დღე, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ! - უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფინალის მოგება - სავარაუდო შემადგენლობები

AutoSharing Option
არის დღეები, რომლებსაც მარტო ვერ გაუძლებ და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს. ასეთია დღევანდელი, 26 მარტი - ქართულ ფეხბურთს, დამოუკიდებლობის ჟამს, აუცილებლად სჭირდება ის მინიმალური წარმატება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდება ინტერესი, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა; წამით გავიფიქროთ, ევროპირველობაზე გასვლა ჩვენს საფეხბურთო ფასსა და სიამაყის ხარისხს როგორ ასწევს.

ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს აქვს ნათქვამი, გამარჯვებულის მენტალიტეტი მაშინ ჩამომიყალიბდა, როცა გავაცნობიერე, რომ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და წაგება ნამდვილი დრამა იყოო. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელები ამ ჟინის, განწყობისა და
პასუხისმგებლობის გამო არ უნდა დაისტრესონ, მაგრამ ყველას გათავისებული აქვს, მიღებული შანსის ხელიდან კიდევ ერთხელ გაშვება არ შეიძლება!..

Sportall.Ge

"თუ სხვებს არ ენდობი, წარმატებას ვერ მიაღწევ" - "ვარსკვლავური ომების" ეს ფრაზა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, საქართველომ ერთიანობის მაგალითი უნდა აჩვენოს და ეს ძალა ერთ წერტილში მოექცეს. რასაც ამ დღეებში ვხედავთ, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს.

"ჯვაროსნების" მისია უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფინალის მოგება. ესაა ქართული ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რაც თავისთავად, წარსულის ფესვებზე სუნთქავს. ესაა ხვალ უფრო მეტი "კვარასა" და გიორგი მამარდაშვილის არსებობა...

ერთია ემოციური მხარე და მეორე - წმინდა საფეხბურთო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბევრს იფიქრებდა იმაზე, რა იქნება წარმატების გასაღები დღეს საღამოს. ერთ რამეზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, არც მხოლოდ შეტევაში იქნება გამოსავალი და ვერც მარტო მოწინააღმდეგის შეცდომებზე ავაგებთ საკუთარ გეგმებს. ჩვენმა ბიჭებმა საუკეთესო თვისებები ბოლომდე უნდა გამოავლინონ. ესაა მატჩი, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერას უკეთესს აუცილებად გახდის.

Sportall.Ge

დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჩვენც ბევრი დავწერეთ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მთელ ქვეყანას მხოლოდ ამაზე ეფიქრება, რამდენჯერმე შემოიხედებიან სპორტულ გვერდებზე, გაიხსენებენ ძველ ვიდეოებს, ეცდებიან, არაფერი გამორჩეთ. ნახევარფინალის შემადგენლობა თითქმის სრულად გამოვიცანით, ახლა კი ბევრი ცვლილება არ იქნება. მთავარია, დიდი გამოწვევისთვის ყველა მზადაა!..

საღამოს იდეალურ ხასიათზე უნდა ვიყოთ!..

ფინალი. 26.03.24 21:00 "დინამო არენა"

საქართველო - საბერძნეთი

სავარაუდო შემადგენლობები


საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კანკავა (ან ქოჩორაშვილი), კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე (ან ზივზივაძე);

საბერძნეთი: ვლახომიდოსი - ბალდოკი, მავროპანოსი, ხაციადიკოსი, ციმიკასი - ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი - მასურასი, იონადისი, პელკასი.

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონეთი)

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

altერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

alt"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

მკითხველის კომენტარები / 43 /
აი ახლა ვუყურებ ტაიმაუტს დინამოს სტადიონიდან[და არა „არენიდან“]და მიკვირს სად გაქრა ის ტრადიცია თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე რომ იწყებოდა და თამაშამდე ქართული მუსიკები რომ ჟღერდა ადგილობრივ რადიოში.რატომ არ წამოწევენ ამ ხაკითხს ვეტერანები ნუთუ ეს ცუდი იყო?? ნუთუ ეს სტიმულს არ აძლევდა ფეხბურთელებს???
ფიგუ
26 მარტი 2024 20:45
2
საქართველო არის პირველი ევროპის ჩემპიონი ქვეყანა. თუ ვინმეს ახსოვს 1960 წელი, კარგად ემახსოვრება, რომ სრულად ამინდს საბჭოთა ნაკრებში ქმნიდნენ მესხი და მეტრეველი. თავდამსხმელად პონედელნიკის ნაცვლად კალოევი რომ დაეყენებინათ დამატებით დრომდე არ მივიდოდა საქმე. დაცვას კი ჩვენი კახელი კაცი გივი ჩოხელი დირიჟორობდა. კარში კოტრიკაძე ვინმეს გგონიათ იაშინზე ნაკლები იყო? არავითარ შემთხვევაში.

ასე, რომ საქართველო ევროპაზე უნდა დაბრუნდეს, და რაც მთავარია კახელები უნდა დაბრუნდნენ ნაკრებში, დიდი ხანია უკვე ჩვენებური არ გამოჩენილა ნაკრებში და შემდეგ მუნდიალზე იმედია 2 ან 3 კაცი გვეყოლება წარმომადგენელი.

დიდი იმედით ვართ, ეს მოგება ქვეყნის წინსვლას უნდა წაადგეს.
მიხა პაპა
26 მარტი 2024 19:36
1
სოსოს

პაპაც და მამაც იქ ცხოვრობდნენ. ნავალოვსკის მამა მოცეკვავე იყო და საკმაოდ კარგადაც ცეკვავდა. ახლა არ ვიცი მამა ისევ თელავშია თუ არა.
G.LA
26 მარტი 2024 22:06
0
გიორგი ნავალოვსკის პაპა,ნამდვილად თელავში ცხოვრობდა და ნამდვილი კახელი იყო.პაპის ძმა ცოცხალია და ისიც კახეთში ცხოვრობს.
სოსო
26 მარტი 2024 20:14
0
პირდაპირ დავწერ, მეტი და არავისზე ნაკლები პატრიოტი ვარ, და უძალიანესად მინდა მოვიგოთ, ისე განვიცდი, არ ვიცი როგორ ვუყურო რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შევიქმნა.... რეალობა მწარეა და სამწუხაროდ სხვაა, ადვილი გამოსაცნობი სულ 2 ფეხბურთელი გვყავს ევროპირველობაზე სათამაშო დონის, ნუ ,,ნეპოტიზმით ''შეიძლება კიდევ 2 ,მაქს 3 მიუმატო და ეგ არის ...არც მენტალობით, არც ფიზიკით, არც ტექნიკური არსენალით და არც სათამაშო დისციპლინით არათუ ეროვნულში, ასაკობრივ ნაკრებებშიც არ ჩანს უკეთესი მომავალი, ვისაც არ გჯერად უყურეთ იგივე მაგ დანიასთან 17 წლიანების თამაშს , სრული ფიასკო ვითომ მოსაგებ თამაშში, მინიშნება: სრული თამაშის ყურება არც არის საჭირო, პირველ გოლების მომენტებს ცოტა ფართო თვალებით უყურეთ და დააკვირდით ჩვენი ბიჭების მოქმედებებს და მერე მეკამათედ, შემდეგ უმოტივაციო გახდნენ და იმიტომ დანებდნენო რომ არ თქვად. არც სხვა ასაკობრივი ნაკრებები ბრწყინავენ, იქნებ რამდენიმეს მაინც გაეხსნათ უნარები და გაიზარდონ საჭირო მიმართულებით, თორემ დავრჩებით ერთეული, გადახუნებული გამონათებების ამარას, წლები რომ გრძელდება -გიბრალტართან უფერულო მოგება რომ გაგახარებს....
გუსანი
26 მარტი 2024 19:09
3
3-1
ვიგებთ და გავდივართ ევროპაზე
26 მარტი 2024 18:49
1
ავლიპ ზურაბაშვილი და არა ზურაბიშვილი. დონე, დონე ანუ IG.
„ავლიპ ზურაბიშვილს“!!
26 მარტი 2024 18:49
1
ეგ ისტორია მეც მახსოვს იმ წაგებული თამაშის მერე რუსთაველზე მაგ შეთქმულებს კარგა მაგრად მოხვდათ ქეჩოში და შემდეგ თამაშზე ლენინგრადის ზენიტთან ვეღარ გაბედეს ეგ მიქარვა. დინამომ მოიგო 6:4 ,აქედან სამი გაიტანა მიშკამ ,ხოლო სამი მისი პასიდან გავიდა.[თუ წავაგეთ --ღმერთმა ნუ ქნას--სანიოლი კი არა დამნაშავე.....]

ზენიტთან ეგ შეხვედრა მიშას 250-ე თამაში იყო დინამოში მე მგონი.




მთელი გულით მინდა, რომ დღეს გამარჯვება ვიზეიმოთ!!!!
ვეხმაურები ფიგუს
26 მარტი 2024 18:21
2
კაი ფულის მოგებაც შეიძლება. ჩაწყობილია საქმე და გავდივართ ევ. ჩემპიონატზე, თან ერთ გოლს კმარაცხელია იტანს
kvar010
26 მარტი 2024 16:36
6
ეგრე მოხდეს და შენ ისეთი ბნელი ხარ ეგრე გეგონოს...ორონდ გავიდეთ და შენ რაც გინდა იფიქრე...მაინც ეგეთად დარჩები
რობი
26 მარტი 2024 17:59
2
დღეს ყველაზე დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნნება გუნდური გრძნობის პრინციპს. „ის რატომ უნდა გამოჩნდეს ჩემზე უკეთესი“. ჩვენ გვაქვს ამის მწარე გამოცდილება, როცა მიხეილ მესხს მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთ პასს არ აძლევდნენ. ცუდი წინათგრძნობა მღრღნის. ნეტავ ვცდებოდე ღმერთმა ქნას,მაგრამ ვაგლახ.!!! [თამაშის დროს გაიხსენეთ ჩემი სიტტყვები]

დღეს კიდევ ორი კომენტარი არ დამიბეჭდეთ. გთხოვთ ეს მაინც არ დამიბლოკოთ. დიდი მადლობა.
ფიგუ
26 მარტი 2024 16:34
6
კარგით ხალხო მორჩით ბოღმას
მხოლოდ პოზიტივი,შემართება,ბრძოლა,ერთად დგომა და გამარჯვება გვინდა
სხვა არც მიზანი გვაქვს და არც შედეგი განიხილება
ავლიპ ზურაბიშვილი
26 მარტი 2024 17:39
1
მთელი ქვეყანა და თითოეული ადამიანის სული და გული თქვენთანაა! უდიდესი, უდიდესი წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!
ვახო...
26 მარტი 2024 16:22
1
ადმინს ვთხოვ არ წაშალოს რა. აქაც მინდა გთხოვოთ: ხ ო რ უ მ ი ს რიტმი დაუკარით ბარაბანზე, დოლზე, რაც მოგხვდებათ, სკამებზე! ყველამ ერთად რომ დავუკრათ, თუნდაც სკამებზე, ხორუმის რიტმზე ბიჭებს ფრთები ამოუვათ, დამიჯერეთ. ვერ წარმოგიდგენიათ როგორ ქართულ და კონცენტრორებულ ატმოსფეროს შექმნის! ეს საბრძოლო რიტმი ძალიან მოუხდება დღევანდელ თამაშს, მთების გადადგმაში მიეხმარება ჩვენებს სტადიონზე
c
26 მარტი 2024 14:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული