"საბერძნეთთან მატჩს მოსკოვში ვუყურე, მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო, რაც ამ ქვეყანაში ვნახე... ჯიქია ახლა ნანობს, რომ..." - ინტერვიუ ზაზა ჯანაშიასთან

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ metaratings-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას მოსკოვში ვუყყურე. ქართულმა დიასპორამ მიმიწვია, რომლებიც ფეხბურთში ძალიან კარგად არიან გარკვეულნი.

მატჩის დროს ისეთი ემოციები იყო, კინაღამ ერთმანეთი დავხოცეთ. უკვე სამი თვეა მოსკოვში ვარ. ცოტა ხნის წინ ვეტერანებში სათამაშოდ მიმიწვიეს. აქ ცოტახანს კიდევ დავრჩები. 

ქართველებმა წვეულება და წარმატების აღნიშვნა კარგად იციან. უბრალოდ, მიზეზი მოგვეცით! საბერძნეთთან თამაშის შემდეგ მიხეილ აშვეთიას დავურეკე, გამარჯვება საქართველოს დედაქალაქში ყველა ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა იზეიმა.

იქიდან
ბიჭებმა მკითხეს, როგორ უყურებდა მოსკოვში ხალხი ჩვენს მატჩს. მე მათ ვუთხარი, რომ იმ საღამოს მთელი მოსკოვი და მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო.

ვნახე თუ არა "ტელეგრამის" არხებზე რუსების მიერ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები? - დიახ, ჩვენ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა!

რაც ვნახე რუსეთში, მშვენიერი იყო! აქ ყველამ თქვა: "მოდი, საქართველო, შენ ჩვენთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე საბერძნეთი".

ის ქართველებიც კი, რომლებიც მატჩს ჩემთან ერთად უყურებდნენ, ისხდნენ და გაოგნებული იყვნენ რუსი ხალხის მხარდაჭერით. მაგარი იყო! ცხოვრებაში არაფრის მეშინოდა, მაგრამ მატჩის დროს ძალიან მეშინოდა და ვკანკალებდი. მოედანზე ისე არ ვნერვიულობდი, როგორც საბერძნეთთან თამაშის დროს. მაგრამ ეს ემოციებია.

ვესაუბრე თუ არა მატჩის შემდეგ კალაძეს? - არ მილაპარაკია. ის თბილისის მერია, კახა ხალხთან ურთიერთობს, მის მცხოვრებლებს კალაძე ძალიან უყვართ. ის დიდ საქმეს აკეთებს ფეხბურთის და ზოგადად, სპორტისთვის. მისნაირი საქართველოში კიდევ ორი-სამი ადამიანი გვჭირდება.

თბილისელები მისით ძალიან კმაყოფილნი არიან, კახი ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის. მისი არჩევის შემდეგ ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდა. კახა კარგი მერია!

რატომ არ დარჩა ფეხბურთში და წავიდა პოლიტიკაში? - ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს პოლიტიკაშიც.

ეს ბევრს ამბობს. კალაძე ახლა კარგ კომპანიაშია და ქალაქს უფრო ალამაზებს. ვფიქრობ, ის კარგად არის თავის ადგილზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ, პრობლემას ვერ ვხედავ. დიახ, ჩვენი ჩემპიონატი სუსტი დონისაა, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი ნორმალური გახდება.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის შეფასება? - ვფიქრობ, გასვლა შეგვიძლია! ბიჭები ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ უფრო გაუმჯობესდებიან.

როცა ფეხბურთელებს გამარჯვების გემო ესმით, ისინი კიდევ უფრო კარგნი ხდებიან. დიახ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ დიდი შედეგებისკენ ვისწრაფვით. საქართველო უკვე საფეხბურთო ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი კარგად იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის 50% გერმანიაში იქნება. მე თვითონ ვაპირებ წასვლას, ასი პროცენტით. ჩვენთვის პრობლემა არ არის ევროპაში წასვლა - ვიყიდოთ ბილეთი და გავფრინდეთ, ან ჩავსხდეთ მანქანაში და ავტომობილით გადავაადგილდეთ. ჩემი ზუგდიდელი მეგობრები ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში მანქანით წავიდნენ.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. თუ ევროზე წარმატებით ვითამაშებთ, მაშინ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ჩვენს ფეხბურთელებს. ჩვენ გვაქვს საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიკარგა. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სკაუტები ადგილობრივ ფეხბურთს მიაქცევენ ყურადღებას.

ნანობს თუ არა ჯიქია, რომ 2016 წელს რუსეთი აირჩია და არა საქართველო? - დიახ, ვფიქრობ, რომ ნანობს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის და რა იცოდა, რომ რუსეთის ნაკრებს ასეთ შეზღუდვებს დაუწესებდნენ.

მაშინ ვერ ინანებდა, ახლა კი ნანობს, რომ ევროზე არ ითამაშა. მას კარგად ვიცნობ, კარგი ფეხბურთელია. მართალი გითხრათ, ახლაც, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოვიპოვეთ, ჯიქიას დონის ფეხბურთელი გვაკლია", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 154 /
ზაზა ჯანაშია,გასაგებია,რუსეთში ბევრს აქვს საქართველოსადმი სიმპათია,ქართველებიც ბევრს უყვარს,მაგრამ ეს არის ადამიანურ დონეზე.რუსეთი,როგორც სახელმწიფო კი,სულ სხვაა.შენი მშობლიური სამეგრელოს ნაწილი,გალის რაიონიც რომ ფაქტობრივად რუსებმა მიისაკუთრეს.მაგის იქითაც რამდენი წაგვართვეს,ეგ არაფრად მიგაჩნია?მაგას უძახი,განსაკუთრებულ სიახლოვეს?
სოსო
04 აპრილი 2024 15:57
5
ჯანაშიას სიცრუე ვისი დაკვეთილია, ყველანი ადვილად მიხვდებით.
სინამდვილეში რას წერენ რუსები სოციალურ ქსელებში? აი ამას:
- ევროპის ჩემპიონატზე გავიდა რუსეთის ორი ოლქი - ტიფლისის გუბერნია და რუსეთის გარეუბანი (Тифлисская губерния и Окраина).
რეალობა
04 აპრილი 2024 15:52
20
რუსებს იმიტომ კი არ უხაროდათ, რომ ჩვენ ვუყვარვართ, არამედ იმიტომ, რომ თავისი საკუთრება ჰგონიათ საქართველო.
გიორგიპირველი
04 აპრილი 2024 15:43
18
როგორც ჩანს ლოგიკის ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული,პირდაპირ შესაშურია რა!
ლექსო
05 აპრილი 2024 14:18
1
ამერიკა პრიკაზებს გიგზავნის რომელი კანონები უნდა მიიღო და რომელი არა და რუსეთს გონიხარ თავისი საკუთრება? ლოგიკა სადაა?
???
04 აპრილი 2024 16:12
24
ყველა გამოხმაურება
სადაც სალაფავს დაუსხვენ იქაურობას რომ აქებენ იმ კატეგორიის ქართველია. აღარ დაუსხავენ და აღარც შეაქებს.
გია
04 აპრილი 2024 15:42
9
შენ ეს კაცი აქაურ არასამთავრობოებში ხომ არ გეშლება, უცხოეთიდან სალაფავებს რომ ურიცხავენ და ისინიც თქვლეფავენ რომ რევოლუცია გამაძღრებმა მოაწყონ
$$$$$
04 აპრილი 2024 16:17
14
აბა, კაცო, როგორ გაუმართლა საბერძნეთს რომ რუსეთისგან ჩვენზე შორსაა)
გიორგი
04 აპრილი 2024 15:39
7
Jigari xar zaza
Gio
04 აპრილი 2024 15:18
38
და ეგ ბიჭები ზაზიკ, საქართველოს აფხაზეთიანად გულშემატკივრობენ თუ აფხაზეთის გარეშე დარჩენილს? თუ მაგაზე ვაბშე არ ლაპარაკობთ, ეგ პილიტიკაა და თქვენ არ გეხებათ? ხალხი რა შუაშია, აფხაზეთი პოლიტიკოსებმა მიირთეს, ხალხს ეგ არც აინტერესებს, არა ზაზიკ? რუს ხალხს ძაანაც უყვარს ხინკალი-ხაჩაპური და ქართული პესნია, თან რა ქალები ყავთ, უუფ! უბრალო ხალხმა არც იცის რა თემაა ვაბშე აფხაზეთი, არა ზაზიკ? და შენ რომ აუხსნა, შენ რომ მოუყვე მაგ ხალხს ზაზიკ შენი ქვეყნის ნაწილს, აფხაზეთს რას უშვრება რუსეთი, რამდენი თანამემამულე მოგიკლა რუსეთმა და რამდენი გამოგიყარა საკუთარი სახლებიდან? მაგრამ მაიცა რა, პოლიტიკა არ გვინდა, პროსტა ფეხბურთით ვიკაიფოთ რა...
სავეტსკი სპორტი
04 აპრილი 2024 15:11
8
იმ "კანონის" არ იყოს, ერთი-ერთში ამერიკული კანონიიდან არის გადმოღებული, მაგრამ აქაური ლიბერასტა ნაცები, მაინც თავისას აწვებიან: რუსული, რუსული, რუსული. ესეიგი ამერიკული კანონიც რუსულია? გავეშებული კოდალა ალეკო, რო ცოფებს ყრიდა ეგ კანონი რუსულიაო, ვაი მართლა მაგის პატრონს? ვეკითხები გნაცებს: ასე რატომ გეშინიათ ამ კანონის? პასუხი მარტივია: გაიშიფრებიან თუ საიდან ფინანსდებიან, ეს მოლოტოვის კოქტეილების მსროლელები და მათი ოკეანის გაღმა, ბოსები! ვეთანხმები ბატონს! რო აგვისტოს ომი მაკ-კეინის თამადობით და მისი წაქეზებით წამოიწყეს აქაურმა ნაცებმა! ეგონათ ნატო-კატო დაეხმარებოდა, მაგრამ რითი დაგვეხმარნენ? ბაიდენას პამპერსებით! რუსეთს რო ატრიალებთ ყოველ ბრუნვაში, ამერიკაც მიაყოლეთ აგვისტოს ომის გამო, მაგრამ ნაც მონები მაგას იზამთ?
ქართველი კავკასიელი.
04 აპრილი 2024 16:43
18
მაკ-კეინმა თავისი საარჩევნო კამპანიისთვის საქართველოში 2008 წელს ომი წამოიწყო მაგრამ არცერთი ხმას არ იღებთ, იმიტომ რომ ამერიკას ხბოს აღტაცებით შეჰყურებთ მართლა მონური მორჩილებით და ხმის ამოღებას ვერ ბედავთ, მარტო რუსეთის წინააღმდეგ ამ კომენტარებში ხარ მაგარი ბიჭები! პასუხი მოსთხოვეთ მაკ-კეინს და ამერიკას აქ ომის წამოწყებისა და ჩვენი მოსახლეობის ჟლეტვისთვის!!! მტერს მარტო ჩრდილოეთით რომ ხედავთ, ოკეანის გაღმაც გაიხედეთ, თუ მეგდენს ვერ აზროვნებთ?!
"""""""""
04 აპრილი 2024 15:32
38
მაგრად გესმის ფეხბურთის გეტყობა, ჯიქიასნსირი ხალხი ჩვენს ნაკრებს არ სჭირდება,მასზე უკეთესი მცველები, ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ, რა მოგწონს ჯიქიაში ვერ ვხდები...
იკა
04 აპრილი 2024 15:07
9
აბა აბა პუტინიც ჩვენ გვბალეშიკობდა და ჟირინოვცკიც საფლავიდან.
ლომი
04 აპრილი 2024 15:05
6
რა საცოდავები ხართ, ერის მოღალატეებო.
ვაი, სირცხვილო!
04 აპრილი 2024 15:05
8
ეჭვიც არ მეპარება რომ სიმართლეს იძახის, არა ამერიკელები გიგულშემატკივრებენ საქართველო ჯორჯიის შტატი რომ ჰგონიათ
:::::::
04 აპრილი 2024 15:10
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული