"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

AutoSharing Option
Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი - Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ.

წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. 

"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია, სრულიად განსხვავდება ევროპულისგან.

პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება. 

ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 65 /
არ დარბის ეს ბიჭი. მოედანზე სიარულს მესის უტარებდნენ მარტო.
321
27 აპრილი 2024 12:00
9
სამწუხაროდ არც შეგხვდება და არც დაგიძახებს ნაკრებში გიო ახლა (ღმერთმა ქნას მართალი არ ვიყო)! ევროპის ჩემპიონატი დამთავრდება და ახალმა მწვრთნელმა შეიძლება დაგიძახოს გააჩნია რა გავლენა ექნება მასზე ფედერაციას! გულს ნუ გაიტეხ და გააგრძელე! შეგიძლია კიდევ მომატება, ძირითადად ცენტრში ბურთის ართმევას შეეცადე!
მწვრთნელი
27 აპრილი 2024 11:59
8
ტაქტიც საჭიროა,გიორგი!ცამდე მართალიც რომ იყო,თუ ამით გუნდში სიტუაციას გააფუჭებ,ისევ შენ შეგელევიან.მთელი გუნდის არევას,ისევ გაჩერება სჯობია,გუნდისათვის.სიმართლე ისე უნდა დაამტკიცო,რომ ამით გუნდის ერთიანობას არ ავნო."ზოგჯერ თქმა სჯობს,არათქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".წარმატებებს გისურვებ.იქნებ ამ საკითხებზე,თუნდაც შენივე გუნდის მწვრთნელს დაელაპარაკო.ბევრ რამეს აგიხსნის,გასწავლის,ბევრ რამეს სხვა თვალით შეგახედებს და ყველასათვის უკეთესი იქნება.პირველ რიგში კი,შენთვის.მჯერა,რომ ნაკრებში ითამაშებ.შეგიძლია და ვალდებულიც ხარ,ნაკრებსაც გამოადგე.
სოსო
27 აპრილი 2024 11:55
3
არაბიძენაკრებში სერია ორი. რამდენს გიხდით ეს შეუდგარი გენიოსი თუ მაგისი აგენტები? ძლივს ერთსულოვნება და სიმშვიდეა ნაკრებში. ვაეშვით ამ სისულელეებს
ჯონდო
27 აპრილი 2024 11:49
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული