ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა.

"ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამდენმა მეგობარმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომილოცა. ეს ადასტურებს, რომ გენეტიკურად ჩვენ ერთი ვართ. ჩვენ ქვეცნობიერად ვნერვიულობთ ერთმანეთზე და ეს ძალიან მომწონს. როდესაც ჩვენი გუნდი ევრო 2024-ზე გავიდა, იმავე ღამეს დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნიდან ბიჭებმა დამირეკეს და მომილოცეს.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ყველა გაახარა. ყველგან დადებით ემოციებს ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამო.

ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საქართველოს სოციალურ მხარეზე, ეკონომიკაზე, სწავლაზე,
მუშაობაზე. ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა! მიხარია არა მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, არამედ ის, რომ მან გააერთიანა ხალხი და საზოგადოებაში დადებითი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა.

მე და ჩემი ქართველი მეგობრები მოსკოვში შევიკრიბეთ, ერთად ვიყავით და ვღელავდით. რა თქმა უნდა, ემოციები გამოვხატეთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლებოდა. ძნელია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რადგან ქართული ფეხბურთი უკვე 30 წელია ამისკენ მიდიოდა. ეს ბევრი ღირს", - განუცხადა ზოიძემ Metaratings.ru-ს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 64 /
აქ დაწერილ ზოგიერთ კომენტარს რომ ვკითხულობ არც მიკვირს ამ კაცის. მარტო მაგი არ თვლის თავს რუსული დნმ-ის მქონედ. აქაც ბევრნი ხართ რუსეთის მონები.

როგორ შეიძლება იმ ერზე თქვა ერთი დნმ გვაქვსო რომელმაც ტერიტორიები წაგართვა, სახელმწიფოებრიობა გაგიუქმა, ეკლესია წაგიბილწა და გადაგიღება, პატრიარქები და მღვდლები დაგიხოცა, 400 000 თანამემამულე დევნილად გიქცია და დაგიხოცა, ქალები გაგიუპატიურა და ბავშვები აწამა.

ვაი თქვენს პატრონს თქვე ტვინგამორეცხილებო.
dd
02 აპრილი 2024 21:27
14
გეთანხმები მაგრამ თურქეთმა რო უქნა საქართველოს რაის რუსეთი...ქრისტიანები რო ვართ და არა მუსლიმანები ეს კი ყველამ ვიცით ვისი დამსახურებაც არის დანარჩენი შენთვის მომინდიაა მე რუსეთი საერთოდ არ მაინტერესებს და სულ არ მიყვარს მაგრამ სიმართლეს რო თვალი გავუსწოროთ თურქები ისტორიულად ყველაზე დიდი მტერი იყო საქართველოსთვის და არის კიდევაც..თვალებიდან ცრემლები მომდის თურქეთის ახლანდელ და წარსულში ჩვენს ტერიტორიაზე რომ ჩავედი... სამცხე ჯავახეთზე და აჭარაზე დიდი ოცნებები და გეგმები აქვთ...ისტორია თუ არიციი გადახედე და კარგად წაიკითხე მაგრად არ მაინტერესებს კიდევ გეუბნები რუსები მარტო (((ანწუხელიძეს)) გმირობას არ შევარჩენ მაგათ სულ რომ არაფერი იყოსსს.......სხვათაშორის ევროპაში ყველა რუსად გვთვლის მაგის გულისთვის სამსახურიდან წამოვედი ჩხუბი მომივიდა რუმინელთან რუსკის მეძახდა 3-ჯერ ვუთხარი მე ვარ ქართველი გერმანულ ენაზე რო ვერ გავაგებინე შემდეგ კი მოხდა მოსახდენი..
სიმართლე
02 აპრილი 2024 22:45
22
პუტინი და მისი ბანდა ჭირივით მეზიზღება, მაგრამ მენტალურად რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ეგ ფაქტია. არ შეიძლება ჩვანი, რუსების, უკრაინელების მტრობა, ეს ბოროტება იმ არამზადებისგან მოდის, დღეს რომ რუსეთი ჩაიგდეს ხელში.
ისე კი, პუტინმა, სტალინმა, ლენინმა, ხრუშოვმა, ბრეჟნევმა იმდენი ბოროტება გაუკეთეს რუს და უკრაინელ (ანუ სლავიან) ხალხს, რომ ჩვენ მათთან შედარებით კიდევ იოლად გადავრჩით.
ადრე თუ გვიან, რუსეთი განთავისუფლდება ამ ბანდიტებისგან, და ნორმალური ქვეყანა გახდება. ასე რომ არ გვინდა რუსების გინება, ჩვენი მტერი მკვლელი ბანდიტი პუტინია, და არა რუსი ხალხი.
ixvi
02 აპრილი 2024 22:29
17
ყველა გამოხმაურება
შენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგათთან არანაერი გენეტიკური კავშირი არ მაქვს და არც მომავალში ვისურვებ!
გაუწელე კარგად ელარჯი და შალახო უცეკვე, არქიფოსაც ესიამოვნება და გადმოგიგდებენ ლუკმას!
ბესო
02 აპრილი 2024 19:15
23
ჩემი ძმა მაგი მეგრელი არ არის და ელარჯს რატო გაუწელავს, მაგან ბრანო აჭამოს და.
მალხაზ ჯობავა
02 აპრილი 2024 19:30
6
პირადად მე ვერაფერ რუსულს ვეღარ ვიტან, რუსულ ტექსტსაც კი თვალს ვარიდებ და რუსული საუბარიც მაღიზიანებს. ეს იმიტომ რომ ქართული დნმ-მაქვს. აქ შენს დნმ-შია პრობლემა ბატონო ზოიძევ. და საერთოდ ვინ გაძლევთ რჩევებს რომ ასე ესაუბროთ ქართველებს და უახლესი სისხლიანი ისტორია დაავიწყოთ ნაძირალა რუსეთთან მებრძოლ ერს? მოკლედ ეგრე გადაეცი შენს მრჩევლებს: მაგ საქმიდან არაფერი გამოვაო, ახსოვთოო....
ზურაბ სუხაშვილი
02 აპრილი 2024 22:53
18
,,ხუხაშვილი" რომ ხარ , უკვე გასაგებია რომ ,,მაგარი " ხარ .
ტარიელი
02 აპრილი 2024 23:33
18
Რუსულ გაზსს იტან?რუსულ პურს,ხორცს,ზეთს?
მაშინ დავიჯერებ შენ სიტყვებს(ბრახა ბრუხს) ზამთარში რუსული გაზით თუ არ გათბები.რუსულ პურსზე უარს იტყვი და დავიჯერებ შენ პატრიოტიზმს ყოველ დღე თუ არა თვეში ერთხელ ანწუხელიძის საფლავს მოინახულებ.რუსული ტექსტი ეჯავრება ბიჭს.მერე აიღე ბილეთი და წადი უკრაინაში შენი ზიზღი რუსების მიმართ საქმით დაამტკიცე,მაგრამ მაგას ხო დიდი ერთი ადგილი უნდა,კლავიატურის ლომობა კი ადვილია
ზურაბ სუხაშვილო
03 აპრილი 2024 06:07
13
ასეთი უნამუსო და გაყიდული ადამიანები ქართველობას რო იჩემებენ სირცხვილია. ნამდვილი ქართული არასოდეს იტყვის გენეტიკურად ერთნაირი ვართო თან დსთ-ს ქვეყნებთანო!!! ქართული გენი მთელ მსოფლიოში უნიკალურია შე გამყიდველო!
ვახ
02 აპრილი 2024 16:12
9
უნიკალურები რომ ვართ მაშინაც უნდა გაიხსენოთ, ევროპელები ვართო რომ გაჰკივიხართ და სასაცილო ისაა რომ იმ ევროპელების დიდმა უმრავლესობამ არც კი იცის საქართველო თუ არსებობს
***
02 აპრილი 2024 18:58
15
შენ თუ საქოცეთის მონა არ ხარ და საქართველოს ისტორია ცოტა მაინც იცი, ეგ სისულელე როგორ უნდა თქვა.
ზუსტადაც რომ საქართველო იდგა ევროპული რენესანსის სათავეში, ზუსტად თამარ მეფის და რუსთაველის ეპოქის გაგრძელებაა ევროპული დემოკრატია და კულტურა.
???-ს
02 აპრილი 2024 21:17
4
ბომჟი ღრუსები ალბათ შენი გენეტიკური სანათესავოა, ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობ.
ქართველი
03 აპრილი 2024 09:21
7
თუ შენ ქართველი ხარ, ალბათ ნაბიჭვარი ქართველი ხარ და სწორედ შენ არ გაქვს უფლება გვარის ნაცვლად "ქართვლი" მიაწერო, შენს ნაბიჭვრულ ნააზრებს.
ჟორა
03 აპრილი 2024 12:15
2
ქართველობა ნეტა რა გგონია?! ქართველობა ღირსეული კაცობაა, ქვეყნისთვის სიკეთის ქნა და ერისადმი სიყვარული! შენ ალბათ ძარღვებში თურქის ან სპარსელის სისხლიც გიჩქეფს და რუსებზე იმიტომ გფოთლავს! რუსებისგან ცუდი თუ გახსოვს, ისიც უდნა გახსოვდეს ქართველს, რომ ფაქტიურად გაქრობისგან გადაგვარჩინეს! აი ბესო ზოიძეს კი იმდენი სიკეტე აქვთ ტავის ქვეყნისთვის გაკეტებული რომ ჯობს გაიგო ვინაა და მერე მოაღო მყრალი პირი!
ლადო
03 აპრილი 2024 10:27
17
მე არანაირი გენეტიკურად არ ვთვლი თავს მაგათან და შენ აშკარად რუსი ხარ უკვე არანაირად ქართველი
გენეტიკურად არადა კვახი
02 აპრილი 2024 20:41
14
Რუსეთუმე,რუსეთუმე,რუსეთუმეეე...
Ის გამახსენდა-ირაკლი წერეთელმა გუმბარიძეს რო უთხრა-კაგებეს აგენტი ხარო.
Კაგებეს აგენტი შენა ხარ,მე კაგებეს გენერალი ვარო უპასუხა.
Ხელის გულზე დევს ვინ გაკეთა რუსეთის საქმე,რომელზეც 20 წელი ოცნებობდა რუსეთი და რუსეთში მაცხოვრებელ ადამიანს ვლანძღავთ,რომელიც რუსეთის ნაკრების მწვრთნელია.თავდაყირა ერი გავხდით.ზიზღი და შური გვახრჩობს,ჩიტებივით ვხოცავთ ერთმანეთს ნარკოტიკით,იარაღით და ა.შ.მეზობელი მეზობელს გამარჯობას არ ეუბნება და კაი დედისა და მამის შვილი ხარ ქუჩაში ძაღლს დაუყვირე-დედაბუდიანად გადაგწვავენ.აკი იმიტომაც ვართ ერთ ადგილას.
Სლავა უკრაინე
02 აპრილი 2024 18:57
33
აშკარად "მენტალურად" უნდოდა ეთქვა და "გენეტიკურად" გამოუვიდა. ოღონდ ამას შემთხვევითობას არ მივაწერდი; თავად რისკენაც მიისწრაფის, ანუ გენეტიკურად გადაგვარებისაკენ, ის თქვა ზუსტად.
გიო
02 აპრილი 2024 18:46
7
ანუ თუ მოსკოვში მუშაობს, გადაგვარებულია? რა გეშველებათ ამდენ ტვინით უბედურებს!
ნინი
02 აპრილი 2024 19:00
29
ნინი,რუსეთში კი არ მუშაობს,რუსებზე(პუტინზე)მუშაობს გაიგე?
555
02 აპრილი 2024 21:45
4
არ იცის ალბათ გენეტიკა რას ნიშნავს.
სომეხი,აზერბაიჯანელი,ბელორუსი,ყირგიზი-ამათ თუ რამე საერთო გენეტიკურ შტრიხს იპოვი და მერე ქართველისას მიამსგავსებ მართლა молодец შენ
Levani
02 აპრილი 2024 17:53
7
ამ ჯიგარმა სავარაუდოდ არ იცის "გენეტიკის" მნიშვნელობა.
gionat
03 აპრილი 2024 10:16
5
"გენეტიკურად ძმები " რას ნიშნავს? გამოდის ჩვენც რუსებივით მონღოლოიდური წარმომავლობა გვაქვს? ამ უცოდინარ ქართველს, იქნებ შეახსენოთ საიდან მოვდივართ და ვინ ვართ ქართველები.
მარი
03 აპრილი 2024 11:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული