ჩეხების ჩაწოდებები და "კვარა" მათი მთავარი საფიქრალი - ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი...

AutoSharing Option
"ერთა ლიგას" ჩეხეთის ნაკრების მასპინძლობით ვიწყებთ. ევრო 2024-ზე მათ ისტორიაში პირველად შევხვდით და დავინახეთ, ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური გუნდია.

თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა - გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)...

ევროპის ქართველი ჩემპიონები...

Sportall.Ge

1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. ჯერ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დამატებით დროში აჯობა, ფინალში კი ფავორიტად მიჩნეული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერია მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან
"პანენკას პენალტი" დღეს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომელი სტილიც ჩეხოსლოვაკმა ფეხბურთელმა დაამკვიდრა.

თუკი ამ წელს ფინალში თერმეტმეტრიანების სერია პირველად ვიხილეთ, 1996 წელს გადამწყვეტი შეხვედრა უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის ნაკრებმა ჩაატარა და (გაერთიანებულ) გერმანიასთან "ოქროს გოლით" დამარცხდა. ეს მაშინ პირველი შემთხვევა იყო. გოლი ოლივერ ბირჰოფმა გაიტანა. დღეს ეს წესი აღარ მოქმედებს (აღარც ვერცხლის გოლი) და დამატებითი დროის ტაიმები ბოლომდე ტარდება.

პანენკას პენალტი

Sportall.Ge

ჩეხეთის დღევანდელი ნაკრები საინტერესო გუნდია და ევროპირველობაზე მანამდე ხშირად შედეგიანი. 2020 წლის ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, აშკარა ფავორიტად დასახელებულ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში აჯობეს. საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. ჩეხეთის ნაკრები ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელთანაც ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს ეთამაშა, მოკლე დროში კი მეორედ შევხვდებით. საკლუბო დონეზე მათთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული კლუბები ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდნენ და ამ გზაზე თბილისის "დინამომ" პრაღის "სლავიას" აჯობა, 18 წლის ჯაბა კანკავამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.

ბირჰოფის "ოქროს გოლი"

Sportall.Ge

დაპირისპირება ცენტრში

ჩეხეთის ნაკრების მთავარი კაცი მოედნის ცენტრში მოქმედებს. აქაა "ვესტ ჰემის" 29 წლის ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი, რომელიც ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული და მისი თამაში შედეგზე დიდადაა დამოკიდებული (პრემიერლიგის საწყის სამ ტურში უკვე გაიტანა). ამჟამად ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულია გამთამაშებლის ფუნქციებით დაჯილდოებული, "ფიორენტინას" შუახაზელი, 29 წლის ანტონინ ბარაკი, რომელიც ნაკრებში პროდუქტიული და შედეგიანია. მან ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაშიც მხოლოდ 10 წუთით ითამაშა. გვახსოვს, ჩეხებმა ფლანგები და ჩაწოდება რა აქტიურად და სახიფათოდ გამოიყენეს, გიორგი მამარდაშვილმა არაერთხელ გვიხსნა.

22.06.2024. საქართველო - ჩეხეთი 1:1

Sportall.Ge


კვარაცხელიას შეჩერება

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე კვლავ ბევრი ფიქრი მოუწევს. ასე იყო ივნისშიც. ჩეხური კლუბები ევროტურნირებს შეეჩვივნენ და დაცვაში "სლავიასა" და "სპარტას" ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ეს გუნდები უკანახაზელების განსაკუთრებული თამაშით არ გამოირჩევიან. ჩეხები, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობენ და უნდა ვიფიქროთ, რომ შეტევაში ყველგან მოძრავი "კვარას" ირგვლივ ისევ რამდენიმე მეურვე იმოქმედებს, რაც ჩვენი მოწინააღმდეგის შეტევის რესურსს ამცირებს.

საქართველო-ჩეხეთი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" (27 223 მაყურებელი) ჩატარდება.

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩეხეთთან - ველით 4 ცვლილებას!..

altისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 36 /
რომ ვიძახი zura222. ქართველი არ არის მეთქი არ გჯერათ? ნახეთ მისი კომენტარები და მიხვედრა ადვილია. . ეს სულით რუსი ხვიჩაზეც და ყველა ფეხბურთელზეც ადვილად წერს საზიზღრობებს. ხანაც ამას სხვისი სახელით აკეთებს, მათ შორის ჩემი სახელითაც. ქართველებს გულის სიღმრეში იმდენად გვინდა და ვოცნებობთ წარმატებწზე, რომ ასეთ საზიზღრობებს არასოდეს არ ვწერთ.
G.LA
21:32 11-06-2024
3
პირველი ადგილით გავალთ ჯგუფიდან.
ვაჟა
21:21 11-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული