26 მარტს, ევროპის პირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა ანასტასიოს ბაკასეტასმა ისაუბრა:
"ჩვენთვის ყაზახეთთან მატჩი წარმატებული იყო, მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ფინალზე პროგნოზების გაკეთება არ მსურს, მთავარია, პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაჯერებულები ვიყოთ. თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ, ფინალში ასეთი რამ არ არსებობს. განწყობა დადებითი გვაქვს, მათ შორის, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ. მანამდე ისინი კარგად ასპარეზობდნენ და რთული დასამარცხებელნი იყვნენ.
საკუთარ მოედანზე წარმატებულები ვართ, თანაც, ბოლო დროს სავსე ტრიბუნების წინ ვთამაშობთ. პროფესიონალები იმიტომ გვქვია, სტუმრად
ასეთ წნეხს გავუძლოთ. გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და არაერთი მსგავსი რანგის შეხვედრაში მიგვიღია მინაწილეობა. ასე რომ, მაყურებლები არ გვაშინებს. საქართველოს ნაკრებთან უკანასკნელი მატჩი (ბათუმში) კარგად მახსოვს, ბოლო წუთებში გავიმარჯვეთ. ახლა ორივე გუნდი უფრო ძლიერია და განსხვავებულ დაპირისპირებას ვნახავთ."