ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.

"ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ყველა გაახარა. ყველგან დადებით ემოციებს ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამო.

ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საქართველოს სოციალურ მხარეზე, ეკონომიკაზე, სწავლაზე,
მუშაობაზე. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა! მიხარია არა მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, არამედ ის, რომ მან გააერთიანა ხალხი და საზოგადოებაში დადებითი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა.

მე და ჩემი ქართველი მეგობრები მოსკოვში შევიკრიბეთ, ერთად ვიყავით და ვღელავდით. რა თქმა უნდა, ემოციები გამოვხატეთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლებოდა. ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რადგან ქართული ფეხბურთი უკვე 30 წელია ამისკენ მიდიოდა. ეს ბევრი ღირს", - განუცხადა ზოიძემ Metaratings.ru-ს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 64 /
სად ქართველი და სად რუსი, საერთოდ არანაირი კავშირი არ გვაქ ამათან, მე პირადად არ მაქ და სხვისი არ ვიცი, არც მაქ სურვილი, ქართველი ვარ და მორჩა.
გოგა
02 აპრილი 2024 19:31
6
ამას რატომ მიულოცეს? ამის ქვეყნის ნაკრები გაგდებული ყავს უეფა-ფიფას თუ დაავიწყდა?
სხვა
02 აპრილი 2024 19:27
6
გარუსებულების პოპულარიზაცია არის რბილი ძალის ნაირსახეობა.
გაუგებარია ამას რატომ აკეთებთ?
gzp
02 აპრილი 2024 19:26
7
გაუგებარი რატომ არის? მემგონი ზუსტადაც რომ გასაგებია როგორ ეხმარებიან რუსებს, პირველად ნახე მსგავსი აქ? უბრალოდ სხვა სპორტული საიტი არ გვაქვს და ჩვენც იძულებული ვართ აქ გავიგოთ სპორტული სიახლეები ((((
!
02 აპრილი 2024 21:47
4
მეხსიერებადაკარგული მანქურთები, კოლაბორანტები _ სასარგებლო ხალხია დამპყრობლისთვის, დაპყრობილი ხალხის სამართავად.
ფილიპე
02 აპრილი 2024 21:41
6
პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, რაც არ იცი, იმას რატომ ბლუყუნებ? "გენეტიკურად ერთნი ვართ" შეიძლება ქართველმა თქვას ქართველზე, რაღაც წარმომავლობით მონათესავე ხალხზე და როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერი ხალხის მიმართ, ამ შემთხვევაში რუსების/უკრაინელების/სლავების და ა.შ. მიმართ, გენეტიკურად ერთი ვართო რომ იტყვი, ე.ი. უბრალოდ შტერი ხარ და მეტი არაფერი
გიორგი
02 აპრილი 2024 19:24
4
შენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგათთან არანაერი გენეტიკური კავშირი არ მაქვს და არც მომავალში ვისურვებ!
გაუწელე კარგად ელარჯი და შალახო უცეკვე, არქიფოსაც ესიამოვნება და გადმოგიგდებენ ლუკმას!
ბესო
02 აპრილი 2024 19:15
23
ჩემი ძმა მაგი მეგრელი არ არის და ელარჯს რატო გაუწელავს, მაგან ბრანო აჭამოს და.
მალხაზ ჯობავა
02 აპრილი 2024 19:30
6
Რუსეთუმე,რუსეთუმე,რუსეთუმეეე...
Ის გამახსენდა-ირაკლი წერეთელმა გუმბარიძეს რო უთხრა-კაგებეს აგენტი ხარო.
Კაგებეს აგენტი შენა ხარ,მე კაგებეს გენერალი ვარო უპასუხა.
Ხელის გულზე დევს ვინ გაკეთა რუსეთის საქმე,რომელზეც 20 წელი ოცნებობდა რუსეთი და რუსეთში მაცხოვრებელ ადამიანს ვლანძღავთ,რომელიც რუსეთის ნაკრების მწვრთნელია.თავდაყირა ერი გავხდით.ზიზღი და შური გვახრჩობს,ჩიტებივით ვხოცავთ ერთმანეთს ნარკოტიკით,იარაღით და ა.შ.მეზობელი მეზობელს გამარჯობას არ ეუბნება და კაი დედისა და მამის შვილი ხარ ქუჩაში ძაღლს დაუყვირე-დედაბუდიანად გადაგწვავენ.აკი იმიტომაც ვართ ერთ ადგილას.
Სლავა უკრაინე
02 აპრილი 2024 18:57
33
ეგ უთხრა თქვენზე ვართ მაინც დამოკიდებულიო რა. წეთამაშა:) მოელაქუცა:) რაქნას ხო უნდა მოუღრუტუნოს:) რუსეთი რო იცოდეთ ისევ ქართველების გადასარჩენი იქნება. ასერომ ეგ კარგ ნაქნავები ჩვენზე არიან დამოკიდებულები.
ჯიმა
02 აპრილი 2024 18:52
12
მაინცდამაინც ევროპელებს და ამერიკელებს უნდა უღრუტუნოს მთელმა საქართველომ რომ კმაყოფილები იყოთ?
???
02 აპრილი 2024 19:02
31
აშკარად "მენტალურად" უნდოდა ეთქვა და "გენეტიკურად" გამოუვიდა. ოღონდ ამას შემთხვევითობას არ მივაწერდი; თავად რისკენაც მიისწრაფის, ანუ გენეტიკურად გადაგვარებისაკენ, ის თქვა ზუსტად.
გიო
02 აპრილი 2024 18:46
7
ნინი,რუსეთში კი არ მუშაობს,რუსებზე(პუტინზე)მუშაობს გაიგე?
555
02 აპრილი 2024 21:45
4
ანუ თუ მოსკოვში მუშაობს, გადაგვარებულია? რა გეშველებათ ამდენ ტვინით უბედურებს!
ნინი
02 აპრილი 2024 19:00
29
გინდოდა გეთქვა ქართველებს და მონღოლებს ერთი გენეტიკა აქვთ?
svani
02 აპრილი 2024 18:38
10
სვანო არ გეკადრება უაზრო და ქალივით ენის ფხანა! სვანებს რომ გაქვთ, მეომართა, მებრძოლთა ვაჟკაცური გენეტიკა იმას მოფრთხილება უნდა გახსოვდეს ეს!
კოტე
02 აპრილი 2024 19:07
22
რა ქაჯები ხართ ბიჭო! კაცს გაუხარ და მოგვილოცა! კლავიაოტურის ნეფხვებო აქ რო ნთხევთ ღვარძლს, რომელსგაქვთ რამე სიკეტე გაკეტებული ან საამაყო საქმე ქვეყნისტვის>! კი ზუსტადაც რომ დსთს ქვეყნების მენტალობა და ფესვები გაქვს და არა ნედერლანდელების ან შოტლანიდელების და ფრანგების!
ლაშა
02 აპრილი 2024 18:20
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული