საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. 

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

Sportall.Ge

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

altსანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

მკითხველის კომენტარები / 167 /
ჯგუფიდან უეჭველი გავალთ!დაიმახსოვრეთ ეს კომენტარე.
შოთა
23 მაისი 2024 18:44
4
ჯიმი ტაბიძის გამოძახების და აზაროვის არგამოძახების გარდა ყველაფერი ლოგიკურია!! აზაროვის არ გამოძახება 100% -ით უსამართლობა მგონია!!!
Pepelu
23 მაისი 2024 09:59
3
მექვაბიშვილი თუ ლოგიკური გგონია ფეხბურთს აღარ უყურო
ზორო
23 მაისი 2024 14:50
0
მე არ ვიცი არაბიძემ ვის რა აწყენინა , მარა მაგას , რომ თავი დავანებოთ საზონოვის და აზაროვის არ გამოძახება მართლაც უსამართლობაა !!!
ბესო
22 მაისი 2024 20:59
3
ლევან შენგელიას ტრავმა აქვს და ხომ არ ჯობდა აზაროვი წაეყვანა?
ადამიანი
22 მაისი 2024 16:39
2
ამ დაბერებული ნახევარდაცვით რომელსაც არ შეტევის ორგანიზება არც შეტევის ჩაშლა არ შეუძლია..გახოკიძეს და არაბიძეს უნდა მისცემოდათ შანსი..ფლანგებიდან..სტანდარტულებიდან ორივე ძლიერია წარმოდგენილებზე უფრო მეტად..ამხელა დაცვის შემადგენელობა რა უბედურობააა...კვეკვემ და კანკავამ თავისი ამუწურეს უკვე..თუ სიმბოლარად მიგყავთ..ეგ სულ სხვა ამბავია..მაგრამ...მომავალში არ იყურებით?...წაიყვანე და გამოსცადე ისეთი რომელიც პერპექტიულია..რომელმავ თავი გამოიჩინეს 21 ევროპის ჩემპიონატზე რომ იგრძნონ სტიმული..იგრძნონ პასუხისმგებლობა.....ამ ვეტერანების ნაკრებით რა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო...რა შედეგებზე..
ბუჯანგა
22 მაისი 2024 15:03
9
ვინ გახოკიძე ? ხო კარგად ხართ ?
ლშა_იუვენტინო
22 მაისი 2024 15:14
3
გახოკიძე და ჯამარაული მართლა არ გვაწყენდა
გენა
22 მაისი 2024 22:12
0
ე.ი. ალთუნაშვილი მექვაბიშვილი ქვილითაია და 40 წლის ხალხი რო გყავთ და არაბიძეს არ იძახებთ ეგეთი მიკერძოვება შეიძლება?
ტოტტი
22 მაისი 2024 14:51
4
აზაროვი?
NEMO
22 მაისი 2024 12:27
1
უსამართლობაა აზაროვის არ წაყვანა ევროპაზე. მე დამწყდა გული ამ ბიჭზე. დანარჩენი შემადგენლობა ასეც ვფიქრობდით.

G.LA
22 მაისი 2024 16:41
2
ბიჭო,ბიჭო,ამდენი,,კვალიფიცირებული,, ფეხბურთის მცოდნე ,,პოლიტიკოსი,, და ,,ექსპერტი,, საქართველოში რომ გვყავს მთელს პლანეტაზე ერთად არ არის. სულ თქვენი ნავარჯიშები,თქვენი დაყენებული შემადგენლობით,თქვენი ტაქტიკით, ევროზე გასულ გუნდს როგორ ანგრევენ პუტინის მონები!!! არა რუსულ გუნდს,არააა!არა,პრორუს სანიოლის,არაააა! :))):))
გურულო
22 მაისი 2024 15:02
24
მაინც, რა არის ცუდი იმაში, რომ აზრთა მრავალფეროვნებაა, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია? იქნებ შენ ის ხალხი უფრო გიზიდავს, პოლიხრონიონს რომ მღერიან „დათა თუთაშხიაში“?
პოლიხრონიონ
22 მაისი 2024 15:53
3
პოლიხრონიონ-აქ გამოთქმელ 90% სისულელეს,,აზრს,, ეძახი?ასეთი ,,აზრების მრავალფეროვნება,, ფსიქიატრიულში გექნება ნანახი
Tazo
22 მაისი 2024 18:22
3
შენგელია კარგი ბიჭია მაგრამ, მოასწრო ტრავმის მორჩენა და ფორმაში შესვლა? ითამაშა ბოლოს კლუბში ვინმემ იცის? მე მაინც მგონია რომ ამ ეტაპზე აზაროვი აჯობებდა
grisha
22 მაისი 2024 14:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული