ანზორ კავაზაშვილი: საქართველოს ნაკრები ელიტას უახლოვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე საკუთარი მოსაზრება საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გამოთქვა.

"ეს უდავოდ საქართველოს ნაკრების დიდი წარმატებაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სსრკ დაინგრა და ქართული გუნდებისთვის ერთმანეთთან თამაში ძალიან კომფორტული არ იყო, რადგან ქალაქები ძალიან დიდი არაა, სერიოზული კლუბები კი, თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" გარდა, არ იყო. მაშინ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დიდი მნიშვნელობისანი არ იყვნენ.

თუმცა მოდის ახალი თაობა, ახალი სამწვრთნელო კადრები, უცხო ქვეყნებთან რეზერვების გაცვლა. შეიძლება ითქვას, დრო ყველაფერს უკეთესობისაკენ ცვლის. ახლა საქართველომ
სიღრმისეული და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. მათ ინდივიდუალური ოსტატობა დაუბრუნდათ, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ყოველთვის გამოარჩევდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ქართველები მუდამ შვიდიდან ათ ფეხბურთელამდე იყვნენ წარმოდგენილი. მე ძალიან გახარებული ვარ და საქართველოს ვულოცავ!", - ციტირებს კავაზაშვილს "ჩემპიონატი".

კავაზაშვილმა რადიო Движение-სთან განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთში ფული გამოინახა, რამაც ჩვენს მოთამაშეებს ნიჭისა და ტემპერამენტის რეალიზების საშუალება მისცა, ბევრი ახალგაზრდა საზღვარგარეთ წავიდა და საქართველოს ნაკრები ელიტას უახლოვდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოაშორეთ აქაურობას. ტიპი სულ ქართველებს ლანძღავდა და რუსად მიაჩნია თავი. ასე რომ მოაშორეეეეეეეეეეთ
roma bejanidze
21:27 28-03-2024
20
ეგერე რა, კაცო. სუ ...ობები რო არ ილაპარაკო ))
ვვვ
20:17 28-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული