კვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

AutoSharing Option
ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ კუმირს, უკვე 39 წლის კრიშტიანო რონალდოს დაუპირისპირდეს და ამის შანსი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩშია - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ნეიტრალური გულშემატკივრების აშკარა ინტერესს გამოიწვევს.

ერთ დროს ჩვენს ნაკრებს ასეთი ხელწერა ჰქონდა, ფავორიტების წინააღმდეგ უკეთ თამაშობდა და იბრძოდა. "ჯვაროსნების" დღევანდელმა თაობამ, პირველ რიგში, მოსაგები თამაშის მოგება ისწავლა და ევროზეა, ახლა კი ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და ვნახოთ, პორტუგალიის კალიბრის ნაკრებთან რას
შემოგვთავაზებენ.

ბუნებრივია, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური განსხვავებულია, გუნდებმა უფრო მეტი იციან, თუ რა სჭირდებათ პლეი-ოფში გასასვლელად, თანაც,  იმ ფონზე, როცა ექვსი ჯგუფის მესამეადგილოსნებიდან მერვედფინალში ოთხი გავა. თეორიულად რომ დავუშვათ, პორტუგალიელებს ბოლო ტური არაფერში სჭირდებოდეთ და ჩვენ წინააღმდეგ მეორე შემადგენლობა ვიხილოთ. ეს ხშირად გუნდის მოტივირებას უფრო ზრდის, რადგან სათადარიგო ფეხბურთელებს თავის გამოჩენა სურთ.

2016. ევროპის ჩემპიონი პორტუგალია

Sportall.Ge

2016 წელს, როცა რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა პირველობა მოიგეს, ჩემპიონატი ახალი სისტემით პირველად ტარდებოდა. პორტუგალიელებმა ჯგუფში სამივე დაპირისპირებაში ფრედ ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ასე გავიდნენ. ამას პლეი-ოფში ძირითად დროში ფრეებიც მოჰყვა, საბოლოოდ კი ფინალში, სუპერვარსკვლავის ტრავმის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვეს. 2016-ში პორტუგალიელებმა თუ მასპინძელ ფრანგებს მოუგეს, 2004 წელს საკუთარ ქვეყანაში საბერძნეთთან ორჯერ დამარცხდნენ და მოულოდნელად, ტიტული მათ გაატანეს...

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2007-08 წლების სეზონის ბოლოს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. 23 წლის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, ძირითადად, უჩა ლობჟანიძე თამაშობდა. მაშინ ჩვენს გუნდს პეტერ სეგრტი წვრთნიდა და 0:2 დამარცხდა. მეკარე გიორგი ლორიას დებიუტი შედგა. მალე "ჯვაროსნები" ექტორ რაულ კუპერმა ჩაიბარა.

პორტუგალიელებს ბელგიის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტო მარტინესი წვრთნის. თუკი მანამდე პრაგმატული ფერნანდო სანტუში ავარჯიშებდათ, ახლა სტილი შეეცვალათ, მაგრამ რამდენად იქნება ეს წარმატების მეტად მომტანი, რთული სათქმელია. პორტუგალიელებს ყველა რგოლში უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავთ, მათი დიდი შემტევი რესურსი კი, წინა წლების სტილიდან გამომდინარე, მაინც ჩაკარგული იყო. საქართველოს ნაკრები მათ წინააღმდეგაც თავს ბოლომდე დადებს, ამის გვჯერა!..

დებიუტანტი. საქართველოს ნაკრები

Sportall.Ge

ხორვატიასთნ (1:2) მარცხის შემდეგ ირლანდიასთან (3:0) უკვე ხუთმცველიანი პორტუგალიის ნაკრები ვნახეთ, კრიაშტიანო რონალდომ კი დუბლი შეასრულა.

პორტუგალიის ნაკრების ყველაზე ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული: კოშტა (პორტუ) - დალო (მანჩესტერი), დიაში (სიტი), პეპე (პორტუ), კანსელუ (ბარსელონა) - ნევეში (ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ), ბრუნო (მანჩესტერი) - სილვა (სიტი), რონალდო (ალ ნასრი), ფელიქსი (ბარსელონა) ან ლეაო (მილანი).


საქართველო-პორტუგალია დორტმუნდის შემდეგ რურის მიწის მეორე დიდ ქალაქში, გელზერკირხენში შედგება. "ფელტინს არენაზე", რომელიც 62 271 მაყურებელზეა გათვლილი, ერთ დროს ლევან კობიაშვილს მშვენიერი კარიერა ჰქონდა და აქ ლევან ყენიაც ასპარეზობდა. შეხვედრის ჩატარების დროა 26 ივნისი, თბილისის დროით 23:00 საათი.

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეჭვი მაქვს (და სურვილიც),რომ პორტუგალია ჯგუფში ორივე საწყის თამაშს მოიგებს და ჩვენთან მეორე შემადგენლობით ითამაშებს. ხვიჩასთან ბოდიში, მაგრამ შესაძლოა ამ მიზეზის გამო მისი რონალდუსთან დაპირისპირება არ შედგეს.
სიმენონი
12 ივნისი 2024 20:14
0
რონი რო უდიდესი ფეხბურთელია ეგ რო საკამათო გახდება მავანისთვის უნდა დაანებო თავი.

შეუჩერებელი. მიზანსწრაფული. პროფესიონალი.

რა რეკოდრები დადო მესის ეპოქაში.
ყველამ აღიაროს რომ რატომღაც საფეხბურთო სამყარო თუ მართველი ეშელონები ყოველთვის მესის ლობირებდენ და მიუხედავად ამისა არაფრით ჩამორჩა მესის.
დადო 5 ოქროს ბურთი და 5 ჩემპიონთა ლიგის თასი. უამრავი რეკორდი.
რო არა ფაქტობრივად შეთქმულება მის წინააღმდეგ კდევ ბევრს მიაღწევდა და ევროპაში კიდევ შეზლებდა 2 სეზონი გაეტარებინა. კერძოდ არაფრით იყიდა ბაიერნმა. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ფინასნურად თუ საფეხბურთო კუთხით მომგებიანი იქნებოდა მათთვის რონის მისვლა.
d
12 ივნისი 2024 16:42
0
ხვიჩამ უნდა გაიტანოს 2 გოლი პორტუგალიასთან თუ უნდა კრისტიანო შემოიყვანონ გასაყაიმებლად.
G.LA
12 ივნისი 2024 15:46
3
რაᲗა 2? მაᲨ რამდენი? 3! რაᲗა 3?...
აგი
12 ივნისი 2024 19:53
0
ერთმა თქვა რო რონალდუმ ჰეთრიკი შეასრულაო და რონალდუს კლასი დაუწუნეს. შეედავნენ იმ კარგ მთქმელს და როცა არაადეკვატურობაზე მიუთითებ,იმ ნახევარ გრამ ტვინსაც კარგავენ. კაი,დავუშვათ,არაბეთი საზომი არ არის,რა არის საზომი,მეორე ბუნდესლიგა? რო გააღმერთეთ ბუდულია და მისი გოლებით ამაყობთ,ხომ არის ასე? მერედა,გუშინ დუბლი შეასრულა ირლანდისთან,გაუტანა ლივერპულის მეკარეს,მეორე მეკარეს,თუმცა მაღალი კლასის კიპერია. იმას რო თავი გავანებოთ,რონალდუ არის რეკორდსმენი ნაკრების დონეზე,როგორც ჩატარებული თამაშებით,ისე გატანილი გოლებით. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? 130 გოლი აქვს გატანილი და ეს საკმარისი არ არის? იგივე მესის 102 გოლი აქვს ნაკრებში. მესი არის ამ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი,ხოლო საუკეთესო გოლიადორი არის რონალდუ. მე გეუბნებით ამას ლივერპულის ფანი,არანაირი სენტიმენტები რონალდუზე არ მაქვს,თუმცა უმაღლესი დონის პროფესიონალი და ფეხბურთელია.

რაც შეეხება თამაშს,ნეიტრალური ქომაგი მაგ თამაშს დიდი ალბათობით არ უყურებს,ნუ ევროპაში თავს მაგით არავინ მოიკლავს დიდად. ყველა ჩვენსავით ნუ გგონიათ,ყველა თამაშს რო ვუყურებთ და ინფორმაცია გვაქვს,ეგრე არ არის ევროპაში. მერედა შეიძლება რონალდუმ საერთოდ არ ითამაშოს,თუ პორტუგალია ორივე თამაშს მოიგებს,მეორე შემადგენლობით გამოვა,რამეთუ ყველა უნდა ათამაშო ტურნირზე. ჩვენს ბედად,ლოგიკურად ეგრეც იქნება და გადაგვივლიან. ფეხბურთელი ფიქრობს და ამბიცია აქვს ძირითადზე,ვერ ხვდება ძირითადში და ის ყველაფერს გააკეთებს რო თავი გამოიჩინოს. ამოარჩიეთ პორტუგალიის ფეხბურთელები,გაყავით ძირითად და სათადარგებად,რომელი გაწყობთ? არცერთი სავარაუდოდ. ლეაო გინდათ,ფელიში თუ ჟოტა? რუბენ ნევეში თუ ვიტინია... მოკლედ,იმედი ვიქონიოთ რო ხასიათზე არ იქნებიან,თორე დაგვარბევენ ისე,როგორც მერაბიშვილი არბევდა ხოლმე მიტინგებს.

პ.ს. რატომ არ დაინტერესდებიან ევროპელები? ეგ ხალხი საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავენ.წინა ევროპაზე,ფრანგი ფანები ბუდაპეშტის ნაცვლად ბუქარესტში ჩავიდნენ და იქ ელოდნენ თამაშს.ასეთია თანამედროვე ევროპა,გააჩერე ნებისმიერი ქართველი და გეტყვის ევროპის ქვეყნების დედაქალაქს,ხოლო გააჩერებ ევროპელს და შეიძლება ვერ გითხრან საქართველოს დედაქალაქი.ამერიკაშიც არ არის ასეთი რა უცხო,ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ჯერ კანონზე გამჭვირვალობაზე ბრძანება მიიღო,ინიციატივა წარადგინა და მერე დაბლოკა,რადგან ბლინკენმა საქართველოზე თქვა,რუსული კანონიაო და იმ გუბერნატორს თავისი შტატი ეგონა. ასეთი ამბებია მსოფლიოში.
იასონას უდარი
12 ივნისი 2024 11:37
12
უმუშევარი ხარ? ამდენი რამ დაგაწერინა?
უდარას
12 ივნისი 2024 12:56
6
პირველ ორ თამაშს მოვიგებთ. მესამეში სანიოლი ძირითად ფეხბირთელებს დაასვენებს. სიგუას მიეცემა შანსი, და გამოიყენებს შესანიშნავად.
რეალობა
12 ივნისი 2024 11:13
10
შენ პირს შაქარი!
alexandre
12 ივნისი 2024 13:26
1
არაბეთის ჩემპიონატი ფეხბურთის ცოდნაზე თუ გვაქვა პრეტენზია, საზომად რატომ უნდა მოგვყავდეს. ეგრე უბანში რომ ათამაშო, იქ შეიძლება 7 გოლი გაიტანოს და ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, ისევ ის ძველი რონალდოა. სხვა სისწრაფეა ტოპ ჩემპიონატებში და მცველების და მეკარეების სხვა დონე, თორემ თემურ ქეცბაიაც კი ანგრევდა 37 წლის ასაკში კვიპროსის ჩემპიონატს, მაგრამ ის თემური აღარ იყო, აეკში და ნიუკასლში რომ თამაშობდა
დავით 67-ს
05 აპრილი 2024 15:46
6
შენთვისაც მოიძებნება რამე თუ გინდა
gggg-s
12 ივნისი 2024 13:43
4
რატომ ამცირებ ადამიანს? რა თქვა არასწორი? მეეზოვეს ძალიან მაღლიდან ნუ დახედავ, ბევრს ინტელექტი და ზრდილობა-აღზრდა მეტი ექნება, თავკერძავ.
gggg
12 ივნისი 2024 13:13
2
ყველა გამოხმაურება
სად გააკეთა მერე ეს ჰეთ-თრიკი მაგას არ ააქ მნიშვნელობა? თუ ასე მაგარია რატო მანჩესტერში ვერ აკეთა ჰეთ-თრიკები, თან მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო.
დავით 67-ს
04 აპრილი 2024 18:55
14
დამავიწყდა ბოლოს მიმეწერა კომენტარზე მესის ფანები ნუ გამომეხმაურებით თქო.
დავით 67
05 აპრილი 2024 16:01
5
კვარაცხელიას რონალდომდე ბევრი აკლია მარტო ტელევიზორში ლაყაფში უსწრებს!!ასე რომ ივარჯიშე ხვიჩა
გიო
04 აპრილი 2024 13:32
51
ერთ რამ არ მომწონს, ხვიჩა უკვე იმდონეზეა, რომ არ შეჰფერის ვინმეს, როგორც კუმირს ისე შესციცინებდეს. მაისურს ვთხოვ თუ მომცემსო, რას ნიშნავს თუ მისცემს, რა აქ სახვეწარი, კი ბატონო შესთავაზოს გაცვლა თანასწორ უფლებიან საფუძველზე, წესით თავადაც უნდა გაუხარდეს ხვიჩასთან მაისურის გაცვლა, მარა ეგ ისეთი ამპარტავანია რას გაიგებ.
რრრ
04 აპრილი 2024 12:09
23
ამით ხვიჩამ თავისი ღირსება უფრო ასწია, ანუ თავისი თავმდაბლობით.
ელენე
12 ივნისი 2024 17:11
1
მე არ ვიცი რა როლი გაქვთ, მაგრამ აუცილებელია სტატიაში შეცდომა ეძებოთ და თანაც, სისულელე? ჯერ იქნებ ესპანელი და პორტუგალიელი სილვა გაარჩიოთ, მერე ოხრახუში და ქინძი და ამის შემდეგ დააკომენტაროთ
როლი-ს
04 აპრილი 2024 11:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული