სამი ფეხბურთელი სიის მიღმა - სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.

რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს.

ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი
(აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).
მკითხველის კომენტარები / 70 /
მოგება და სხვა არაფერი მოგების გარდა.დავამთავრე მატჩისწინა განხილვა
გოჩა
14:12 26-03-2024
1
დღეს განსაკუთრებული დღეა მთელი ერისთვის და მინდა ჩემს ქვეყანას წარმატება ვუსურვო!ძალიან იმედიანად ვართ და გვჯერა გამარჯვების,ალბათ ასეც მოხდება და მოგვიწევს ხვალიდან უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი და გარჩევა მომავალი მეტოქეების.სხვათა შორის ბევრს ჩვენი სტატისტიკა აშინებს ბერძნებთან რაშიც არ ვეთანხმები მე და პირიქით ეს სტატისტიკა მაიმედებს მე ძალიან.8თამაში არცერთი მოგება,მათ შორის სახლში 4-დან 4წაგება ჩვენ.ალბათობის თეორიით თუ ვიმსჯელებთ მათემატიკური მოლოდინი არის გარდაუვალი მოგება ჩვენი,ეს ის ვარიანტია მონეტარომ ააგდო ბევრჯერ რამოდენიმე აგდებს შემდეგ უნდა თანაბრად დაეცეს ორივე გვერდზე,ამხელა უპირატესობის მერე რაც ბერძნებს ააქვთ სტატისტიკაში არის უკვე ჩვენი გამარჯვებისა და სტატისტიკის შეცვლის დრო ჩვენს სასარგებლოდ.ასე,რომ ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ და თუკი ამს დავუმატებთ იმ მუხტს რაც მთელ ქვეყანას ექნება საკუთარ მოედანზე,დავუმატებთ იმ მწარე გამოცდილებას რომელიც გვაქვს მაკედონიისგან და პლუს ჩვენს ნიჭიერ და უკვე მომწიფებულ გუნდს,აუცილებლად გავიმარჯვებთ მჯერა!!!
oto777
12:16 26-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული