სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

AutoSharing Option
Sport24.gr-ის ჟურნალისტი მარია კურველისი იტყობინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ საბერძნეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.

ანტიდოპინგურმა სააგენტომ ორ ბერძენ ფეხბურთელს ტესტირება ჩაუტარა და ერთ-ერთ მათგანს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

ახლა მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ მოთამაშის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა, მისი სახელი გამოვლინდება.

ჟურნალისტი წერს, რომ ეს ბერძნული ფეხბურთის ნამდვილი შოკია და დადებითი პასუხის დადასტურების შემთხვევაში, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დანარჩენი ბერძენი ფეხბურთელიც რომ შეამოწმონ, ბევრს ექნება დადებითი პასუხი.
რეალობა
03:24 18-04-2024
0
საბერძნეთის მწვრთნელი,პრესკონგფერენციას რომ ატარებდა,ჟურნალისტებისაგან გაიგო,რომ მისმა ფეხბურთელებმა,ქალაქში გაისეირნეს.არადა დასვენება და სასტუმროში დარჩენა ჰქონდათ მითითებული.დისციპლინა მოიკოჭლებდა გუნდში და ხათაბალაშიც შესაძლოა ამიტომ გაეხვა.იქ რა ჭამეს და რა შეაყოლეს,ვინ რა იცის.ის რაც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის დაშვებულია საჭმელად,სპორტსმენისათვის შესაძლოა დოპინგის შემცველი აღმოჩნდეს.
სოსო
21:27 17-04-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული