გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნებთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო.
დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას და ბელარუსმა - ვერა.
"ეს კითხვა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. ძალიან ბევრ რამეზე დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო.
იგივე ხდება საკლუბო დონეზეც... 2018 წელს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგაზე
"ყარაბახი" ახლა ერთი ნაბიჯით წინაა! სამოთხე და დედამიწა! ახლა ჩვენ შორის სწორედ ეს განსხვავებაა.
ზოგი წინ მიიწევს, ზოგიც უარესდება. როგორც ჩანს, საქმე ფეხბურთელების მომზადებაშია. მე არ ვარ ექსპერტი, ეს თემა წამოვწიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ სახლში ვრჩებით, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე მიდის".
დრაგუნს კითხვა ბოლო სამი ნაკრების (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) შესახებ დაუსვეს, რომლებმაც დარჩენილი 3 საგზური მიიღეს და ყოფილ ფეხბურთელს აზრს დაეკითხნენ, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი.
"ვფიქრობ, სამივეს გაუჭირდება და განსაკუთრებით, საქართველოს. მათ გამო შეწუხებული ვარ, რადგან გარკვეულ საკითხებში ვგავართ ერთმანეთს.
უკრაინელებს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდებს არასტაბილურობა ახასიათებთ. თუ მათ თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, ჯგუფიდან გავლენ", ‐ ამბობს დრაგუნი.
მე მგონი კარგ შედეგსაც დადებს ფინალურზე.
თუ ვერ გავიდა ჯგუფიდან,მერე რა.
არც ეს იქნება ტრაგედია.
ჩვენს აკადემიებში იზრდებიან წიწილებივით ახალი ხვიჩები და მომავალ წლებში კიდე უფრო სოლიდური გუნდი გვეყოლება.
როგორმე დააკნინონ ნაკრების წარმატება. ვერაფერი მოიხერხეს
და ეხლა ვითომ გაუმართლა, ტორე ადრე უფრო კარგი ნაკრები გვყავდაო :)
ფუ ასეთ ხალხს :)
თანაც გაგვიმართლ,რომ ორივე მატჩი სახლში გვქონდა. გაგვიმართლა ლუქსემბურგთანაც და პენალტებში საბერძნეთთანაც.
არ იფიქროთ ,რომ შედეგს ვაკნინებდე,პირიქით იბრძოლეს რაც შეეძლოთ და მეც ეიფორიაში ვიყა ვი დავარ. გვაქვს ისტორიული შანსი ჯგუფიდან გავიდეთ.ღმერთმა ჰქნას ასე მოხდეს. პრემიებიც რა თქმა უნდა ალალად ეკუთვით. მეც დიდ მოლოდინში ვარ როდის დადგება 18 ივნისი.
იყო ეგეთი მომენტი. რუმინეთი ცამოვიდა თბილისში და რო მოეგოთ რეალურ შანსზე გავდიოდით ჯგუფის დაძელვის
და 3-0 წააგეს თბილისში.
იმიტომ რომ ის არ იყოს გუნდუ, ნაკრები
ხოლო ეს კიდევ არის