კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
ყოჩაღ მთავრობა!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!
სანდრო
19 აპრილი 2024 13:55
1
იხტიბარი არ გაიტეხა კახიმ,ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელებს გაუკეთეთ შენ და მთავრობამ ცუდი საქმე,ძლივს გაერთიანებული და გახარებული ქართველი ხალხი, ერთი კვირის მერე,სრულ ზიზღში და მტრობაში ამყოფეთ,ალბათ ყველაზე მეტად შენზე ბრაზდებიან როგორც ყოფილ ფეხბურთელზე!!რა საჭირო იყო ახლა ეს კანონი?ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან ერთ კვირაში??
სამაჩაბლო
19 აპრილი 2024 10:29
0
მტყუანის რაც მხილოდ ევროპა გვინდაო იგულისხმეს?... თავს ნუღარ იტყუებ. ბიჭებმა, ყველა სპორტსმენმა მაშასადამე იგულისხმა არა რუსულ კანონსაც. აბა გამოდი და თქვი ამ კანონს მხარს უჭერენ ჩვენი სპორტსმენებიო თუ ხარ მაგარი -:))) ამიტომ ჩუუუ
ბათუმელი
18 აპრილი 2024 13:23
2
სალьაძე, თელьაძე... ფუ შენი ქურდებთან მოფლირტავე... გგონია დაგვავიწყდა?
___
18 აპრილი 2024 12:17
3
აბა ევროპა სუვერენიტეტს გვართმევსო და საბჭოთა ჯავშირს მაგონებსო? რას ქვია როგორ გაგვიბედეს სასამართლოს რეფორმა გჭირდებათო?! ცალ ფეხზე დგომას გვთხოვენო? თუმცაკი ჩრდილოელ მეზობელს კაი ხანია გადახრილი ვყავართ უხერხულ პოზაში, მაგრამ ეგ არ ითვლება ცალ ფეხზე დგომად, ის ზურგის მხრიდან გვიდგას და ვერ ვხედავთ, მთავარია თავი ჩავრგოთ სილაში კარგად და გავიყურსოთ.
ვახო
18 აპრილი 2024 01:11
9
კალაძე და კალაშოვი გარე ბიძაშვილები არიან?
!
18 აპრილი 2024 01:00
5
კალოევიც
დინამოელი
18 აპრილი 2024 09:21
1
ალალი
დავით
18 აპრილი 2024 01:36
1
კაი Ერთი კარლოევიᲩ, Შენ მეისპე ...
დინამოელი
18 აპრილი 2024 00:33
2
ავტოგოლა რა უტიფარია ნახეთ რა. ნაცები ხო კადრულობდნენ ყველაფერს მაგრამ ამან ინაცა კიდევაც იქოცა კიდევაც და 2 გოლიც შეგვიგდო ფეხბურთში.
ზურა
17 აპრილი 2024 23:12
0
ხო ყველანი ნაძირლები არიან... მაგრამ ეს ფსკერია ფსკერი ნაძირალაა, ამისნაირი არცერთი არაა!!!
არა რუსულ კანონს
17 აპრილი 2024 22:29
1
კახა, რაც უფრო დრო გადის მით უფრო ამტკიცებ რომ ერთი პატარა მოღალატე ხარ! მცხვენია რომ ოდესღაც შენით ვამაყობდი! ეტყობა ბერლუსკონიმ სიბინძურეებიც გასწავლა მილანში!
ბესო
17 აპრილი 2024 20:40
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული