სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა საბერძნეთის ნაკრებთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

"მინდა საქართველოს ნაკრებს ეს დიდი წარმატება მივულოცო. მათი ევროზე გასვლა ყველა ადამიანისთვის სასიხარულოა, მათ სამშობლოში ფეხბურთით კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება.

იყო ჩივაძის და კალაძის ეპოქა, ახლა ხვიჩას და სხვა ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების ეპოქაა. კვარაცხელია ყველა მატჩს მაღალ დონეზე ატარებს. გუშინაც დავინახეთ, როგორ იბრძოდა თავისი გუნდისთვის. ვთვლი, რომ ევრო ხვიჩასთვის ყველაზე მაღალ ტურნირზე თავის წარმოჩენის კარგი შანსია", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგარი კაცია სიომინი და ღირსეული ადამიანია
ზკ
00:12 28-03-2024
3
კალაძე რა შუაშია ნეტა, ან რა ეპოქა ქონდა, ავტოგოლების სპეციალისტს, ქინქლაძე მაინც ეთქვა ))
Irakli
15:26 28-03-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული