"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "აპოელის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს", - წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა რუ­სულ გუნდ "სოჭ­ში" გა­დას­ვლა­ზე უარი თქვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გის წე­ლი­წად­ში 700 000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Geo Team ავ­რცე­ლებს. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გი­ორ­გის უა­რის მი­ზე­ზი შემ­დე­გია -
"მას არ სურს რუ­სეთ­ში თა­მა­ში“.

ქვი­ლი­თა­ი­ას აგენ­ტმა ირაკ­ლი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო, უა­რის მი­ზე­ზად კი "სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი“ და­ა­სა­ხე­ლა.

"მან ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სო­ჭი­დან. ჩვენ უარი ვთქვით, რად­გან არის სხვა კარ­გი ვა­რი­ან­ტე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ვე­ლო­დე­ბით კონ­ტრაქ­ტის დას­რუ­ლე­ბას”, - ცი­ტი­რებს მე­დია ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

30 წლის ქვი­ლი­თა­ია უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც კვიპ­როს­ში, “აპო­ელ­ში“ თა­მა­შობს. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მან 23 მატჩში 6 გოლი გა­ი­ტა­ნა. ტრანსფერ­მარ­კეტ­ზე მო­თა­მა­შის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფასი 1,7 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, სპორ­ტსმენ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის მო­ე­დან­ზე უკ­რა­ი­ნის დრო­შით გა­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა - "ჩვენ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს".

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 56 /
სწორედ ახლა გახვედით ევროპაზე სტადიონები და ბაზები რო გაკეთდა.ევროპა უნდა სწორედ ვინც ქვეყნის სათავეშია ნუ აყვებით ჩათლახი გვარამიას პროპაგანდას ბიჭო დაფიქრდით ცოტა
ქომაგი
18 აპრილი 2024 02:19
16
მოკლედ, არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ მაიძულეს. ამათ თავში არ აუვარდეთ ეხლა ლუქსემბურგის და საბერძნეთის მოგება. ალბანეთი მორეჯერ გავიდა ევროპაზე , მაგრამ რა საფეხბურთო ნეხვიც იყო, ის დარჩა. ფეხბურთი ითამაშეთ რა, პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის. 2008 წლის მერე აქვთ ყველა მეორეს რუსულ კლუბებში ნათამაშები, მაშინ არ იყო რუსეთი მტერი? თუ უკრაინის მერე გახდნენ? ცოტა აზრზე მოდით რა ბიჭო.
saso
17 აპრილი 2024 14:58
15
აუფ, გამოვიდა ქართული აზრის გიგანტი!
Giusha 3232
17 აპრილი 2024 11:45
25
ვა, გეი-შა, ტო!
სულხან-საბა
17 აპრილი 2024 11:54
11
შენნაირი გაუნათლებელ ხეპრეს რომელსაც თავი ბალიშზე დასადებად აქვს მარტო შენი შეფასება უბანში პივის წრუპვისას ბირჟაზე გამოთქვი
აკადემიკოსი
17 აპრილი 2024 12:14
19
ყველა გამოხმაურება
რაშუაშია რუსეთი. ჩვენ რომ ევროპას ვუნდოდეთ ამერიკულ (და არა რუსულ) ფარას კანონს მიგვაღებინებდნენ, რომელი კანონიც მიღებულია კანადაში, აშშ-ში, ევროკავშირსა და ბრიტანეთში, მაგრამ რატომღაც ჩვენთვის აღნიშნული კანონის მიღება არ შეიძლება! რატომ? იმიტომ ხო არა, ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) უფლებების დამცველებს და სხვა ქვეყნის მტრებს ფული დაერიცხოთ და საქართველო მუდმივ ჭაობში იყოს?!
ხალხი ბრბო ჰგონია ზოგიერთ ვიგინდარას!
ლაშა
17 აპრილი 2024 12:35
16
ეგ ერთი მიზეზი მეგობარო და უფრო იმიტომ რომ რუსეთმა აქაც დაიწყოს ომი ამ პედერესტაბის ხელუთ ურევენ სიტუაციას. და მერე როგორი მეგობრობა იციან უკრაინაშიც ჩანს. მოგცემენ ლაგადკას და ჩამოყარე რუსის თვითმფრინავები. მეგობარი ამდენი ხანი გამოგიწვდიდა მეგობრობის ხელს და გაგიყვან და სამშვიდობოს. თურქეთი დემოკრატიულია? მარა კია ნატოში. ევროკავშირის წევრი არაა მარა თურქებითაა სავსე ევროპა. ასე რომ არაფერი რუსული ამ კანონში არაა სხვა რო ვერაფერს ვერ იფიქრებენ და ვერც მოიფიქრებენ დაიწყეს რუსული რუსული. იყოს თუნდაც რუსული მოქალაქემ უნდა ვიცოდე ყველაფერი ყველაზე ვისაც ქვეყნის დღის წესრიგში ცხვირის ჩაყოფა უნდა. ისიც უნდა ვიცოდე ვინ მართლა ადამიანურად მეგობრულად მეხმარება თუა ასეთი და რაში იხდის ფულს. ჩემთვის არავის უთქვამს მილიონებს მოგცემ და ხალხს დაეხმარეო
ლაშა
17 აპრილი 2024 13:20
11
კარგი, მამუკა (მდინარაძე), გეყო, გიცანით. :)
ეჰჰჰ
17 აპრილი 2024 12:48
26
ბაზარი არაა გვინდა ევროპა,მაგრამ რუსეთი რა შუაშია ვერ ვხვდები? ისედაც ვიცით ყველამ რომ ოკუპანტია ნაცმაც და ქოცმაც.
Რერო
17 აპრილი 2024 12:14
6
ამის აზრი ვის რაში აინტერესებს ამის ნაცი დ ….
!!
17 აპრილი 2024 16:00
17
ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება. – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვებგვერდზე – eppgroup.eu გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 17 იანვრით თარიღდება, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, მომავალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო.
სოსო
17 აპრილი 2024 13:46
8
ქართული კანონმდებლობით ისედაც ხელმისაწვდომია აღნიშნული ინფორმაცია. არა ღორულ კანონს... არა კანონს რომელიც დაგვაშორებს ევროპას...
გახო
17 აპრილი 2024 14:12
31
კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა ვინ მოგიტანათ? ცოტა დაფიქრდით. ყველას გვინდა ევროპა, ოღონდ გვინდა თანასწორად მიგვიღონ და არა მონად!
1
18 აპრილი 2024 17:07
19
ტვინი იმის გაგებას უნდა, რომ საქართველოს არ აქვს საზღვარი ევრიკავშირთან, რომელივ თურქეთს არ იღებს კავშირში და ჩვენ როგორ მიგვიღებს.

ჩვენი ევროპერსპექტივა არის ვირის წინ ჩამოკიდებული ბალახი და ვისაც უნდა ვირი იყოს გაყვეს ამ ბალახს, რომელსაც ვერსადროს მიწვდება

ტვინი- "Georgian"-ს
18 აპრილი 2024 22:07
10
-ტვინი თუ გაქვს იაზროვნე აბა?

Მთელი ევროპა, კავშირი, სადაც საქართველო ნატრობს ათწლეულები გაწევრიანებას, ეს კავშირი გეუბნება, რომ ეს არაა ევროპული კანონი და თუ ამ კანონს მიიღება, ვერ შეხვალთ ამ კავშირშიო ხო?

Პარალელურად რუსეთი გაქებს და გადიდებს ამ კანონის მიღების მერე ხო?

ეხლა ჩართე შენი ტვინი აბა? და გამოიცანი ევროპული კანონია თუ რუსული?

იმედი მაქვს აღმოგაჩნდება მცირედი ტვინი და აზროვნება, რაც მაგის გააზრებას ჭირდება))

კანდიდატის სტატუსი იმ ბრძოლამ მოიტანა, რაც შარშან მარტში ჩაუტარა მასტერკლასი ქართველმა ხალხმა ყლიძინას და მოღალატე 83 დეპუტატს, დავით აღმაშენებელი თავებს დააჭრიდა მაგათ ყველას, მან მოღალატე მღდვლებიც კი არ დაინდო როცა მეფე გახდა გაჟლიტა ყველა მოღალატე, ეგ არის ეხლაც საჭირო!
Georgian
18 აპრილი 2024 20:20
20
ეს ფეხბურთელები რამ გააფერადა?
გიორგი 11
17 აპრილი 2024 12:08
16
ევროპაში გარყვნილებაში ცხოვრებამ გააფერადა! ფულმა გააფერადა! ნაწვიმარ მოედანზე მეკარის საჯარიმოდან წამოსული ბურთი ცენტრალურ ხაზს გადმოღმა თავში რომ მოგხვდება, თავს რომ შეუშვერ წყლით გაჟღენთილ ტონიან ბურთს, თანაც არა ერთჯერ მერე რა აზროვნება გექნება თუ ვინმემ ვერ წარმოიდგინეთ აგერ ესაა მაგალითი!
aburjga
17 აპრილი 2024 12:41
9
რაც, ამ ფეხის აყოლილებმა, თავიანთი გამრჯვებით გაგვახარეს, ეხლა ამ პოლიტიკური განცხადებებით, ყველაფერი წყალში ჩაყარეს, ფუი, ვინც თქვენ გიქომაგოს რა?
ამდენ ჭკუა ბნელებს რა გაუძლებს?
17 აპრილი 2024 12:09
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული