"ფუტსალში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბატონ ავთანდილ ასათიანს ამოეწურა კონტრაქტის ვადა.
სფა მადლობას უხდის ავთანდილ ასათიანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა თვლის, რომ მიღწევების გასაუმჯობესებლად ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში აუცილებელია ცვლილებები. სფა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებს უახლოეს მომავალში განიხილავს".
კომენტარისთვის ასათიანს დავუკავშირდით:
"სასამართლო განიხილავს საკითხს, არის თუ არა ვახტანგ წერეთელი სფა-ს პრეზიდენტი და ჩემს საკითხზე ამის შემდეგ
მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება, ნაკრების მწვრთნელს ხსნიდე და მის ახალ კონტრაქტზე არაფერი იცოდე? მე მათთან კი არა, ფეხბურთის ფედერაციასთან გავაფორმე ახალი კონტრაქტი, რომელიც 2015 წლის 1-ელ იანვარს მთავრდება.
მას ხელს სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აწერს. ესეც არ იციან. მოქმედ ხელშეკრულებას კი უკანონო ორგანიზაცია ვერ გამიბათილებს".
საინტერესოა, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბესიკ ზოიძესთან, რომელსაც ასათიანის შემცვლელად მოიაზრებენ.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა რამდენიმე წლის წინათ დაასრულა და 2007 წლიდან ტიუმენის "გაზპრომ-იუგრას" მწვრთნელის თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. 2013 წლიდან კი 40 წლის სპეციალისტს მოსკოვის "სპარტაკი" ჩააბარეს. ზოიძე ამ კლუბის ღირსებას 1997-2004 წლებში (286 მატჩი) იცავდა.
სფა-ს ცნობით, საჯარო რეესტრმა განიხილა ლევან ცქიტიშვილის, კახა დევდარიანისა და ბექა კვიციანის საჩივარი, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის 9 ნოემბრის, 5 დეკემბრისა და 15 დეკემბრის კონფერენციების არალეგიტიმურად ცნობის შესახებ და დაადგინა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და იურიდიული საფუძვლები.
თუმცა დავა ამით არ დასრულებულა - ცქიტიშვილის მხარემ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
...ამასობაში ფუტსალის უმაღლესი ლიგის მეორე წრე დაიწყო. "იბერია სტარმა" "არმაზი" 9:2 დაამარცხა. ოთხის ნაცვლად, ჯერ მხოლოდ ეს მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კლუბმა ჩემპიონატს პროტესტი გამოუცხადა. მიზეზი - გათამაშებიდან "დიცის" მოხსნა გახდა. გუნდებს, რომლებიც ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ, წაგება ჩაეთვალათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"