორე - ვიდეორეფერიმ. უყურეთ მაინც საბერძნეთს? აი ვის ეტყობა მწვრთნელის ხელი. ე.ი. ინტენსივობას უწუნებთ აზაროვსა და არაბიძეს და ჩვენი დაცვა ხომ ფრინავს, ერთი კანკავა (პატივისცემა) აკლდა საყრდენად. ყაზახეთს ზუსტად (ასაკი, ფასი) ჩვენნაირი დაცვა ჰყავდა. ბერძნებთან მისი რიცხობრივი გაორმაგება არ წაადგება საქმეს, სისწრაფე გვჭირდება - ახალგაზრდები. მხოლოდ გამოცდილება სანიოლის დროს იყო გადამწყვეტი, ეხლა კარდინალურად სხვა ფეხბურთს თამაშობენ ისინი, ვინც საქმეზე ფიქრობს და ცაში არ იყურება. ცოტა მიწაზე დავეშვათ და ბოძებულ შანსს უპრაგონოდ ნუ გავანიავებთ, საბერძნეთი კარგი გუნდია და არ სიტყვების სროლით, მართლა ინტენსიური ფეხბურთის წყალობით დაჯაბნა ყაზახეთი. რომელსაც სხვათაშორის ჩვენზე უკეთესი ევროშესარჩევი ჰქონდა.
ამატაკი
22 მარტი 2024 21:26
1
ძალიან კარგი სტატიაა . პატრიოტული,
გია
22 მარტი 2024 19:40
0
ბათუმელი ვარ. თამაშს დიდ ეკრანზე ვუყურე მოედანთან. საკმაოდ იყო ხალხი შეკრებილი. ასაკიანები, ახალგაზრდები, ბავშვები და პოლიტიკოსებიც კი. 33 წლის ვარ ფეხბურთს ვთამაშობდი 17 წლამდე და ცოტა რაღაცეები გამეგება მაგრამ იქ იყო ხალხი ვინც კითხულობდა ჩვენები თეთრი ფორმით იყვნენ თუ წითელით, რომ ახლა მოვიგებდით რამდენი ქულა გვექნებოდა, ფრე თუ გვაწყობდა და ბოლოს როცა კაკაბაძემ ბურთი დაკარგა და ფეხში ჩაარტყა შეტევის შესაჩერებლად ვილი სანიოლს აკრიტიკებდა ეს ძირითადში არ უნდა დაეყენებინაო, თითქოსდა იცოდა ვისით უნდა ჩაენაცვლებინა და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ მის გვერდით მყოფ ადამიანს რომელსაც იცნობდა უყვებოდა რატომ ვერ წავიდა თბილისში საყურებლად და ბილეთი რომ გააფუჭა. დარწმუნებული ვარ დღეს დადგებოდა საზოგადოებაში და გაარჩევდა თამაშს, შენიშვნებს მიცემდა ვილი სანიოლს. სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან და რის აზრზეც არ არიან პროფესორობენ, ნეგატივს თესავენ იმ საქმეს აფუჭებენ რის ოდნავი გაგებაც კი არ აქვთ. არც მე მაქვს საფეხბურთო განათლება ძალიან დიდი მაგრამ იმ დონემდე ვერკვევი ფეხბურთში რომ ზუსტად ვიცი რას ვუყურებ და ვის ვგულშემატკივრობ. არავის ვაკრიტიკებ იქ სადაც აზრზე არ ვარ. სანიოლმა თუნდაც 11 მცველი დააყენოს სულ არ მაინტერესებს, იქნებ ასე ჯობია, ან კიდევ ყბადაღებული თემა არაბიძის არგამოძახების სულ არ მაინტერესებს იქნებ ასე სჯობია. ვფიქრობ ყველამ თავისი საქმე აკეთოს იდეალურად ჯობია ვიდრე სხვის ბოსტანში ქვა ისროლოს. ღმერთო დალოცე საქართველო და დაიფარე გარე და შინაური მტრებისგან. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
22 მარტი 2024 21:02
3
საშა ჩივაძეს არაფერს ვერჩი,პირიქით,დიდი პატივისცემა ჩემგან და იღებს კიდეც ყველა ქართველისგან. თუმცა რახან ადამიანი ფეხბურთს თამაშობდა,არ ნიშნავს რო ყველაფრის მცოდნეა და ყველაფერში დაეჯერება,ყველა ადამიანი ცდება და არც ჩივაძეა გამონაკლისი. ეს ყველაფერი არის ფანატიზმი ანუ არსებობს ერთი და იმ ერთმა ყველაფერი იცის,ყველაფერი დაეჯერება,ხოლო ყველა სხვა არის უცოდინარი და ა.შ. ჭეშმარიტება კამათში იბადება და არა ერთი ადამიანის ბრმად მიყოლით.არასოდეს არ მქონია იმის პრეტენზია,რომ ჩივაძეზე მეტი ვიცი ან ვინმეზე(ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანის გარდა),თუმცა ჩემს სათქმელს ვამბობ და არც ტაქტიკური ნიუანსების წერით ვიკლავ თავს. ჩემთვის მთავარია,რომ ადამიანები არ იჩაგრებოდნენ ამ ქვეყანაში და ვიღაც ჯიგრული პონტებით არ ხვდებოდეს ნაკრებში,ასევე ფანატიზმი არ მომწონს,გული მერევა ფანატიკოსებზე. არც ის მომწონს,როცა უაზროდ ოპტიმიზმი ახასიათებთ ზოგიერთებს(აქვთ ასეთებს აზრის გამოთქმის უფლება),რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ ყოველთვის. და ბოლოს,არსებობს ასეთი ფეხბურთელი გარი ნევილი,ვისაც იმაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული,ვიდრე ყველა ქართველ ფეხბურთელს ერთად და რა გამოდის,რომ მან ყველაფერი იცის ფეხბურთზე? იყო ვალენსიაში და ყველა თამაში წააგო,გამოაგდეს და ეხლა სქაიზე ფოკუსნიკობს კარაგერთან ერთად. კაცს მწვრთნელობა სურდა და გახდა ჟურნალისტი,როგორც გუცაევი. კლოპი მაგარი ცუდი ფეხბურთელი იყო,თუმცა მაგარი მწვრთნელია,ნაგელსმანიც და ბენიტესი საერთოდ ფეხბურთელიც არ იყო.

რაც შეეხება საბერძნეთს,ჩვენზე მაგარი და შეკრული გუნდია,დაბალანსებული და ლოგიკურად,ჩვენზე ძლიერები არიან ამ კუთხით. ჩვენ გვაყავს კვარა და ჩაკვე,ამის იმედზე ვართ და თუ ვინმე გეტყვით სიმართლეს,ის ეგრევე მტერი ხდება. არანაირი საფეხხბურთო საზომი არ არსებობს,რითაც ბერძნებს ვჯობივართ,თუმცა ამბიცია მაინც გვაქვს. ეს არ ნიშნავს რო არ შეიძლება ჩვენ გავიდეთ და ბერძნები ვერა,ჩვენ ვართ გამართლების იმედზე,კვარა მოატყუებს ორ-სამ კაცს და შეაგდებს,რო ვერ მოატყუოს? ამაშია საქმე,არანარი კმბინაციური ფეხბურთი არ გვაქვს და ამით ვერ გავდივართ ფონს,რომელთანაც ერთად,კვარას ყოლა იქნებოდა უპირატესობა. თუმცა ერი ვართ ეგეთი,ერთის კისერზე გვინდა ყველაფრის აკიდება და გუნდურობას არ ვაწვებით,შედეგიც შესაბამისი გვაქვს,მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ეგრეა. ამიტომაც ჯობია გუნდურობას მივაწვეთ ერი,თუმცა სიმართლის დამალვის ხარჯზე კი არა,სიმართლის თქმით და შეცდმომების გასწორებით გზით.
იასონას უდარი
23 მარტი 2024 08:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული