ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
გიორგი ფეხბურთს მიხედე ძალიან გთხოვ!!!! ნიჭიერი, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული კაცი ხარ და გთხოვ ფეხბურთს მოახმარე შენ არ გაქვს იმხელა ცოდნა, რომ შენი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტების ანალიზი დავიჯეროთ და რაშიც შენი გვჯერა იმაზე გადაერთე!!!!! გეყოფათ საქმეში ჩაუხედავ ხალხს სხვი ნათქვამის გამეორება!!!!!!!! გეყოთ!!!!!!
Pepelu
23 აპრილი 2024 10:56
24
ჰაჰაჰა ალბათ გრილ ოთახში ზიხარ, კაი კლავიატურა გაქვს, არაჩვეულებრივი კომპიუტერი და ქართულად მაინც შეცდომებით წერ!:)))))))) მოდი ჯერ წერექართულად და კანონების და სხვისი განათლების შეფასებაზე მერე გადადი!! ქოცები რეებიც არიან მაგას სზვა ნუ მასწავლით ძაან კაათ ვიცი უბრალოდ ამათზე ბეეეევრად!!!!! ბოროტები არიან ნაცები ყველანაიარი აღქმით, ფორმით და არსით!!!!! ამიტომ ნაცობა ტეხავს
Pepelu
23 აპრილი 2024 12:20
2
კალიაძე, ორკლასგანათლებიანი ყაველა, ზარკუა და დანარჩენი ქოცისტანი ხომ რას ამბობ, ისე ერკვევა კანონებში მეტი რომ არ შეიძლება, ჰა პეპელუჯან?
ჰაჰაჰა
23 აპრილი 2024 11:35
12
ე ბიჭო, პენალტი გაიტანე! ამას მარადონას, მესის ან ჭილაიას (ლივერპულთან) დრიბლინგებით რომ გაეტანა, ხომ წარმოგიდგენიათ! უნდა შევახსენო, რომ ჩვენი ნაკრები შესარჩევიდან ვერ მოხვდა ევროზე ... ახალი წესებით გვერდიდან შევედით! დიდი მადლობა! ევროზე ერთ თამაშს მაინც თუ მოიგებთ, უფრო დიდი მადლობას გეტყვით!
იორამი
23 აპრილი 2024 10:49
27
გენაცვალე ქოჩორ! საუბარშიც იგრძნობა რამდენად მაღალი ინტელექტის პატრონიცაა.
წინ საქართველო!
გულშემატკივარი
23 აპრილი 2024 10:47
9
P.S.Დამავიწყდა მეთქვა(რჩევა მომეცა,ცოტაოდენი ოფლი მეც დამიღვრია სპორტში,როგოც კახელები ვიძახით ხოლმე ცოტა მეც ,,მიბღლარძუნია") ქოჩორ არ აჰყვე პოლიტიკას და პოლიტიკოსებს-ესენი დღეს აქეთ არიან,ხვალე იქით იქნებიან,მხოლოდ სახელებს იცვლიან და პატრონებს.არცერთი პოლიტიკოსი არ დაგიკრავს გულწრფელად ტაშს და არ ეყვარები ისე,როგორც ნაღდ ქართველ გულშემატკივარს.
jordan beli
23 აპრილი 2024 10:33
2
ნაცების "ტევეში" წამოსკუპდი ბიჭი?
ეჰე?
23 აპრილი 2024 10:29
19
ქოჩორაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა სანიოლის თამადობით რო მეგონა ყველაფერი ითქვა და გავიგეთ ამ ბიჭის შესახებ მეთქი.
Ყველა ინტერვიუს შემდეგ სულ ახალს ვიგებ მე პირადად მის შესახებ.ასეა როცა თავი აზროვნებს ფეხებიც გემორჩილება და ხელებიც.Დღევანდელ სპორტში მხოლოდ ისეთი სპორტსმენები აღწევენ დიდ წარმატებას ვისაც ინტელექტი აქვთ და არა თავცარიელი გაპიარებულები.
რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ ქოჩორ.წარმატებებს გისურვებ ნადირო!ბექაურისარიყოს არ გაჩერდე!!!
jordan beli
23 აპრილი 2024 10:22
7
წადით თქვენი! ნაცების მხარეს, რო ადამიანი დადგება, გინდ სპორტსმენი იყავი, გინდ ხელოვანი და გინდ ნებისმიერი დარგის მუშაკი, იქ უკვე დამთავრებულია თქვენი საქმე! ვენაცვალე ჩვენს სახელოვან რაგბისტებს! აი ნაღდი ქართველები ვინ არიან!აქ "ოცნების" მხარდაჭერაზე კი არ არის ლაპარაკი, უბრალოდ კაცის მკვლელ ნაცებზეა ლაპარაკი! იმასაც ვერ ხვდებით, რო ამ მეცოცხეებს რევანშის დუჟები სდით და თავიანთი ბნელი საქმეების გასაკეთებლად, ამ პატარა გოგო-ბიჭებს იყენებენ, ეს თაობა პრაქტიკულად დაკარგულია!
ქართველი.
23 აპრილი 2024 10:19
20
შრომას მოაქვს,თავდაჯერება.
სოსო
23 აპრილი 2024 09:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული