"საქართველო ყაზახეთი არაა, მაგრამ მათი სუსტი დაცვით შეგიძლიათ ისარგებლოთ" - კვიპროსელმა ჟურნალისტმა ბერძნებს რჩევა მისცა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს. ბერძნული SDNA "ჯვაროსნების" თამაშის შესახებ აზრის გასაგებად კვიპროსელ ჟურნალისტს გიორგიოს ცაველასს დაუკავშირდა, რომელიც 2023 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩვენი გუნდისა და კვიპროსის ნაკრების შეხვედრას დაესწრო:

"იმ მატჩზე 28 ათასი გულშმატკივარი მოვიდა. 4:0 მოგვიგეს. სტადიონი 54 ათას მაყურებელზე მეტს იტევს და ქართველები აქტიურად დაუჭერენ თავიანთ გუნდს მხარს. პირველ ტაიმში შევებრძოლეთ, მეორეში კი ოთხი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

მათ კარგი გუნდი, გამოცდილი ნახევარმცველები და თავდამსხმელები ჰყავთ. გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია, აგრეთვე მეკარე
გიორგი მამარდაშვილი. კვიპროსი ძალიან ღრმად ჩადგა დაცვაში და ამისათვის დაისაჯა.

საბერძნეთთან სულ სხვა თამაში იქნება. თქვენ უფრო აგრესიულად იმოქმედებთ და ფავორიტებად მიგიჩნევთ. თუმცა, საქართველო ყაზახეთი არაა, ძალიან ყურადღებით თამაში გჭირდებათ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. დაცვაში სუსტი ადგილები აქვთ და ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ოოხ, როგორ მინდა რომ ბერძნებს მოვუგოთ, რომ აქ მე კი არ დამცინონ, აქეთ მე დავცინო ამათ და ვიამაყო.
ლევანი
10:08 25-03-2024
0
საუკუნის დასაწყისისკენ იყო პერიოდი როცა ფურცელზე ბომბა დაცვის ოთხეული გვყავდა ხიზანა,ასათიანი-კალაძე,კობიაშვილი.
ოთხივე კარიერის პიკში იყო,მაგრამ რატომღაც ხან ისრაელმა მოგვიგო სახლში,ხან ირლანდიამ,ხან შვეიცარიამ..
და თან ეს ის დროა როცა წინ 6 მაგარი თავდამსხმელი გყავს..
არ ვიცი რატო ხდებოდა მასე.
Levani
14:28 23-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული