სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

AutoSharing Option
Sport24.gr-ის ჟურნალისტი მარია კურველისი იტყობინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საბერძნეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.

ანტიდოპინგურმა სააგენტომ ორ ბერძენ ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარა და ერთ-ერთ მათგანს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

ახლა მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ მოთამაშის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა, მისი სახელი გამოვლინდება.

ჟურნალისტი წერს, რომ ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი შოკია და დადებითი პასუხის დადასტურების შემთხვევაში, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შარაპოვას შემთხვევა სულ სხვაა. მილდრონატი გულის მუშაობას ასტიმულირებს და როცა ის ახალგაზრდა სპორტსმენს ჭირდება მეტყველებს სხვა რამეზე. კერძოდ მილდრონატის მეშვეობით ცდილობენ გაანეიტრალონ ორგანიზმზე დოპინგის უარყოფითი ზეგავლენა. (გაიხსენეთ მინდორზე წაქცეული ფეხბურთელები)სხვა შემთხვევაში ახალგაზრდას. სპორტმენი თუა, რა სტიმულატორი უნდა ჭირდებოდეს? ამიტომაა მილდრონატი აკრძალული , მისი გამოყენება აშკარად მიანიშნებს დოპინგის გამოყენებას.არც შარაპოვას უყლაპია შემთხვევით
ირაკლი ქუთაისელი
16:22 18-04-2024
0
ძალიან მაინტერესებს პასუხი კითხვაზე. უფლის ნებით და ბიჭების და ერის სრული თავდადებით მოვიგეთ! და მრავალ მოგებას მოვესწრებით მომავალში! მაგრამ კითხვა: რომ წაგვეგო, ამ ტესტის შემდეგ, თუ ჩაეთვლებოდა ბერძნებს წაგება? თუ იცის რედაქციამ ან ვინმემ, გთხოვთ მიპასუხეთ
alexandre
13:22 18-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული