გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ვილი სანიოლს გამარჯვებას ვულოცავ. თამაშის დასრულებისას მისი ნახვა ვერ მოვახერხე და მილოცვას გადავცემ.

რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ეს ძალიან მტკივნეულია.

ბოლო ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და მაინც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მცველებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, მავროპანოსი, ხაციდიაკისი და მანდალოსი დაშავდნენ. ოთხი შეცვლა ტრავმების გამო განვახორციელე. ამანაც იმოქმედა. პენალტების სერია
კი იღბალზეა დამოკიდებული.

ახლა ჩემს მომავალზე საუბარი უადგილოა. ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. უნდა დავმშვიდდეთ და მომავალზე ვიფიქროთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაფერი გააკეთეს თუ იმას ჩავთვლით როგორ უხეშად ეთამაშებოდნენ ჩვენს ბიჭებს ცდილობდნენ წაქცევას გამწარებას ესაა ყველაფერი?
ცირა
22:33 27-03-2024
0
საინტერესოა ბერძნული პრესა, რომელიც მატჩის ძალიან ბაქი- ბუქობდა, ეხლა როგორ ჭიკჭიკებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული