"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

AutoSharing Option
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ, რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე
აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა", - წერს შოთა არველაძე.

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

altშოთა არველაძემ "ფატიჰ კარაგუმრუკის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 147 /
ამასაც ფეხი გამოუყვია, ვითომ რამე იცის, ცხვირს ნუ ყოფთ იქ, სადაც თქვენი საქმე არაა
ხათუნა
09:20 31-05-2024
0
შოთი არის მაგარი კაცი, დანარჩენი, ვისაც ეგ არ მოწონს, ბნელი . არ მოგწყინდათ ჭაობიდან ყიყინი? თუ ეგ თქვენტვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
ლევან მაღლაკელიძე.
10:27 07-05-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული