ბერძნები ხალისობენ, ქართველები კი ბილეთების ხელში ჩასაგდებად ბერძნულ წარმომავლობას იჩემებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. მათი მედია წერს, რომ თბილისში საკმაოდ ცივა, სამაგიეროდ, ფეხბურთელთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა თბილი და ხალისიანი.

აღნიშნულია, რომ ოთხი ბერძენი მოთამაშის სასტუმროდან ყავის დასალევად გარეთ გასვლას ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია.

საქართველოში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელი ჩამოვიდა და ისინი 10 წლის ლოდინის შემდეგ დიდ ტურნირზე გასვლას იმედოვნებენ. დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მათ საელჩოში უმასპინძლეს.

ფედერაციამ 2 000 ბილეთი დაჯავშნა (ზოგიერთი მონაცემით, 2 300), თუმცა შეხვედრას დაახლოებით 500 ელადელი დაესწრება.

ყველას უნდა სტადიონზე
შესვლა. ზოგიერთმა საქართველოდან საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას ელექტრონული ფოსტით მისწერა, რომ ბერძნული ფესვების მქონენი არიან და ბილეთები მათთვის დაეთმოთ, თუმცა თხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ასე რომ, ბერძენი ფანები გამოყოფილ სექტორში განმარტოებით იქნებიან.

altკურიოზული სიტუაცია - საბერძნეთის ნაკრების და კაპიტნის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მათი ფეხბურთელები ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ცენტრში მწვრთნელისგან დაუკითხავად გავიდნენ [VIDEO]

altგუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

altანასტასიოს ბაკასეტასი: ფავორიტები არ ვართ - მაყურებლები არ გვაშინებს

altკაკაბაძე: მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ დააკმაყოფილეთ საქრთველოს მოქალაქეები და მერე სხვები.ყველგან ქართველს რატომ ავიწროვებთ.
მამუკა
18:01 26-03-2024
2
მე კი ვიშოვე ბერძნებისგან ბილეთი და :დდ კიდე ვიცი ხალხმა რო იშოვა ამიტომ იქაც ჩვენ ვიქნებით
ABCABC
12:40 26-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული