მოგეხსენებათ, ეს ისტორიული შედეგი "ჯვაროსნებმა" საბერძნეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი ჩვენმა გუნდმა 4:2 იმარჯვა.
Uefa-ს საიტით ცნობილი ხდება, რომ გერმანიაში გასამართ ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასები 30, 60, 150, 200 და 400 ევრო იქნება. უშუალოდ ჩვენი ნაკრების თამაშების შესახებ კი წერია, რომ ბილეთების გაყიდვას სფფ უზრუნველყოფს, თუ ის სრულად ვერ იქნა გასხვისებული, მაშინ
მერვედფინალში ბილეთების ფასი უკვე 50, 85, 175, 250 და 500 ევრო იქნება. მეოთხედფინალში 60, 100, 200, 300 და 700 ევრო. ნახევარფინალში 80, 195, 400, 600 და 900 ევრო, ფინალში კი 95, 300, 600, 1000 და 2000 ევრო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების თამაშები ევრო 2024-ზე 18, 22 და 26 ივნისს, შესაბამისად, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან შედგება.
ევრო 2024-ის განრიგი - როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს
ქართველების ერთობას გაუმარჯოს!!
ზღაპარი გრძელდება!!
ერთად ვიმღეროთ დორტმუნდში, ჰამბურგში და გელზენკირხენში!!!!!!
ერთი სული მქონდა ჩვენი საფეხბურთო ნაკრები როდის მოიპოვებდა საგზურს ჩემპიონატებზე და ამასაც მოვესწარით.კალათბურთში, რაგბიში, წყალბურთში და ხელბურთში მივაღწიეთ და რჩებოდა ფეხბურთი. აი ესეც . ხომ იცით მადა ჭამაში მოდისო და ახლა ევროპის ჩემპიონატზეც ქვეჯგუფიდან გასვლასაც ვფიქრობ. ღმერთმა ქნას ეს ნატვრაც აგვისრულდეს. წარმატებები ჩვენს საამაყო ნაკრებს.