მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.
„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე,
შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატება ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატება ვუსურვო. ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვა. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...
ქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას
ისე კომენტარებიდან ჩანს რომ ერი ვაზროვნებთ და იმედია არჩევნებზეც დავაფიქსირებთ ჩვენს ხმას. შეიძლება ისეთი ხარისხის ოპოზიცია არ გვყავს რომ ვისურვებთ, მაგრამ ის მაინც არის რომ ევროპული მიმართულება აქვთ და ბოლობოლო ხალხს ხელს არ შეგვიშლიან ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირში რომ ვიქნებით ვეღარ მოვლენ გაუნათლებელი და უნამუსო მედღეულები ხელისუფლებაში.
2. გავყიდდი და/ან გავასხვისებდი საზღვარგარეთ არსებულ ქონებას ;
3. ამის შემდეგ,
დავგმობდი ქართველების მხრიდან,
ჩვენი დაპყრობის მსურველ ოკუპანტ ევროკავშირში შესვლისა და ევროპის ნაწილად გახდომის სურვილს !!!
4. და ხმამაღლა განვაცხადებდი, რომ არცერთი გაერთიანება არ მინდა...
თუ მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს და ცოლშვილს გვექნება სხვა ქართველებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული(!) მდგომარეობა - უცხოეთში როცა მომინდება გამგზავრების და "ნაშოვნი" დიდი ფულით კარგი ცხოვრების !!!
ჟურნალითვის, კიდე ჰო, მარა,
ამ ვითარებაში ,
ასე მთლად "გაშიშვლება" არ იყო საჭირო ...
"რა გჭირს, ტო" ?!
ჩაიკუკეთ თქვენს სამიშეთში