სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი. სიმართლე
გითხრათ, არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად, ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ, ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 44 /
ვაახ რამე მოგწონთ საერთოდ? არაფრის აღქმის უნარი არ გაქვთ? ძლივს პირველად გავედით ევროპაზე ძლივს რაღაც სიხარულმა თუნდაც ცოტა ხნით გააერთიანა ხალხი და დაავიწყა ნაცი და ქოცი... ხო შეიძლება შევირგოთ და ცოტა ხანი მაინც არ ვიყოთ ესეთი დაუნახავები... მადლობა ყველას ვინც ეს სიხარული მოგვანიჭა და თუნდაც მცირედი მაინც გაიღო გულით ამ გამარჯვებისთვის
Vakho
22:59 28-03-2024
0
არ უნდა იყო დაუნახავი, და მით უფრო დაუნახავობით ტავი არ უნდა მოგქონდეს. გუნდი აღმოჩნდა მზად ამოცანის შესრულებისთვის და მთავარი მწვრთნელის მუშაობის გარეშე ეს არ მოხდებოდა, თუ არა ბერძნების მწვრთნელს ჰკიტხეთ ეხლა ამის შესახებ. მარტო ბიჭების მონდომებით დიდი არაფერი გამოვიდოდა, რადგან კარგად უნდა ახსოვდეს გულშემატკივარს მთავარი სისუსტე, რა ადვილად აიჭრებოდნენ ხოლმე და ნებდებოდნენ მეტოქეს წაგებაზე! კარგი იყო მწვრთნელის დავალებები თუ ცუუდი, ბიჭები მზად აღმოჩნდნენ მისი შესრულებისთვის, და ამან შედეგი მოიტანა, ევროზე ვართ! ესაა ეხლა შეფასების კრიტერიუმი. გერმანიაში უკვე სხვა რეალობა დადგება მაგრამ ეს სხვა საუბარის თემაა.
გიორგი
18:16 27-03-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული