Sport24.gr-ის ჟურნალისტი მარია კურველისი იტყობინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საბერძნეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.
ანტიდოპინგურმა სააგენტომ ორ ბერძენ ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარა და ერთ-ერთ მათგანს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, დადებითი პასუხი დაუდასტურდა.
ახლა მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ მოთამაშის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა, მისი სახელი გამოვლინდება.
ჟურნალისტი წერს, რომ ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი შოკია და დადებითი პასუხის დადასტურების შემთხვევაში, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.