დე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს, ოღონდ კონტრაქტში სპეციალურ პუნქტს შეიტანს.

"დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს ხვიჩას ეკონომიკური თვალსაზრისით და კონტრაქტში კორექტირება მალე შევა. ახალი შრომითი ხელშეკრულებით ქართველი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახლა კი მისი გასამრჯელო 1,2 მილიონია.

"ნაპოლის" პრეზიდენტის იდეა და შეთავაზება იქნება, რომ კონტრაქტში შევიდეს გამოსასყიდი თანხის პუნქტი. იმ გუნდს, რომელსაც კვარაცხელიას შეძენა მოუნდება, 150 მილიონი ევროს გაღება მოუწევს და შესაძლოა, ეს შრომით ხელშეკრულებაშიც ჩაიწეროს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ანუ, გამოდის რომ დე ლაურენტისი ავითარებს შემდეგ ლოგიკას - ოსიმენი, რომლის გასამჯელო 10 მილიონია წელიწადში, გამოსასყიდ თანხად უდევს 120-130 მილიონი და კვარაცხელია, რომლის ხელფასიც 4 უნდა გახდეს (გახდება თუ არა ესეც არ ვიცით) გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი უნდა ეწეროს? ბნელა იბიომატ???
pablo
13:07 11-04-2024
2
შემხვედრი წინადადება -წელიწადში 15 მილიონი ევრო ხელფასი და გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო! სხვა შემთხვევაში აურელიო, იდი ნა ხ...ი!!!

ხვიჩა თავს უშველე !!!
Ზაზა
13:41 11-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული