"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

AutoSharing Option
Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი - Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ.

წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. 

"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია, სრულიად განსხვავდება ევროპულისგან.

პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება. 

ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ნაკრები მოხვდა ევროპაზე ,რითაც დიდად გავიხარეთ. .30 წელია და. . .ნუ მართალია უეფას საჩუქრით მარა მაინც. . .ამის მერე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თავი გიორგი სააკაძეს გაუტოლეს და რომ იტყვიან ძმრად გვადინეს,თავისი განცხადებებით. . .გურამ კაშიას გზას დაადგნენ და ყალბი ევროპული ლოზუნგების ფრქვევით,მე პირადად დამაკარგინეს სურვილი ევროპის ყურების. . .ვფიქრობ პრემიერის ინიციატივა ღირსების ორდენის თაობაზე იყო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული.თუმცა რა საქართველოში ღირსების ორდენიძმებ ახალაიების,მეგის ქარდავას და ათასი რჯულის მკვლელებს და პირწავარდნილ მოღალატეებს აქვთ. . რომ გადახედოთ სიას 90% საქართველოს მოღალატეა მაგ სიაში. . ამაზე მეტი სირცხვილი არაა.ხოდა შეუერთეს სიას წერაკითხვის უცოდინართა კიდევ ერთი არმია და რის გამო ხალხო. . .შემოვლითი გზით ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.გავიდნენ იქ სადაც ვერ მოხვედრის შემთხვევაში ,ჩვენსავით პატარა ხორვატიაში ფეხბურთელებს ლინჩის წესით გაასამართლებენ. . ეს იმ ფონზე რომ ზაგრების დინამოს ისტორია უბრალოდ სასაცილოა თბილისის დინამოსთან შედარებით. . .საბჭოთა დროინდელმა მონებმა ევროპა დაიპყრეს,როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე,ოლიმპიადა,მსოფლიოს ბრინჯაოს მედლები და დღეს ვიღაც ქოჩორაშვილი უფრო მაგარი ყოფილა ვინემ დათო ყიფიანი და მიშა მესხი. . .ქვეყნის განადგურების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და უმთავრესი როლი ამ სამქმეში ,ისტორიაში უბოროტეს თაობას დაეკისრა.თაობას რომელიც ჩასარიცხად მისული ინგლისურ მენიუს იყენებს აპარატზე. . სძულს ყველაფერი ქართული და ამას ევროპელობას ეძახის. . .ადრე ინტელიგენტებად წოდებულნი დღეს ბომონდად ქცეულნი,შადიმან ბარათაშვილის საუკეთესო ტრადიციების კვალად მემკვიდრეობით გადასცემენ სამშობლოს გაყიდვის ფორმულას საკუთარ შვილებს. . ჩვენი დაუძინებელი მეგობრები კი უხვად აწვდიან საამისო სახსრებს. . .თურმე გმირები არიან უკვე და ეხლა ნამეტანი ნუ მოვთხოვთ. . . 39 მილიონი გაცხადდა და მე ვერ მოვისმინე ვერცერთი ფეხბურთელისგან რომ ბინძურ რუსულ ფულს არ აიღებენ. . რა ხდება ფულს სუნი არ აქვს ხომ?! სამაგიეროდ ზღაპრის ბოლო კეთილიასტებისგან მოვისმინეთ ათასგვარი სიბინძურე და არცერთმა მათგანმა არ მოსთხოვა ფეხბურთელებს ამ ფულზე უარის თქმა. . რაშია საქმე პატივცემულო პროევროპელო საზოგადოებვ?!. . .თურმე კვეკვესკირი და ქოჩორაშვილი უკვე გმირები არიან. . მღელს ნაკრებში ერთადერთი ნამდვილი ვაჟკაცი,ნაღდი ქართველი არის გიორგი მიქაუტაძე. . კაცი ევროპაში დაიბადა მარა საკუთარ თავს და ქვეყანას არ იკადრა იმ სიბინძურეში გახვევა რაშიც კვარაცხელია და დანარჩენები გაერივნენ. . .ერთი ხელის მოსმით სულში ჩაგვაფურთხეს. . . მიმიფურთხებია ევროპისთვისაც და ამ ნაკრებისთვისაც. . ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას. . .ბიძინა ჩოლოყაშვილის სული უკვდავია,ხოლო პაატა სააკაძის უმანკო სულის წინაშე აყროლებული გრიგორიადისები და მათი ვითომ პუტინ ხუილისტი თანამოაზრეები კი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაინთქმებიან. . .
ნაპოლეონი
27 აპრილი 2024 14:49
32
Ჯიგარი ხარ ნაპოლეონ! 100% ვეთანხმები!
Დათო
27 აპრილი 2024 22:00
6
ჩვენს ქვეყანაში სიმართლის მოსმენა კი არა,დამნაშავე რომ იყოს და ფაქტზე წაასწრო იმაზე დაგფიწყებს საუბარს რომ მართალი ვარო. ასეა სამწუხაროდ ჩვენთან და მაგიტომაცაა რომ კარგად ვართ!
გეგი
27 აპრილი 2024 13:51
3
აი არაბიძის ამ პასუხიდანაც გამოჩნდა მისი ავყია ხასიათი. არაბიძე ყოფილა ერთადერთი სიმართლის მთქმელი ნაკრებში და დანარჩენები მშიშრები და მლიქვნელები
ხვიჩა
27 აპრილი 2024 12:59
18
ფეხბურთელებს, როცა გვჭირდება პატრიოტობს და თავდადებას ვთხოვთ, მაგრამ პატრიოტობის გამოვლინებისას, თუ მათი აზრი ჩვენსას არ ემთხვევა, მერე ვეუბნებით პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეთო. ჯერ ეს ერთი ევროპაში გვინდა რა პოლიტიკური განცხადებაა, ბოლო ბოლო კონსტიტუციაში გვიწერია, მეორე, როდესაც ქვეყნის ბედი სასწორზე კიდია, ფეხბურთელმაც, კალათბურთელმაც, ერმაც და ბერმაც ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ქვეყანას და ხალხს დავუდგეთ გვედში და ვისაც ეს არ ესმის ან არ მოსწონს, სჯობს თვითონ შეიკავოს თავი საჯარო გამონათქვამებისაგან. გაავსეს პარლამენტი სპორცმენებით და ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, ამდენი წლის ოცნება რომ აგვისრულეს აქეთ ჭკუას ასწავლიან!
Irakli
27 აპრილი 2024 15:40
8
დაანებეთ ნაკრებს თავი! მშვენიერი და ჯანსაღი ატმოსფეროა გუნდში, ბიჭები პატივსცემენ ერთამანეთს,ისე სანიოლის გადასაწყვეტია ვინ უნდა იყოს მის გუნდში. როგორც ჩანს მისთვის მთავარია დისციპლინა! იყოს ჯანსაღი გარემო მინდორზე, გასახდელში და ალბათ ამიტომ ფიქრობს რომ არაბიძე ნაკრების გარემოში დისონანს შეიტანს მისი ხასიათიდან გამომდინარე.თანაც არაბიძის პოზიციაზე საკმარისდ არიან უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებიც არ ისეირნებენ მინდორზე დაცვასაც დაეხმარებიან!
რობი
27 აპრილი 2024 14:56
7
გიორგი ესეთი განცხადწბები არ შეიძლება როგორ ფიქრობ ამის მერე უფეო დაგიძახებენ ნაკრებში მწვრთნელზე რო მაგას იტყვი არა ჩემო ძმაო დიდ პატივსაც გცემთ მაგრამ ესე ნაკრებს სამუდამოდ დაემშვიდობები და ძალიან გულდასაწყვეთი იქნება მეტი თავშეკავებულობა და კონტროლი სიტყვების რასაც გთხოვენ მაგრამ მაგის მაგივრად გაბრაებულიი კომენტარება იძლევი .. ესე არ გამოვა ჩემო დზმაოო ამიტომ შეცვალე მიდგომა მწვრთნელის მიმართ და შეიცვლება შენიი კარიერაც უფრო დიდი გუნდისკემ
დათა
27 აპრილი 2024 13:02
18
მერედა რაა ამაში არასწორი? ნაკრებში, რომ თამაშობ იმ ბიჭებს უნდა ეთამაშო და მათთან თამაშის გამოცდილება უნდა გქონდეს და არა საქართველოს დაბალი დონის ჩამპიონატში. კი იყო ევროპაში და რუსეთში არაბიძე, მაგრამ რა გააკეთა? დაბრუნდა უკან ე.ი. არ ივარგა. მაგ სიმართლის ლაპარაკს ხომ არ აჯობებს კარგად ივარჯიშოს?
ჟორა
27 აპრილი 2024 13:02
15
ჩვენთან ერთი ძალიან სულელური წესი აქვთ, არამარტო ამჟამინდელ მწვრთნელს წარსულშიც მრავლად იჩაგრებოდნენ ადგილობრივი მოთამაშეები, არაბიძე რომ პოლონეთში ან თუნდაც კვიპროსზე თანაშობდეს აუცილებლად დაუძახებდნენ ნაკრებში...
Givi
27 აპრილი 2024 12:15
11
მერე ვინ უშლის ევროპაში თამაშს? იყო და არ გამოუვიდა!ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, როგორც ოქრუაშვილი თარგამაძე და კიდევ ბევრი, მაგრამ აღარ განვითარდენ, რატომ? იმიტომ რომ შრომა ეზარებათ, რასაც შრომობენ ათი იმდენი უნდა იშრომონ,აი მაშინ ყველა დიდი ფეხბურთს ითამაშებდა, და არ ექნებოდა სანილთან სახვეწარი წამიყვანე ნაკრაბშიო,პირიქით იქნებოდა. ეს არის ჩემი აზრით სიმართლე!
დავიდუსი
27 აპრილი 2024 13:51
8
ძიუბას ხშირად სტუმრობ?
ნაპოლეონ-ს
27 აპრილი 2024 15:48
11
მე არ მგონია ადამიანი რაიმეს ამბობდეს და იმას ფიქრობდეს, რომ ის სიმართლეს არ ამბობს. ამიტომაა ნათქვამი "ყველას თავის სიმართლე აქვსო", მაგრამ შენ, რომ სიმართლე გგონია არის ჭეშმარიტება? ანუ სიმართლის სწორად ასახვა? კაცი ევროპაშიც იყავი და რუსეთშიაც და არსად არ გამოდექი, ბოლოს ისევ საქართველოში დაბრუნდი. საქართველოს ჩემპიონატში პელე უნდა იყო, ნაკრებს რომ გამოადგე, შენ კი რამდენიმე ბურთი გაიტანე და ევროპაზე მათამაშეთო, ასე არაა ძმობილო. ფეხბურთელმა სიმართლე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა როლანდოსა და მესის დონეს მიაღწევ, მანამდე კი უნდა ჩაღუნო თავი და დღე და ღამე უნდა იმუშაო და დაოსტატდე. ანუ კბილი უფალმა მარტო საჭმლის საღეჭად კი არ მოგცა, იმისათვისაც, ხანდახან ენას რომ დააჭირო.
ჟორა გაბრიჭიძე
27 აპრილი 2024 12:57
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული