ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.

"ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ყველა გაახარა. ყველგან დადებით ემოციებს ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამო.

ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საქართველოს სოციალურ მხარეზე, ეკონომიკაზე, სწავლაზე,
მუშაობაზე. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა! მიხარია არა მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, არამედ ის, რომ მან გააერთიანა ხალხი და საზოგადოებაში დადებითი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა.

მე და ჩემი ქართველი მეგობრები მოსკოვში შევიკრიბეთ, ერთად ვიყავით და ვღელავდით. რა თქმა უნდა, ემოციები გამოვხატეთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლებოდა. ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რადგან ქართული ფეხბურთი უკვე 30 წელია ამისკენ მიდიოდა. ეს ბევრი ღირს", - განუცხადა ზოიძემ Metaratings.ru-ს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 64 /
რაშისტების და პრო-რაშისტების ტიპიური წარმომადგენელი.
რატი
02 აპრილი 2024 23:42
14
Მალხაზ ბატონო ისინი ხო არიან მეგრელები აფხაზეთში მაცხოვრებლები,მეგრული გვარები რო ააქვთ? Აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირველი მედროშეები,საჯიშე ქართველები რო დაგვიხოცეს
Მალხაზ ჯობავა-ს
02 აპრილი 2024 21:28
7
ასევე სურმანიძე, გორდეზიანი, აბაშიძე, ჭავჭავაძე! წერეთელი! კირთაძე, ბერიშვილი, ესენი არ გამომიტოვო. აქ ჩამოთვლილი გვარების მქონე ხალხი თავს აფსუებად თვლიან ისევე, როგორც ამას წინათ უკრაინაში მოკლული წიკლაური! და ცხინვალელი ჩინოსანი დევიძე ოსებად!
რატი
02 აპრილი 2024 23:41
0
გინდოდა გეთქვა ქართველებს და მონღოლებს ერთი გენეტიკა აქვთ?
svani
02 აპრილი 2024 18:38
10
სვანო არ გეკადრება უაზრო და ქალივით ენის ფხანა! სვანებს რომ გაქვთ, მეომართა, მებრძოლთა ვაჟკაცური გენეტიკა იმას მოფრთხილება უნდა გახსოვდეს ეს!
კოტე
02 აპრილი 2024 19:07
22
კარგია , რომ მსგავსი სტატიები იდება. ხო უნდა ვიცოდეთ - ვინ ვინ არის
გ.ხ.
02 აპრილი 2024 15:59
4
სად ქართველი და სად რუსი, საერთოდ არანაირი კავშირი არ გვაქ ამათან, მე პირადად არ მაქ და სხვისი არ ვიცი, არც მაქ სურვილი, ქართველი ვარ და მორჩა.
გოგა
02 აპრილი 2024 19:31
6
გარუსებულების პოპულარიზაცია არის რბილი ძალის ნაირსახეობა.
გაუგებარია ამას რატომ აკეთებთ?
gzp
02 აპრილი 2024 19:26
7
მეხსიერებადაკარგული მანქურთები, კოლაბორანტები _ სასარგებლო ხალხია დამპყრობლისთვის, დაპყრობილი ხალხის სამართავად.
ფილიპე
02 აპრილი 2024 21:41
6
გაუგებარი რატომ არის? მემგონი ზუსტადაც რომ გასაგებია როგორ ეხმარებიან რუსებს, პირველად ნახე მსგავსი აქ? უბრალოდ სხვა სპორტული საიტი არ გვაქვს და ჩვენც იძულებული ვართ აქ გავიგოთ სპორტული სიახლეები ((((
!
02 აპრილი 2024 21:47
4
Სხვათაშორის ელარჯს აქ უწელავენ ქართველები თორე რუსეთში ყველა ქართველი მეფესავით ცხოვრობს აქეთ წელავს რუსებს.რუსეთში ქართველ მონას ვერ ნახავ,პირიქით ქართველებს კი ჰყავთ რუსები მონები.
Ნახევარ საქართველოს ან დედა ჰყავს თურქეთში ან ცოლი(თავს კი ეძახიან ემიგრანტებს,მაგრამ სინამდვილეში კი ვიცით რასაც აკეთებენ.ნეტა გაჩვენა როგორ კატებით იმასშვრებიან)და შენ წელვა იქ გაჩვენა როგორ უწელავენ.ეხლა არ მითხრა თურქეთი ნაკლები ოკუპანტიაო.ჩადი ნახე ტაო კლარჯეთი...იტირებ!!!
ბესო-ს
02 აპრილი 2024 20:50
33
როცა რუსეთზეა ლაპარაკი, მაშინვე აშშ-ს და თურქეთს რომ მიახტებით ხოლმე. საქართველოს დამოუკიდებლობა რა საზღვრებშიცაა აღიარებული 1991 წელს, იმ საზღვრებს ვინ ლახავს და ვინ გართმევს მიწას აშშ და თურქეთი? 30 წელია ვინ ხოცავს ქართველებს და ვისი საოკუპაციო ჯარი დგას საქართველიში აშშ-ს და თურქეთის? ტაო-კლარჯეთი, ლორეს ოლქი და საინგილოც ზუსტად საბჭოთა რუსეთმა ჩამოაჭრა საქართველოს 1921 წლის უკუპაციის შემდეგ და დაურიგა მეზობლებს. ასე რომ, დღეს საქართველოსთვის რუსეთია ოკუპანტი და ნუ გწყინთ და ნუ ცდილობთ ეს სიმძიმე გადაანაწილოთ აშშ-ზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე და ა.შ.
რუსეთი ოკუპანტია!
02 აპრილი 2024 21:58
11
ბესარიონ დაანებე თავი ტყუილებს.კარგად ვიცით როგორ "მეფეებივით" ცხოვრობენ ქართველები რუსეთში.
555
02 აპრილი 2024 21:38
10
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძრა იქ სამშობლო ეგონა"!!!
ოტია იოსელიანი
02 აპრილი 2024 17:14
8
რა ლამაზად ჟღერს:გენეტიკურად ჩვენ და ტაჯიკები ერთნი ვართ(არაფერს ვერჩი ტაჯიკ ერს)
გოჩა
02 აპრილი 2024 17:49
7
შუპუტინსკა ასათიანის ძმაკაცი!!
თენგოი სულაქველიძე
02 აპრილი 2024 16:45
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული