ქეცბაია: მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი და კვიპროსის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლას გამოეხმაურა.

"უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა", - წერს ქეცბაია "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბაია ყოველთვის მაგარი იყო ფეხბურთშიც და კაცობაშიც ეხლაც არის და იქნება ყოველთვის
მალხაზი
10:23 28-03-2024
1
მადლობა თემური, გაიხარე. როცა ქართულ ფეხბურთზეა საუბარი ქეცბაია ყოველთვის ჩვენთან მოიაზრება.
G.LA
15:55 28-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული